IMEDI /  20 ნოემბერი 2021, 21:35 / სანდო წყარო

ვიქტორ ყიფიანი: „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფმა გაანიავა არა მარტო ბიძინა ივანიშვილის აქტივები, არამედ გაფლანგა მისი მხრიდან გამოხატული უსაზღვრო და პრაქტიკულად უპირობო ნდობა

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფთან დავის მიზეზები განმარტა. ადვოკატის განცხადებით, ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბს, რამაც ამ საქმეში თავი იჩინა.

ამასთან, ადვოკატმა დავის მიზეზებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის საქმიანი ურთიერთობა 2015 წელს გართულდა. „ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ყველა აქტივი გაყიდა. ეს მოხდა ორ ეტაპად - ერთი 2005 წელს და მეორე 2011 წელს. რუსული აქტივების გაყიდვის შედეგად ამოღებული თანხა მან სრულად მიანდო სამართავად „კრედიტ სვისის“ საბანკო ჯგუფს. ესაა დავის ფაბულა. ამას მოჰყვა ის, რომ გარკვეული წლების განმავლობაში, ბანკი უხატავდა მის კლიენტს გარკვეულ კეთილხმოვან სურათს, ამ აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა 2015 წლის შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტმა იჩინა თავი. ფაქტებმა, რომლებიც მიუთითებს ბანკის სისტემურ დარღვევაზე. ეს ფაქტებია დღეს არსებულ სასამართლო დავაში და მეტყველებენ იმაზე, რომ ბანკმა გაანიავა არა მარტო აქტივები, არამედ გაფლანგა კლიენტის მხრიდან მისდამი გამოხატული უსაზღვრო და პრაქტიკულად უპირობო ნდობა“, - აღნიშნა ყიფიანმა..

ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის სასარჩელო განცხადება, გამყარებულია მტკიცებულებებით. „როდესაც ვსაუბრობ, რომ ბანკმა გაანიავა აქტივები და ბოროტად გამოიყენა ნდობა, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის შეფასებაზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა ჩვენ მყარად ვდგავართ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით, მაგრამ არსებითია ამ მტკიცებულებების ზღვაში, რაც გვიმყარებს პოზიციას. აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

პირველი, ესაა თვითონ ე.წ.„ფინმას რაპორტი-ანგარიში“, ესაა შვეიცარიის საბანკო რეგულატორის რაპორტი, რომელიც მიუთითებს, რომ იქ არა ერთ და ორ მოხელეზეა საუბარი, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ გაყალბებაში და დარღვევებში, არამედ მთელი კასკადია საბანკო თანამშრომლებისა, რამდენიმე რგოლია მითითებული, რომლებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას. შესაძლებელია ზოგიერთი პირდაპირი განზრახვით, ზოგიერთი გაუფრთხილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში ამ რაპორტის წაკითხვისას, პრაქტიკულად 200-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, ე.წ. „წითელ ალამზე“, როდესაც ბანკს თავისი შიდა კონტროლის სისტემიდან გამომდინარე უნდა ემოქმედა, მაგრამ არ იმოქმედა. ესაა ჩვენი სასამართლოს წესით მოკითხვის ერთ-ერთი მიზეზი. მეორეა, მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიის „ფრაის ვოთერ ჰაუს კუპერსის" (PwC) დასკვნა, რომელიც ასევე მიუთითებს ბანკის სიაში სისტემურ დარღვევებზე და ძალიან არსებითია ასევე აღვნიშნოთ, რომ თვითონ შვეიცარიის, ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლომ 2018 წელს გამოტანილი განაჩენით, ასევე დაამტკიცა და დაადასტურა ის არაერთი დარღვევა, რომელიც გამოიხატებოდა ხელმოწერების გაყალბებაში, არაავტორიზებული, არაუფლებამოსილი გარიგებების წარმოებაში, ფასიანი ქაღალდებით მანიპულირებაში, სხვა და სხვა ნორმატივისა და რეგულაციების დარღვევაში. ადგილი აქვს დარღვევებისა და დანაშაულის უპრეცედენტო მასშტაბს, რამაც საქმეში თავი იჩინა“, - განაცხდა ყიფიანმა.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2021, 10:26

რეგიონი

საგარეჯოსა და ახმეტაში ნახშირის უკანონო გამოწვის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:20

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: თუ ესა თუ ის ბიზნესი თავისი პერსონალის 80%-ს აცრის, „მწვანე სერთიფიკატს“ მივანიჭებთ და სხვადასხვა მარკეტინგული გზით დავეხმარებით, მათ შორის - პიარში

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ იმ ბიზნესობიექტებს, რომელთა პერსონალიც 80% ან მეტი აიცრება, „მწვანე სერთიფიკატი“ მიენიჭებათ.

ლატარეა ასტრალია 55 ქალი 80 მილიონი

06 დეკემბერი 2021, 10:06

ტაბლოიდი

​ავსტრალიაში 55-მა ქალმა ლატარეის საერთო ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი მოიგო

55 ქალი ერთ ფიტნეს-კლუბში დადის. მათი ასაკი 17-დან 84 წლამდე მერყეობს. ერთ დღეს მათ ლატარეის ბილეთების ყიდვა გადაწყვიტეს და თითოეულმა ამისთვის 5 დოლარი გადაიხადა. მომგებიანი ბილეთი ახლომდებარე კიოსკში მათთვის ფიტნეს-კლუბის ხელმძღვანელმა შეიძინა.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:04

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, კლუბ „ხიდის დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ღამის კლუბების ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, ნებადართული არაა და ამასთან, ობიექტმა რეგულაციების დარღვევით დააანონსა ღონისძიების გამართვა.

06 დეკემბერი 2021, 09:51

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული სიუჟეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, სიუჟეტი ხაზგასმით წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმსა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას.

თენგიზ ცერცვაძე

06 დეკემბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

06 დეკემბერი 2021, 09:21

სამართალი

15 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

თაზო ფაცაცია

06 დეკემბერი 2021, 09:15

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ზუგდიდის განვითარების შეფერხება სურს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 09:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რადიკალური პროცესების მომხრეა და სურს, მათი რადიკალიზმი კონსტიტუციის დონეზე წავახალისოთ

უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს დაბალი ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელის უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეებში უფრო მეტად პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე

„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ნიკა მელია

06 დეკემბერი 2021, 08:27

სამართალი

ნიკა მელიას თქმით, სუს-ში დაიბარეს, თუმცა მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს. ინფორმაცია მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვარაუდობს, რომ გამოკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ბექა დავითულიანი

06 დეკემბერი 2021, 08:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული

„მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების საკითხი პირდაპირ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ექიმები ჩათვლიან, რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ის რეაბილიტირებულია და მოვიდა დრო, რომ სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას დაუბრუნდეს, ასეც მოხდება“, აღნიშნა ბექა დავითულიანმა

06 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 დეკემბერს ქუთაისში ნაწილობრივ მზიანი დღე იქნება. +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ენტონი ფაუჩი

06 დეკემბერი 2021, 05:32

COVID19

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადრეული მინიშნებები ვარაუდობენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი.

ჟოზეფ ბორელი

06 დეკემბერი 2021, 05:09

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პრევენციაზე მუშაობს.

კარინ ჟან-პიერი

06 დეკემბერი 2021, 04:45

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსამიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვერაფერი ჩაანაცვლებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დიალოგს.

ენტონი ბლინკენი

06 დეკემბერი 2021, 04:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება

თუ ქვეყნებს საშუალება მიეცემათ, მეზობელი დემოკრატიის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალონ და ამაზე რეაგირება არ იქნება, სხვა ქვეყნები დასკვნამდე მივლენ, რომ მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

06 დეკემბერი 2021, 04:01

მსოფლიო

მედია: ისრაელი აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი და „მოსადის“ დირექტორი, დავიდ ბარნეა ვაშინგტონში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯი გადადგას. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

06 დეკემბერი 2021, 03:38

COVID19

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ავსტრალიის მარეგულირებელმა 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია 10 იანვარს დაიწყება.