22 ნოემბერი 2021, 14:14 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ქართველი ხალხის „საუკეთესო ინტერესების“ მცოდნე უცხოელ მეგობრებს შევახსენებთ, რომ სტრასბუგის სასამართლომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების ასამდე განაჩენში ცნო ევროპული კონვენციის მუხლები დარღვეულად

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

„რა არის „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, - ამ სათაურით აქვეყნებს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე Facebook-პოსტს.

პოსტით ნანა კაკაბაძე ეხმაურება მედიაში გამოქვეყნებულ 4 ამერიკელი სენატორის - ჯინ შაჰინის, ჯიმ რიშის, ბენ კარდინისა და რონ ჯონსონის განცხადებას, რომელიც ეძღვნება მსჯავრდებულ და ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო და სამართლებრივ მდგომარეობას. განცხადების ბოლოს, სენატორები მოუწოდებენ ყველა მხარეს, „იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.

ნანა კაკაბაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ესმით მათ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“.

„ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება... ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიის კრიტერიუმია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის… ახლა დროა, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აცხადებენ პატივცემული სენატორები. სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მათი პოზიციისგან დიდად არ განსხვავდება საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების და ცალკეული ევროპარლამენტარების პოზიციები.

ამრიგად, ამ პოზიციის ავტორებმა ირწმუნეს და გაიზიარეს „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანის ის პოზიციები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სამართლებრივი უფლებები შეზღუდულია, ანუ ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ფაქტობრივად კლავს, ლინჩის წესით გასამართლებას უპირებს და აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან სააკაშვილის მიმართ ასეთი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები.

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება თვითონ გასცემს ადეკვატურ და დასაბუთებულ პასუხებს ასეთ მოწოდებებს, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: თუ ბ-ნი სააკაშვილი, „ისევე როგორც ყველა პატიმარი, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად“, ე. ი. ყველა სხვა პატიმრის მიმართ უნდა იყოს ანალოგიური მოპყრობა. ეს კი ნიშნავს შემდეგს:

1. არცერთი პატიმარი, რომელიც გამოაცხადებს შიმშილობას, არ უნდა გააჩერონ არცერთ პენიტენციური დაწესებულებაში (მათ შორის არც სამკურნალოში) და გადაიყვანონ მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში;

2. ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს დღეში საშუალოდ 3-4 ვიზიტორი, მათ შორის არა ადვოკატები და არა ოჯახის წევრები;

3. თუ პატიმარი უარს აცხადებს პენიტენციურ დაწესებულების შენობაში შესვლაზე, დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა აეკრძალოს მისი იძულების წესით იქ განთავსება (მათ შორის რამდენიმე თანამშრომლის მიერ პატიმრის ხელში აყვანის გზით);

4. თუ სასამართლო სხდომაზე „პირად დასწრებაში“ პატივცემული სენატორები აუცილებლად სასამართლო შენობაში ჩატარებულ სხდომაზე ბრალდებულის ფიზიკურად იქ ყოფნას გულისხმობენ, მაშინ ყველა პატიმრისთვის უნდა გაუქმდეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ითვალისწინებს დისტანციური სასამართლო პროცესების ჩატარებას, რადგან სენატორთა ამ ლოგიკით, ეს არღვევს პატიმრის უფლებას.

ხსენებულ სენატორთა და სააკაშვილის სხვა გულშემატკივართა ლოგიკას კარგად იყენებენ „ნაცმოძრაობის“ რუპორები და გამოაქვთ „შესანიშნავი“ დასკვნები:

1. რადგან საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, სააკაშვილის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი უნდა გაუქმდეს, მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა სს საქმეების განხილვაც უნდა შეჩერდეს და ექსპრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდეს;

2. შიმშილობის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის არ არის საკმარისი საავადმყოფოში ყოფნა, რის გამოც მისი სასჯელების აღსრულება უნდა გადავადდეს.

3. იმედია, ასეთი სტანდარტების დაწესებას სააკაშვილის ზემოხსენებული გულშემატკივრები მხოლოდ მისთვის არ ითხოვენ, რასაც ადასტურებს მათი სიტყვები, რომ ასეთი სტანდარტებით აღჭურვილნი არიან „ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი...“. ამიტომ ეს სტანდარტები უნდა გავრცელდეს ყველა პატიმარზე და ასეთ შემთხვევაში მივიღებთ სურათს, როდესაც ვერცერთ მოშიმშილე პატიმარს ვერავინ ეტყვის უარს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასა და შემდეგ შიმშილობიდან გამოსვლის მიზნით გათავისუფლებაზე, ასევე ყველა პატიმარი დაცული იქნება ციხეში შესვლაზე უარის შემთხვევაში იქ მათი შეყვანის იძულებისაგან და ვერცერთ ბრალდებულს ვერ ჩაუტარდება დისტანციური სასამართლო პროცესი, რადგან ეს ჩაითვლება მათი უფლებების შელახვად. რაც მთავარია, რადგან საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, ყველა პატიმრის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენი უნდა გაუქმდეს, ყველა მიმდინარე სს საქმის განხილვა უნდა შეჩერდეს და ყველა ბრალდებულიც გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

თუ ჩვენს კეთილისმსურველ უცხოელებს ასე ესმით „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები“, მაშინ ეს პირდაპირ უნდა გვითხრან, ხოლო თუ მათ დემოკრატიულობა, დასავლური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები მხოლოდ ამორჩევით და ცალკეულ შემთხვევებში აინტერესებთ, თუ საერთოდ არ აღელვებთ სააკაშვილის სადისტური რეჟიმისგან ფიზიკურად, მორალურად და მატერიალურად დაზარალებული ასიათასობით ადამიანი, თუ ისევ ასეთ სადისტურ რეჟიმს თვლიან „დემოკრატიის შუქურად“ და ისევ ამ რეჟიმის რეანიმაციას მიიჩნევენ „ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებად“, მაშინ ესეც პირდაპირ უნდა გვითხრან და ქართველი ხალხი თვითონ გაერკვევა ყველაფერში.

პ.ს. ისე, შევახსენებთ ქართველი ხალხის „საუკეთესო ინტერესების“ მცოდნე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეების ასამდე განაჩენში ცნო ევროპული კონვენციის მუხლები დარღვეულად და ასეულ ათასობით ევროთი დააჯარიმა სახელმწიფო, ხოლო სააკაშვილის მიმართ ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ განაცხადა, რომ შიმშილობის პერიოდში მისი უფლებები არ დარღვეულა. ასევე შევახსენებთ მათ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო მსოფლიო ლიდერი იყო 100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით, რომელთა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. აღარაფერს ვამბობთ მედიის წარმომადგენელთა სისტემატურ დევნა-შევიწროებასა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მემკვიდრეობად დატოვებულ, პარლამენტის მიერ აღიარებულ 200-მდე ​პოლიტპატიმარზე. სწორედ ამის გამო არ მიიჩნევს ქართველი ხალხი სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია-რეაბილიტაციას თავის „საუკეთესო ინტერესებად“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

30 ნოემბერი 2021, 13:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე სააკაშვილმა

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომლებსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება სჩადიოდა. ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2021, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდოგომა“. გუშინ ყველამ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა.

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან, დამატებით 1-წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.

30 ნოემბერი 2021, 12:34

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

30 ნოემბერი 2021, 12:31

საზოგადოება

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

30 ნოემბერი 2021, 12:27

სამართალი

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 10 ადამიანი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

არტის პაბრიკსი

30 ნოემბერი 2021, 12:20

მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება.

30 ნოემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან, მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.