imedi /  22 ნოემბერი 2021, 15:00 / სანდო წყარო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს. დღეს კომიტეტის წევრებმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს მოუსმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენი მობრძანება არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პოლიტიკური ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობისა“, - განაცხადა სხდომის გახსნისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, არაღიარების პოლიტიკაში გატარებული ძალიან მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს დახმარებას. განსაკუთრებით, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, ე.წ. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გატარებაში თქვენს მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში სხვადასხვა ქვეყანასთან, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს მსგავსი ღირებულებები და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო ინტერესები აკავშირებს.

„დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ბრიტანეთმა საკვანძო როლი ითამაშა საქართველოს განვითარების პროცესში და თქვენ, კვლავ აგრძელებთ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას, რომელიც მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებას, საერთაშორისო ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, რისკების მართვასა და კიბერ უსაფრთხოებას. მსურს დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები და კავშირები ასეთი ახლო არასოდეს ყოფილა. დასაფასებელია გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მუდმივი რეფორმების განხორციელებაში დახმარებას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დიდი ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მან ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გასწია“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ასევე საგულისხმოა, დიდი ბრიტანეთის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ფინანსური და ადამიანური რესურსების კუთხითაც. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. „აღსანიშნავია, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო ზრდის იმ არეალს და ეფექტურობას, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული და პოლიტიკური დიალოგის წარმოების კუთხით, როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საშინაო რეფორმების მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი ელემენტები არის როგორც პოლიტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ასევე, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები, რაც თავმოყრილია უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელიც უნიკალური სივრცეა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა არსებული პროგრესი განიხილონ და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრონ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მიერ უორდროპის დიალოგის საპარლამენტო განზომილების უფრო მეტად გააქტიურება.

ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ასევე მოიცავს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და უზრუნველყოფს არსებული ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების ბაზას შემდგომი გაფართოებისთვის.

„საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მაქსიმალურად აითვისოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ეს რეჟიმი გვაძლევს. ამ პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოუთმენლად ველით საქართველოში ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის დანიშვნას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს არსებული ეკონომიკური კავშირები და მაქსიმალურად გაიზარდოს ორმხრივი ვაჭრობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, კლიმატის ცვლილების საფრთხეების თავიდან აცილების საქმეში ბრიტანეთის წვლილი აღნიშნა.

„გაერთიანებულმა სამეფომ დაგვანახა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად, საერთაშორისო დონეზე გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალაქ გლაზგოში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარება წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტობის ძალიან დაუღალავი შრომის შედეგს. ჩვენ მოუთმენლად ველით სამიტის შედეგების განხორცილებას და მიგვაჩნია, რომ ჩვენი კოლექტიური წვლილის საშუალებით შევქმნით უფრო მწვანე, ძლიერ და უსაფრთხო გარემოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ბრიტანეთი გააგრძელებენ არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და მის გაფართოებას.

„ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ, საქართველოს პარლამენტი და ამ შემთხვევაში მე, ვსაუბრობ არა მხოლოდ კომიტეტის, არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ, ოპოზიციის სახელითაც. მე თავს ნებას მივცემ, რომ მათი სახელითაც გესაუბროთ იმიტომ, რომ ვიცი მათი მხრიდან ამას წინააღმდეგობა არ ექნება. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ საპარლამენტო განზომილება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 2 674 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2674-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 238 070 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.88%-ია

6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღეში - 8.56%, ხოლო 7 დღეში - 8.13%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:44

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 924 თბილისში, 270 იმერეთში, 130 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

06 დეკემბერი 2021, 10:39

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 778 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი.

06 დეკემბერი 2021, 10:33

პოლიტიკა

GITA-ს ორგანიზებით იმერეთში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაცით, სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, პრე-აქსელერაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერები და რეგიონში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ.

06 დეკემბერი 2021, 10:33

საზოგადოება

თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ჰარი პოტერი ჰოგვორტსში დაბრუნება

06 დეკემბერი 2021, 10:31

კულტურა

„ჰოგვორტსში დაბრუნების“ პირველი ტიზერი გამოქვეყნდა⚡👓

„ჰოგვორტსში დაბრუნება“ ეკრანებზე 2022 წლის 1-ელ იანვარს გამოვა. მასში მონაწილეობს მთავარი როლების შემსრულებლები დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, რუპერტ გრინტი, ტომ ფელტონი და სხვები მიიღებენ. ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი, რომელმაც ჰარი პოტერის შესახებ წიგნები დაწერა, ეპიზოდის მონაწილეთა შორის არ არის.

06 დეკემბერი 2021, 10:29

საზოგადოება

თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ხვალ, 7 დეკემბერს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

06 დეკემბერი 2021, 10:26

რეგიონი

საგარეჯოსა და ახმეტაში ნახშირის უკანონო გამოწვის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:20

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: თუ ესა თუ ის ბიზნესი თავისი პერსონალის 80%-ს აცრის, „მწვანე სერტიფიკატს“ მივანიჭებთ და სხვადასხვა მარკეტინგული გზით დავეხმარებით, მათ შორის - პიარში

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ იმ ბიზნესობიექტებს, რომელთა პერსონალიც 80% ან მეტი აიცრება, „მწვანე სერთიფიკატი“ მიენიჭებათ.

ლატარეა ასტრალია 55 ქალი 80 მილიონი

06 დეკემბერი 2021, 10:06

ტაბლოიდი

​ავსტრალიაში 55-მა ქალმა ლატარეის საერთო ბილეთი იყიდა და ჯეკპოტი მოიგო

55 ქალი ერთ ფიტნეს-კლუბში დადის. მათი ასაკი 17-დან 84 წლამდე მერყეობს. ერთ დღეს მათ ლატარეის ბილეთების ყიდვა გადაწყვიტეს და თითოეულმა ამისთვის 5 დოლარი გადაიხადა. მომგებიანი ბილეთი ახლომდებარე კიოსკში მათთვის ფიტნეს-კლუბის ხელმძღვანელმა შეიძინა.

ბექა ფერაძე

06 დეკემბერი 2021, 10:04

ეკონომიკა

ბექა ფერაძე: მაღალი რისკიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ღამის კლუბების ფუნქციონირება შეზღუდულია

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“, „იმედის დილასთან“ საუბრისას, კლუბ „ხიდის დაჯარიმებისა და დალუქვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ღამის კლუბების ფუნქციონირება, ამ ეტაპზე, ნებადართული არაა და ამასთან, ობიექტმა რეგულაციების დარღვევით დააანონსა ღონისძიების გამართვა.

06 დეკემბერი 2021, 09:51

ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: სამარცხვინო იყო ჟურნალისტის პირად მოსაზრებებსა და ტელეკომპანიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე აგებული სიუჟეტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, სიუჟეტი ხაზგასმით წარმოაჩენდა ტელეკომპანიის მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესს, არასრულად მოპოვებული ინფორმაციის მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, არაპროფესიონალიზმსა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას.

თენგიზ ცერცვაძე

06 დეკემბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სასიცოცხლო მნიშვნელობის ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ტრანსპორტი, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ტრანსპორტში „მწვანე პასპორტების“ მექანიზმის ამოქმედება სწორად არ მიაჩნია.

06 დეკემბერი 2021, 09:21

სამართალი

15 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ

15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს დღეს ბრალს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება სასამართლო პროცესიც. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

თაზო ფაცაცია

06 დეკემბერი 2021, 09:15

რეგიონი

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ ზუგდიდის განვითარების შეფერხება სურს

ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ თაზო ფაცაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილ აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ ზუგდიდის საკეთილდღეოდ საკრებულოში კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებს.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 09:05

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი რადიკალური პროცესების მომხრეა და სურს, მათი რადიკალიზმი კონსტიტუციის დონეზე წავახალისოთ

უმრავლესობის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი და მისი გაგრძელება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზეა დამოკიდებული. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თემაზე კონსულტაციები მაშინ ექნებათ, როცა ეს რადიკალური ნაწილი გონს მოეგება და პოლიტიკურ პროცესებში ნორმალურად ჩაერთვება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:50

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: შეიძლება, ახლა ვიღაცას მეტად ან ნაკლებად აწყობს დაბალი ბარიერი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის ბევრად უკეთესი იქნება

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, შეიძლება, მოცემულ მომენტში ვიღაცას აწყობს დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველასთვის უკეთესი იქნება.

გურამ მაჭარაშვილი

06 დეკემბერი 2021, 08:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელის უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეებში უფრო მეტად პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე

„თუ მოქალაქეს იბარებენ, ვალდებულია, უწყებაში მივიდეს. აჟიოტაჟის შექმნა ემსახურება ერთადერთ რამეს - მას უნდა, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში, უფრო მეტად, პატიმარი სააკაშვილი იყო ეკრანებზე და, როგორც ჩანს, მოუნდა, რომ რაღაცნაირად, საზოგადოებას თავი გაახსენოს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.