IMEDI /  23 ნოემბერი 2021, 20:59 / სანდო წყარო

პრეზიდენტ სააკაშვილის ფარული ხარჯები და შავი ბუღალტერია

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტ სააკაშვილის ფარული ხარჯები და შავი ბუღალტერია - რა უჯდებოდათ გადასახადის გადამხდელებს ექსპრეზიდენტის, მისი უახლოესი გარემოცვისა და ოჯახის წევრების გართობა.

9 მილიონის საქმეზე ყოფილ პირველ პირს ბრალდება ჯერ კიდევ 2014 წელს წარედგინა. ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს და განაჩენი სხვა საქმეებთან ერთად ამ ეპიზოდზეც უნდა გამოუტანოს. დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გრიფით საიდუმლოს სტატუსი აქვს 2010 წლის 14 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟის სწავლების საფასურს ასახავს. 14 ათას ლარს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში რიცხავს. ეს არის ერთი წლის სწავლის საფასური, საერთო ჯამში კი გასაიდუმლოებული ხარჯთაღრიცხვით კარგად ჩანს, რომ ედუარდ სააკაშვილის სწავლება სახელმწიფო ბიუჯეტს 51 100 ლარი დაუჯდა. კვალის დაფარვის მიზნით, თანხები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ იხარჯებოდა, სამაგიეროდ ამას ფარული და აუცილებელი ხარჯის სტატუსით ის უწყება აკეთებდა, რომელიც მაშინ სახალხო კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

შვილების განათლების გარდა, სააკაშვილის ფარული ხარჯების სქემით პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების მოგზაურობაც საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ფინანსდებოდა. მაგალითისთვის, 2010-2012 წლებში ედუარდ სააკაშვილისთვის 108 343 ლარი, ნიკოლოზ სააკაშვილისთვის 61 709 ლარი, ყოფილი პირველი ლედისთვის 209 205 ლარი, გიული ალასანიასთვის 3355 და სააკაშვილის ბებიისთვის, მზია წერეთლისთვის კი 3698 ლარი გამოიყო. გამოდის, რომ ორ წელიწადში ბრალდებული სააკაშვილის ოჯახის წევრების მოგზაურობა სახელმწიფო ბიუჯეტს 400 ათას ლარამდე დაუჯდა.

სახელმწიფო ბიუჯეტი თანხები დაიხარჯა დავით ბაქრაძისთვის, ლევან ვარშალომიძისა და რაფაელ გლუკსმანისთვისაც. სააკაშვილმა 2012 წლის მარტში ტაილანდში მათთან ერთად გართობასა და დასვენებაში 100 ათას ლარამდე დახარჯა. ექსპრეზიდენტის გარემოცვამ ძვირადღირებულ სასტუმრო ამანპურში ორი ღამე გაატარა - ვიზიტის მიზეზი უცნობია.

გასაახალგაზრდავებელ და თავის მოვლის პროცედურებზე სააკაშვილი საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა - 26 მაისის აქციის დარბევიდან 5 დღის შემდეგ, 31 მაისს პრეზიდენტი სააკაშვილი მილანს ესტუმრა, სადაც სახის პროცედურებში 6 ათასი ევრო გადაიხადა. დოქტორ ჯანლუკა პადილიოს მომსახურებით ბრალდებულმა სააკაშვილმა 2012 წელსაც ისარგებლა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს 2750 ევრო დაუჯდა.

გამოძიებამ აუდიტორებისა და ექსპერტების ჩართულობით დაადგინა, რომ ამ სქემით, სააკაშვილმა პრეზიდენტობის მეორე ვადის პერიოდში 8 837 461 ლარი გაფლანგა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 13:12

COVID19

რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება ის „დელტასგან“. Euronews-ის მიმოხილვა

Euronews-ი სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარეს, ანჟელიკა კუტზის კორონავირუსის ახალი, „ომიკრონი“ ვარიანტისა და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ესაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 13:07

რეგიონი

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის მთავრობასთან და შესაბამის სამინისტროებთან დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

30 ნოემბერი 2021, 13:03

პოლიტიკა

ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ იმსჯელეს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მოლოდინებზე, რაც 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან მიმართებაში არსებობს.

მირზა გელაშვილი

30 ნოემბერი 2021, 12:54

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას. მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა

მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

30 ნოემბერი 2021, 12:45

სპორტი

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა...

30 ნოემბერი 2021, 12:44

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა.

30 ნოემბერი 2021, 12:38

მსოფლიო

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ყარაბაღის ომმა 91 000-ზე მეტი ადამიანი აქცია დევნილად

„გასული წლის შემოდგომიდან ამ დრომდე, აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად, 91 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი“, - განაცხადა სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ხაზარიანმა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საბჭოს 112-ე სესიაზე გამოსვლისას.

30 ნოემბერი 2021, 12:36

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 262 მილიონს გადააჭარბა.

30 ნოემბერი 2021, 12:34

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

30 ნოემბერი 2021, 12:31

საზოგადოება

კახა კალაძემ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა

დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. კახა კალაძის თქმით, ვიცე-მერის თანამდებობას კვლავ ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს.

30 ნოემბერი 2021, 12:27

სამართალი

პოლიციამ საქართველოს რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 10 პირი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

არტის პაბრიკსი

30 ნოემბერი 2021, 12:20

მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაკავებლად ლატვიას ქვეყანაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა ესაჭიროება.

30 ნოემბერი 2021, 12:08

მსოფლიო

ეგეოსის ზღვაში, თურქეთთან, მიწისძვრა მოხდა

ეგეოსის ზღვაში, იზმირთან, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ურლას დასახლებიდან 56,18 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბიძგები ზედაპირიდან 3,97 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ველოდებით, რომ წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში

ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა კვლავინდებურად მაღალია და 6.9 პროცენტს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 თვის ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად ორნიშნაა და 10,5 პროცენტია. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საქართველოს ავტომატურად გაიყვანს ევროპული ლიდერების რანგში,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერსა და 10 თვეში. აღნიშნული ინფორმაცია დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

Moderna-ს აღმასრულებელი დირექტორი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო

კომპანია Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჟამად არსებული ვაქცინები ისეთივე ეფექტური იქნება კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ, როგორც „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ იყო.

ეკატერინე ტიკარაძე

30 ნოემბერი 2021, 11:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

30 ნოემბერი 2021, 11:56

ეკონომიკა

Fodors Travel-ი სვანეთის შესახებ წერს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, სამოგზაურო გამოცემა Fodors Travel-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ედიშერ გვენეტაძე

30 ნოემბერი 2021, 11:52

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიშასთანა შარლატანების, უგულავასთანა ვირთხების, ბარამიძისთანა მლიქვნელების, გუბაზისნაირი ყვარყვარეების, ხოშტარიასნაირი „მოშიმშილეების“ და კირკიტაძისნაირი უვიცების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს

„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა"! ეს ნათლად დაამტკიცა გუშინდელმა დღემ, როდესაც სასამართლოს შენობის გარეთ მყოფები უტევდნენ პოლიციელებს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვიჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა პიარებზე გათვლილი და ფიქტიური.

ედგარს რინკევიჩსი

30 ნოემბერი 2021, 11:47

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია - სიმართლე გითხრათ, ევროპული პერსპექტივა ჯერ კიდევ წლების წინ უნდა დაფიქსირებულიყო

„ევროპული პერსპექტივა ძალიან საინტერესო საკითხია და ასოცირებულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. ვიტყოდი, რომ როგორც MAP-ია ნატოში, ისეა ევროპული პერსპექტივის აღიარება. მე თბილისში ვიზიტით ვიმყოფებოდი ივნისის დასაწყისში. ვესაუბრე საქართველოს პრემიერ- მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს და პარლამენტის წევრებს. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ძალიან კარგად ვიცით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ეს ძალიან დასაფასებელია“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი.