IMEDI /  27 ნოემბერი 2021, 18:23 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: მადრიდში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და მცოცავ ანექსიაზე

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

მადრიდში ვიზიტის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს ისეთ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ნაკლებად გვაქვს ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის მობილიზება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთში იმყოფება, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, კახა კუჭავა და დელეგაციის წევრები კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, მალტის, ქუვეითისა და ბაჰრეინის პარლამენტების თავმჯდომარეებთან.

„საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე როგორც წესი, კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც გვაქვს შეზღუდული დიპლომატიური წვდომა, და ასეთი ქვეყნები, ძირითადად, რომლებიც აზიის და აფრიკის რეგიონში მდებარეობენ, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდებიან, მათ შორის, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარდება. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვესაუბროთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, იმ ნაბიჯებზე, რომელიც რუსეთმა გადადგა ჯერ აგრესიის და ახლა უკვე მცოცავი ანექსიის განსახორციელებლად, ვესაუბროთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა და რომ ეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იყოს მუდმივი. სწორედ ამ მიზნით ვხვდებით აფრიკის სახელმწიფოებს“, - განმარტა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, დღეს უკვე გამართულ შეხვედრებზე, ასევე, სექტორული თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.

„სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, არაღიარების პოლიტიკის გარდა, სხვა საკითხებზეც ვისაუბრეთ, იმიტომ, რომ სამხრეთ აფრიკასთან სექტორული თანამშრომლობაც გაგვაჩნია. თუმცა, არ ვიფარგლებით მხოლოდ არაღიარების პოლიტიკით. დღეს გვქონდა შეხვედრა მალტის პარლამენტის სპიკერთან და საუბრის ძირითადი საკითხები იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. ვისაუბრეთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შესახებ. მალტის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რომ ჩვენი სურვილის შემთხვევაში, აღმოგვიჩინონ დახმარება, საკუთარი გამოცდილებით, იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ევროინტეგრაციისთვის არის საჭირო. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. აგრეთვე, გვქონდა შეხვედრა ქუვეითის პარლამენტის სპიკერთან. ქუვეითთან საქართველოს აქვს პირდაპირი, რეგულარული მიმოსვლა და ტურიზმი არის ის სფერო, რომელიც ქუვეითს აინტერესებს, ასევე, ინვესტიციები. შესაბამისად, გარდა არაღიარების პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მხარდაჭერის მოპოვებისა, ქუვეითთან გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე - ინვესტიციების მოზიდვაზე, ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, ასეთივე შეხვედრა გაიმართა ბაჰრეინის პარლამენტის სპიკერთან“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2022, 22:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია - შეცდომას ნუ დაუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს - გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

18 იანვარი 2022, 22:56

ტექნოლოგიები

ისრაელში ორაგულის ფილეს მცენარეულ ბაზაზე წარმოება დაიწყეს

„ამ ფილეს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ნამდვილ თევზს, შეიცავს მაღალი რაოდენობით ცილას, ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, ხელოვნურ ფილეში არ არის ვერცხლისწყალი, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, მიკროპლასტიკი და ტოქსინები, რომელიც ხშირად გვხვდება ოკეანეებსა და თევზის ფერმებზე ბინადარ თევზებში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ჯაკარტა

18 იანვარი 2022, 22:24

მსოფლიო

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს

ნუსანტარას მშენებლობა შესაძლებელია უკვე წელს დაიწყოს. ქალაქი მოქმედი დედაქალაქისგან - ჯაკარტასგან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 22:09

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: დეკემბერ-იანვარში რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

სავსე მთვარე

18 იანვარი 2022, 21:50

ტექნოლოგიები

როგორი იყო წლის პირველი სავსე მთვარე🌕ფოტოგალერეა

17 იანვარს 2022 წლის პირველი სავსე მთვარე იყო. ფოტოგრაფებმა ეს ასტრონომიული მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდეს. ​​​​​​​

18 იანვარი 2022, 21:21

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 21:18

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დავით ფაცაცია

18 იანვარი 2022, 21:12

საზოგადოება

დავით ფაცაცია: სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული

„მანიპულაცია იმით, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ [ქირის გადახდა] არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა“, - აცხადებს ფაცაცია.

დავით სერგეენკო

18 იანვარი 2022, 21:06

საზოგადოება

დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

ილია ღუდუშაური

18 იანვარი 2022, 20:59

საზოგადოება

ილია ღუდუშაური: დევნილთა განსახლების მიმართულებით სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, დევნილთა განსახლების მიმართულებით დევნილთა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს.

ტარას ბერეზოვეცი

18 იანვარი 2022, 20:51

პოლიტიკა

ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი, ამიტომ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად

„სააკაშვილმა რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ეს კრიმინალური სამართალდარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერი მოსაზრება, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს სააკაშვილი, მას კანონზე მაღლა არ აყენებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის ერთია. სწორედ რომ მის შემთხვევაში, მან კანონის ნორმები უნდა დაიცვას, რომ მაგალითი აჩვენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპით - მეგობრებს ყველაფერი, მტრებს კი კანონი. მან რამდენჯერმე მისცა თავს უფლება დაერღვია კანონი, ეს მისი ჩვეული მანერაა. ასე იქცეოდა უკრაინაში და ასე გააგრძელა საქართველოში. თუ მან საქართველოს კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს ბერეზოვეცი.

იენს სტოლტენბერგი ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კარლ ვოლოხი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

უკრაინელი ანალიტიკოსი კარლ ვოლოხი: პოროშენკო მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა - ცისტერნაში არ დამალულა და საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს

უკრაინელი ანალიტიკოსის, კარლ ვოლოხის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩვეულებრივად დაბრუნდა ქვეყანაში, მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ დამალულა ცისტერნაში და უკანონოდ საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მაია ნიკოლეიშვილი

18 იანვარი 2022, 20:38

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან

რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

18 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საშინელი დევნა განიცადეს

„ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, სრულიად ერის, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განიცადა საშინელი დევნა, უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობამდე მიდიოდა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

გია გაბრიჭიძე

18 იანვარი 2022, 20:32

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე მშვენიერაძეზე: ეს ალბათ აგრესიული ლიბერალიზმის ნაჯვარია ქართულ ნაცებთან, რომელიც საერთოდ სცდება ყოველგვარ მორალს და ბელადის გათავისუფლებისთვის სინდისის უარყოფის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს

წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა - დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

თამაზ მოლაშვილი

18 იანვარი 2022, 20:29

პოლიტიკა

თამაზ მოლაშვილი: სულხან მოლაშვილს რომ გაებედა და ხელი აეკრა პოლიციელისთვის, აღარ ვიცი, რას უზამდნენ

სულხან მოლაშვილი აწამეს - ჯურღმულში იყო. რომ გაებედა და ხელი აეკრა პოლიციელისთვის, აღარ ვიცი, რას უზამდნენ, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.

18 იანვარი 2022, 20:22

საზოგადოება

როგორია წამლების ფასი თურქეთის ქალაქ ქემალფაშასა და საქართველოში - „ქრონიკის“ ექსპერიმენტი

ძალიან მალე მოქალაქეები მნიშვნელოვნად გაიაფებული მედიკამენტების შეძენას შეძლებენ. მთავრობის მეთაურის ინიციატივით, უკვე მეორე დღეა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი იმპორტიორებისთვის სრულად გახსნილია.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 20:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: იმას, რომ მედიკამენტი თურქეთიდან საქართველოს ბაზარზე მოხვდეს და ეს პროცესი მეტად გაიშალოს, გარკვეული დრო დასჭირდება

„ვფიქრობ, რომ მედიკამენტის ხარისხიდან და ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზარზე მეტად კონკურენტული პირობები შეიქმნება ამ ტიპის არხის გააქტიურებით. ეს საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ არჩევანის გაფართოვდეს და ფასზეც ჰქონდეს მეტად დადებითი ზემოქმედება. რეგულაცია, რომელიც ძალაში შევიდა - თურქეთის მარეგულირებლის აღიარებითი რეგისტრაცია საქართველოს მიერ, ბუნებრივია, შეეხება ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც შესაძლებელია თურქეთიდან ქვეყანაში შემოვიდეს“, - ამბობს გაბუნია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2022, 20:13

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია, რადგან უკრაინა ძლიერი ქვეყანაა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია და მან ეს კრიზისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა განიხილოს.