imedi /  29 ნოემბერი 2021, 19:50 / სანდო წყარო

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ელჩს მიესალმა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.

„მისიის მთავარი ამოცანა გახლავთ საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა.

სამწუხაროდ, მისიის მანდატის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ დღემდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოკლებულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შესვლის და მონიტორინგის შესაძლებლობას.

მანდატის განხორციელებაში ხელის შეშლის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეს არის ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, რომლის როლიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, რუსეთიდან მომდინარე მუდმივი პროვოკაციების, ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების გამოწვევების და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ადამიანის უფლებების რეგულარული დარღვევის პირობებში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მისიის მხარდაჭერისთვის, მისიის თითოეულ თანამშრომელს და მის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელს ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე ადგილიდან აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მისიის მანდატი ოკუპირებულ რეგიონებშიც გავრცელდეს, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა მოხდეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ წვლილი შეიტანოს ქვეყნის სტაბილურობაში სამი ძირითადი საშუალებით: ჩვენი პერსონალური დასწრებით გამყოფი ხაზების გასწვრივ, ნდობის შექმნის სამუშაოებით და მიუკერძოებელი ანგარიშგებით“, - განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა.

მისიის ხელმძღვანელმა ოპერაციების და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2003 წლიდან მსოფლიოს 3 კონტინეტზე ევროკავშირის ეგიდით 36 მისია და ოპერაცია განხორციელდა. მისივე განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა ქვეყანაში, უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად, 11 სამოქალაქო და 6 სამხედრო მისია მუშაობს, რისთვისაც 1 მილიარდამდე ევროა გამოყოფილი.

რაც შეეხება საქართველოს მისიას, მარეკ შჩიგელის მოხსენების თანახმად, მისიამ მონიტორინგი 13 წლის წინ დაიწყო და 200 მონიტორი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მუდმივ პატრულირებას ახორციელებს. საქართველოს მისიის მანდატი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველ ორ წელიწადში ახლდება, თუმცა მისიის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი ამოცანები და მიზნები უცვლელი რჩება.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2022, 23:55

საზოგადოება

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა.

18 იანვარი 2022, 23:54

COVID19

ჯანმო: ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2022, 23:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებით, საქართველო რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნება, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, რაც ახალ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 23:14

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას

ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2022, 22:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია - შეცდომას ნუ დაუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს - გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

18 იანვარი 2022, 22:56

ტექნოლოგიები

ისრაელში ორაგულის ფილეს მცენარეულ ბაზაზე წარმოება დაიწყეს

„ამ ფილეს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ნამდვილ თევზს, შეიცავს მაღალი რაოდენობით ცილას, ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, ხელოვნურ ფილეში არ არის ვერცხლისწყალი, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, მიკროპლასტიკი და ტოქსინები, რომელიც ხშირად გვხვდება ოკეანეებსა და თევზის ფერმებზე ბინადარ თევზებში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ჯაკარტა

18 იანვარი 2022, 22:24

მსოფლიო

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს

ნუსანტარას მშენებლობა შესაძლებელია უკვე წელს დაიწყოს. ქალაქი მოქმედი დედაქალაქისგან - ჯაკარტასგან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 22:09

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: დეკემბერ-იანვარში რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

სავსე მთვარე

18 იანვარი 2022, 21:50

ტექნოლოგიები

როგორი იყო წლის პირველი სავსე მთვარე🌕ფოტოგალერეა

17 იანვარს 2022 წლის პირველი სავსე მთვარე იყო. ფოტოგრაფებმა ეს ასტრონომიული მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდეს. ​​​​​​​

18 იანვარი 2022, 21:21

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 21:18

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დავით ფაცაცია

18 იანვარი 2022, 21:12

საზოგადოება

დავით ფაცაცია: სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული

„მანიპულაცია იმით, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ [ქირის გადახდა] არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა“, - აცხადებს ფაცაცია.

დავით სერგეენკო

18 იანვარი 2022, 21:06

საზოგადოება

დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

ილია ღუდუშაური

18 იანვარი 2022, 20:59

საზოგადოება

ილია ღუდუშაური: დევნილთა განსახლების მიმართულებით სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, დევნილთა განსახლების მიმართულებით დევნილთა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს.

ტარას ბერეზოვეცი

18 იანვარი 2022, 20:51

პოლიტიკა

ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი, ამიტომ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად

„სააკაშვილმა რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ეს კრიმინალური სამართალდარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერი მოსაზრება, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს სააკაშვილი, მას კანონზე მაღლა არ აყენებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის ერთია. სწორედ რომ მის შემთხვევაში, მან კანონის ნორმები უნდა დაიცვას, რომ მაგალითი აჩვენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპით - მეგობრებს ყველაფერი, მტრებს კი კანონი. მან რამდენჯერმე მისცა თავს უფლება დაერღვია კანონი, ეს მისი ჩვეული მანერაა. ასე იქცეოდა უკრაინაში და ასე გააგრძელა საქართველოში. თუ მან საქართველოს კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს ბერეზოვეცი.

იენს სტოლტენბერგი ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კარლ ვოლოხი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

უკრაინელი ანალიტიკოსი კარლ ვოლოხი: პოროშენკო მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა - ცისტერნაში არ დამალულა და საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს

უკრაინელი ანალიტიკოსის, კარლ ვოლოხის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩვეულებრივად დაბრუნდა ქვეყანაში, მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ დამალულა ცისტერნაში და უკანონოდ საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მაია ნიკოლეიშვილი

18 იანვარი 2022, 20:38

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან

რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

18 იანვარი 2022, 20:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საშინელი დევნა განიცადეს

„ბატონი მშვენიერაძის განცხადება მე უფრო შეურაცხყოფა მგონია ყველა იმ ადამიანის, სრულიად ერის, რომელმაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განიცადა საშინელი დევნა, უფლებების უხეში დარღვევა, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობამდე მიდიოდა“, - აცხადებს მათიკაშვილი.

გია გაბრიჭიძე

18 იანვარი 2022, 20:32

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე მშვენიერაძეზე: ეს ალბათ აგრესიული ლიბერალიზმის ნაჯვარია ქართულ ნაცებთან, რომელიც საერთოდ სცდება ყოველგვარ მორალს და ბელადის გათავისუფლებისთვის სინდისის უარყოფის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს

წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა - დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა.