imedi /  30 ნოემბერი 2021, 11:04 / სანდო წყარო

კომუნიკაციების კომისია: პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა

კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში მეორე ტურს, 2021 წლის 03 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა.

რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

„წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ლიბერალური კანონმდებლობის შედეგად, მედია პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა, მკვეთრად პოლარიზებული. “ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახეზეა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ეთერში ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, გადაცემის წამყვანები ღიად უჭერდნენ მხარს საარჩევნო სუბიექტებს და მაყურებელს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა და იყენებდნენ სიძულვილის ენას.

აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია“ მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდნენ, მათი სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა. მიუკერძოებლად აშუქებდა მოვლენებს „რუსთავი 2“-ც, არჩევნებთან დაკავშირებული სიუჟეტები ამომრჩევლის ინფორმირებას უწყობდა ხელს, თუმცა შედარებით მეტი დრო ეთმობოდა „ქართული ოცნების“ აქტივობებს, ვიდრე სხვა საარჩევნო სუბიექტებს.

უფრო დეტალურად, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს ძირითადად დაბალანსებულად და ნეიტრალურად აშუქებდა. დრო ეთმობოდა პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს, ასევე ყველა მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას. ადგილი არ ჰქონია სიძულვილის ენის გამოყენებას, დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ ეთერში, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად, მშვიდ ტონში. წამყვანები და ჟურნალისტები იცავდნენ ობიექტურ მიდგომას ყველა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. ადგილი არ ჰქონდა პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებას. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები მიმდინარეობდა დაბალანსებულად, მშვიდ ტონალობაში, ირონიისა და ემოციური ფონის გარეშე.

„ტელეიმედის“ მონიტორინგისას გამოიკვეთა აშკარად მიკერძოებული და პოზიტიური დამოკიდებულება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების მიმართ, ხოლო აშკარა ნეგატიური დამოკიდებულება - პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. დიდი რაოდენობით საეთერო დრო დაეთმო “ქართულ ოცნებას” და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, ოპოზიციური ძალები კი ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში შუქდებოდნენ. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში ძირითადად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. იყო შემთხვევა, როდესაც გადაცემის სტუმარი იყო არხის მფლობელი, რომელმაც ღიად დააფიქსირა საკუთრი ნეგატიური დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ. წამყვანები არ ერიდებოდნენ ირონიული დამოკიდებულების გამოხატვას ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტის მიმართ. აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც გადაცემაში მიწვეულმა სტუმარმა სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა გამოიყენა, რასაც წამყვანის მხრიდან ზოგ შემთხვევაში მოჰყვა მოთხოვნა თავი შეეკავებინათ მსგავსი ლექსიკის გამოყენებისგან, ზოგში კი - არა.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ აუდიტორიას გადამოწმებულ, ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა. ადგილი არ ჰქონია დეზინფორმაციისა და მანიპულაციის შემთხვევებს. მიუხედევად იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვების ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარის პოზიცია მოესმინა, არხის მთავარ გამოწვევად კვლავ მხარეთა შორის ბალანსის დაცვა დარჩა. რაოდენობრივი ბალანსი დარღვეული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, პირველი და შემაჯამებელი სიტყვის უფლებითაც უმეტესწილად სწორედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სარგებლობდნენ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები მიუკერძოებლები იყვნენ, მათი მხრიდან ისმოდა კრიტიკული შეკითხვები, როგორც მთავრობის, ისე მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც სტუმარმა შეურაცხმყოფელი რეპლიკა გამოიყენა, რომელსაც ჟურნალისტის შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ტვ პირველის“ მიკერძოებული დამოკიდებულება კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიმართ კიდევ უფრო მკაფიო გახდა მეორე ტურში. მაუწყებელი მაყურებელს „საიდუმლო/კონფიდენციალურ წყაროზე“ დაყრდნობით მომზადებულ „ექსკლუზიურ“ მასალებს სთავაზობდა, რომლებიც ხშირად მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო. მომზადებული „ექსკლუზიური“ რეპორტაჟების თემა რეალურად მხოლოდ ჟურნალისტების ეჭვებსა და ვარაუდებს ეფუძნებოდა. მეორე ტურის პერიოდში, დღის საუკეთესო მონაკვეთში გასულ საინფორმაციო გამოშვებებში ხელისუფლების აქტივობა და მაღალი დონის ვიზიტები მხოლოდ უარყოფით კონტექსტში შუქდებოდა, ვიზიტების ნაწილი კი საერთოდ არ გაშუქებულა. „ტვ პირველზე“ მნიშვნელოვან პრობლემად მოვლენების ცალმხრივი და დაუბალანსებელი გაშუქება, ასევე ჟურნალისტების მხრიდან სუბიექტური მოსაზრებების და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერის ღიად დაფიქსირება რჩება. საანგარიშო პერიოდმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ გადაცემები იყო მიკერძოებული და დაუბალანსებელი.

“მთავარი არხი“ მკვეთრად მიკერძოებული იყო ოპოზიციური „კოალიციის“ წარმომადგენლების მიმართ. გამორჩეულად დიდი დრო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მერობის კანდიდატს ეთმობოდა. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებებს მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. არხის საეთერო დრო ძირითადად მთავრობის და „ქართული ოცნების“ კრიტიკას ეთმობოდა. ანალოგიური ვითარება იყო პოლიტიკურ თოქ-შოუებში და საავტორო გადაცემებში, სადაც წამყვანები თითქმის ყველაფერში ეთანხმებოდნენ რესპოდენტებს, რომლებიც ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არა წამყვანი და რესპოდენტი, არამედ თანამოაზრეები საუბრობდნენ. წამყვანები სიმპათიებს ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღიად აფიქსირებდნენ. ხშირი იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა, ასევე გვხვდებოდა წამყვანის მიერ სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებიც. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი, დაუბალანსებელი სიუჟეტები და ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები.

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩვენო მედიამონიტორინგს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა“, -აღნიშბულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშში.

2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ტურის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

ყველა სიახლე

კრისტინა აგილერა

22 იანვარი 2022, 00:58

კულტურა

კრისტინა აგილერამ პირველი ესპანურენოვანი ალბომი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ ესპანურენოვანი მინიალბომი La Fuerza გამოუშვა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ალბომი 6 სიმღერისგან შედგება.

ჯენ ფსაკი

22 იანვარი 2022, 00:50

მსოფლიო

აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს

რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას Mi-17-ის ვერტმფრენებს გადასცემს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

22 იანვარი 2022, 00:46

კულტურა

Netflix-ის კონტენტის დირექტორმა დაადასტურა, რომ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება

კომპანია Netflix-მა დაადასტურა, რომ სამხრეთკორეულ სერიალ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:29

მსოფლიო

პაკისტანში ქალს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

პაკისტანის ქალაქ რავალპინდის სასამართლომ 26 წლის ქალს, ანიკა ატიკს WhatsApp-მიმოწერაში მკრეხელობისთვის 20-წლიანი პატიმრობა და ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

22 იანვარი 2022, 00:01

ტექნოლოგიები

ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს

კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ალუდა ღუდუშაური

21 იანვარი 2022, 23:39

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: გახარიას რომელი აქტივობა ნახეთ ბოლოს, გარდა იმისა როცა ტელეფონით უთხრა მისი პარტიის წარმომადგენლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ქორწინების აქტისთვის უნდა მოეწერათ ხელი

„ხელის გულზეა, როგორ პოლიტიკურ ქორწინებაშია „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია - მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გახარია და გახარიასაც სააკაშვილი თავისი „ნაციონალური მოძრაობით“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 იანვარი 2022, 23:30

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს

სრული შეცდომაა, რომ „ომიკრონი“ სიკვდილიანობას არ იწვევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ უპრეცედენტო გავრცელება წითელას მაჩვენებელს უახლოვდება.

21 იანვარი 2022, 23:24

COVID19

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა გამოავლინეს

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 23:04

რეგიონი

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები. მეხანძრე - მაშველების მიერ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარიამ ქვრივიშვილი

21 იანვარი 2022, 22:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვან ბლოგერებს და ინფლუენსერებს შეხვდა

საერთაშორისო სამთო მოგზაურები, Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სამთო ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სტუმრობენ. ეს პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller - თან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID - ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

გიორგი ვაშაძე

21 იანვარი 2022, 22:05

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ

კოორდინირებულ ოპოზიციას შთანთქავს „ნაცმოძრაობა“ და ხელისუფლება ასე არ იცვლება. შეთანხმების კუთხით, „ნაციონალური მოძრობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე „გადაგდებული“ ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ „გადამაგდონ“? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მატეუშ მორავეცკი

21 იანვარი 2022, 21:42

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ მკაცრი და ერთიანი პოზიცია დაიკავონ.

ანატოლი ბიბილოვი

21 იანვარი 2022, 21:12

პოლიტიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, ერთსა და იმავე ადამიანს „პრეზიდენტის“ თანამდებობის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში შეუძლია.

ავთანდილ ვარსიმაშვილი

21 იანვარი 2022, 21:00

კულტურა

ავთანდილ ვარსიმაშვილი: არასოდეს, თეატრის სფეროში არ ყოფილა ამდენი დახმარება, შანსი, როგორც არის ახლა

​„ის, რასაც ახლა მინისტრი, თეა წულუკიანი აკეთებს, ვფიქრობ, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რეჟისორმა.

21 იანვარი 2022, 20:42

მსოფლიო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

ბაჩო ახალაია

21 იანვარი 2022, 20:29

სამართალი

ბაჩო ახალაია საპატიმროს 1-ელ მარტს დატოვებს

ბაჩო ახალაიას ანგარიშზე არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია, მათ შორის პატიმრების წამება, ასევე ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის რეზონანსულ საქმეში. უკვე დაანონსა, რომ ციხის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

ლუი ანდერსონი

21 იანვარი 2022, 20:24

კულტურა

ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

გია აბაშიძე

21 იანვარი 2022, 20:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე აქტიური პოლიტიკოსი გახდა

სამწუხაროა თავად გახარიასთვის, რომ ის „ლელოს“ გზას გაუყვა, რომელიც ამბობდა, რომ იყო ალტერნატიული ძალა, მაგრამ, ბოლოს აღმოჩნდა „ნაცების“ ფლანგზე, იგივე გააკეთა გახარიამ, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია აბაშიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დავით ქართველიშვილი

21 იანვარი 2022, 20:13

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. ასე აფასებს ქართველიშვილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობას.

სტელა კირიაკიდესი

21 იანვარი 2022, 19:57

COVID19

ევროკომისარი: თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის

თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.