imedi /  30 ნოემბერი 2021, 13:59 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

რისი გაკეთებაც შეიძლებოდა სამართლის სისტემაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მივაღწიეთ დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილებას, ლეგალიზაციის გადაწყვეტილებას, ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები ამ ყველაფრის ავტორები, შემოტანილი გვაქვს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ. და დღესაც გვესმის ის არგუმენტები, რაც გვესმოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ არგუმენტებს ჩვენ ერთხელ უკვე ვუპასუხეთ და საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიჯერა და გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტმაც დაგვიჯეროს, - ამის შესახებ საპარლამენტო-პოლიტიკური ჯგუფ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ დეპუტატებს თხოვნით მიმართა კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს იმ 84 ადამიანის გამოშვებას ციხიდან, ვინც მარიხუანის მოხმარების, შეძენის და შენახვის გამო იხდის სასჯელს.

„დღეს გადის ოთხი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა. მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა-წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს“.

გავიდა 4 წელი და 84 ადამიანი კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარების, შეძენის ან შენახვის გამო იხდის სასჯელს პენიტენციალურ დაწესებულებაში.

ძალიან მალე პარლამენტში დაიწყება განხილვა თემისა, რომელიც ითვალისწინებს 84 ადამიანის გამოშვებას ციხიდან და იმას, რომ მომავალში არ დავიჭიროთ ადამიანები ლეგალური ნივთიერების მოხმარებისთვის.

მე მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მინდა, ყველამ დავინახოთ საკუთარი თავი მომავლიდან. სამი წელი აქვს ამ პარლამენტს იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოს, რაღაც შეცვალოს ამ ქვეყანაში. ერთი წელი გავიდა ისე, რომ ზოგადად არაფერი გაგვიკეთებია. პოლიტიკურ კონფლიქტს და კინკლაობას მიაქვს ეს დრო და მე მინდა ვითხოვო თქვენი მხარდაჭერა ამ ძალიან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომლისთვის ბრძოლა ჩვენ 5 წლის წინ დავიწყეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც სამართლის სისტემაში იყო შესაძლებელი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის სარკაზმი და ხალხის დაცინვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სულხან მოლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის რაღაც სარკაზმი და ხალხის დაცინვა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

19 იანვარი 2022, 17:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გათვალეს, თუ რა აღქმები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მიმართ და კონკრეტულად სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით

როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ თუ ასეთ პარალელებს გაავლებდნენ, უფრო მეტი რეზონანსი ექნებოდა სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმეების შედარების საკითხს.

გელა ნიკოლაიშვილი

19 იანვარი 2022, 17:20

საზოგადოება

გელა ნიკოლაიშვილი: სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია

ექსპერტ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 იანვარი 2022, 16:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ, იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?!

„ეს ივან ნეჩეპურენკო, სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და როგორც კრემლის რუპორი გამორჩეულად ანტიდასავლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკიდებულებას! ყოჩაღ თქვენ თუ ეს ტიპიური ვიგინდარა თქვენი მოკავშირეა! „ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

პეტრო პოროშენკო

19 იანვარი 2022, 16:45

მსოფლიო

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე პროცესზე ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი რიაბკოვი

19 იანვარი 2022, 16:41

მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი: ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

19 იანვარი 2022, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით“.

19 იანვარი 2022, 16:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია გაბრიჭიძე

19 იანვარი 2022, 16:03

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება

„ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

აჰმედ ნასერ ალ-რაისი

19 იანვარი 2022, 16:00

მსოფლიო

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

19 იანვარი 2022, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4000 კვ.მ მიწა გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

სატურნინო დე ლა ფუენტე გარსია

19 იანვარი 2022, 15:54

მსოფლიო

ესპანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა

სატურნინო 1909 წლის 11 თებერვალს დაბარა. რეკორდსმენად ის გასული წლის სექტემბერში აღიარეს. ესპანელს და მის ცოლს ანტონინა 7 ქალიშვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავთ.

თამთა მეგრელიშვილი

19 იანვარი 2022, 15:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური მედია დააფრიალებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაკვეთილ კრიტიკულ სტატიას და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ სტატიის ავტორი დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას

დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2022, 15:25

პოლიტიკა

გია აბაშიძე: New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება...“ - წერს აბაშიძე Facebok-ზე.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 15:17

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაუსჯელობა პანდორას დიდ ყუთს გახსნის

თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 იანვარი 2022, 15:06

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

19 იანვარი 2022, 15:06

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელმა დმიტრო კულებასთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზურაბ ქადაგიძე

19 იანვარი 2022, 14:54

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის ავტორი ოკუპანტია, მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ

„ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. „ნაცებო“ და „ნაც ტელევიზიებო“, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

მაია ბუწაშვილი

19 იანვარი 2022, 14:40

COVID19

მაია ბუწაშვილი: პროგნოზი თებერვლის შემდეგ უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა

ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო აღმავლობას ალბათ თებერვლის დასაწყისამდე. თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა, რისი გარკვეული შანსებიც სამწუხაროდ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს.

19 იანვარი 2022, 14:39

მსოფლიო

აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.