imedi /  30 ნოემბერი 2021, 14:07 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტში განსაკუთრებული ინტერესია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ კოლეგა ევროპარლამენტარებთან რეგულარული დიალოგი და თანამშრომლობა გვქონდეს

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირლანდიაში, ლიეტუვასა და სტრასბურგში განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა შეაფასა.

„საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტის მიზანი იყო საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის მოწვევით გახლდით. ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფსა და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეს. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების

შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის.

საქართველოს გეგმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.

ამ თვალსაზრისით ირლანდია ნამდვილად გახლავთ საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ევროპული ფასეულობების მოზიარე ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში.

ირლანდიელი კოლეგების მხრიდან მოვისმინეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადებითი შეფასებები და მზაობა, რომ ევროინტეგრაციის რთულ პროცესში იყვნენ საქართველოს მხარდამჭერები და დაგვეხმარონ შემდგომი რეფორმების განხორციელებაში, რაც საჭიროა ქვეყნის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონიმიკური ინტეგრაციისთვის.

სტრასბურგში გამართული ვიზიტი რამდენიმე მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი! ირაკლი კობახიძესთან ერთად გავმართეთ შეხვედრები როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან ასევე ევროპარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან. მოგეხსნებათ

ევროპარლამენტში არის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კოლეგა ევროპარლამენტარებთან გვქონდეს რეგულარული დიალოგი და თანამშრომლობა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დიდწილად ვისაუბრეთ საქართველოს სამომავლო დღის წესრიგზე და პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის წინსვლას.

სტრასბურგში, ასევე გავმართეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციები. აღსანიშნავია, რომ ეს დღეისთვის გახლავთ ერთადერთი ინსტიტუციური ფორმატი, სადაც სამი ასოცირებული ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებთან ერთად მსჯელობს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა, სადაც როგორც ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლიეტუველი კოლეგის მიერ იყო მიწვეული.

„ლიეტუვა საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი ქვეყანაა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით. შესაბამისად ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთერთპატივისცემასა და ჩვენ საერთო ინტერესებზე.

შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებს.

მოველით, რომ ამ მიმართულებით გვექნება ჩვენს კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ვიზიტს საქართველოში, რაც კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენს მეგობრებთან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე სტრატეგიული კავშირების გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით“.

19 იანვარი 2022, 16:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია გაბრიჭიძე

19 იანვარი 2022, 16:03

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება

„ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

აჰმედ ნასერ ალ-რაისი

19 იანვარი 2022, 16:00

მსოფლიო

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

19 იანვარი 2022, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4000 კვ.მ მიწა გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

სატურნინო დე ლა ფუენტე გარსია

19 იანვარი 2022, 15:54

მსოფლიო

ესპანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა

სატურნინო 1909 წლის 11 თებერვალს დაბარა. რეკორდსმენად ის გასული წლის სექტემბერში აღიარეს. ესპანელს და მის ცოლს ანტონინა 7 ქალიშვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავთ.

თამთა მეგრელიშვილი

19 იანვარი 2022, 15:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური მედია დააფრიალებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაკვეთილ კრიტიკულ სტატიას და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ სტატიის ავტორი დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას

დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2022, 15:25

პოლიტიკა

გია აბაშიძე: New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება...“ - წერს აბაშიძე Facebok-ზე.

ენტონი ბლინკენი

19 იანვარი 2022, 15:17

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების დაუსჯელობა პანდორას დიდ ყუთს გახსნის

თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია რეაქციის გარეშე დარჩება, ეს მთელ მსოფლიოში დემოკრატიის შერყევას გამოიწვევს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 იანვარი 2022, 15:06

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

19 იანვარი 2022, 15:06

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელმა დმიტრო კულებასთან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ზურაბ ქადაგიძე

19 იანვარი 2022, 14:54

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის ავტორი ოკუპანტია, მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ

„ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. „ნაცებო“ და „ნაც ტელევიზიებო“, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

მაია ბუწაშვილი

19 იანვარი 2022, 14:40

COVID19

მაია ბუწაშვილი: პროგნოზი თებერვლის შემდეგ უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა

ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო აღმავლობას ალბათ თებერვლის დასაწყისამდე. თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა, რისი გარკვეული შანსებიც სამწუხაროდ არსებობს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს.

19 იანვარი 2022, 14:39

მსოფლიო

აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის დროს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 იანვარი 2022, 14:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი

„ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა. მე მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტოფორუს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

19 იანვარი 2022, 14:34

ტექნოლოგიები

აშშ-ში მობილური ქსელები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე აეროპორტებში 5G-ის სერვისს არ აამოქმედებენ

აშშ-ში მობილური ქსელები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე აეროპორტებში 5G-ის სერვისს არ აამოქმედებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

19 იანვარი 2022, 14:32

COVID19

ივანე ჩხაიძე: არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რახან „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, არც ნიღაბი გვინდა, არც დისტანცირება, არც ხელების ჰიგიენა

„მოსალოდნელია, რომ შემდეგი დღეების განმავლობაშიც [ახალი შემთხვევების] მატება შენარჩუნდება. ვერ დავუპირისპირეთ „ომიკრონს“ ვაქცინირებული მოსახლეობის მაღალი რაოდენობა, ვერ დავუპირისპირეთ „ომიკრონს“ თუნდაც ნიღბის ტარების მაჩვენებლის ზრდა. ეს ფაქტია, ამიტომ უნდა დავაფიქსიროთ, რომ იქნება მატება მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში. არ უნდა განვიხილოთ „ომიკრონი“ როგორ ყველა შემთხვევაში. მსუბუქად მიმდინარე ვარიანტი. ასე იქნება პაციენტების დიდი რაოდენობისთვის, მაგრამ ყველასთვის არა. ეს არის აქსიომა და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რახან კორონავირუს ეს ვარიანტი მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, არც ნიღაბი გვინდა, არც დისტანცირება, არც ხელების ჰიგიენა და თვითდინებაზე მივუშვათ ეს პროცესი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

19 იანვარი 2022, 14:19

სამართალი

სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მესამე დასკვნა გამოაქვეყნა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმმა მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ პატიმრის მიმართ მკურნალობის მიდგომა არსებითად არ იცვლება. მისივე განმარტებით, სააკაშვილი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია რეკომენდაციები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაზე.

ნიკა ობოლაძე

19 იანვარი 2022, 14:14

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: უნდა გვქონდეს ხალხის და ჩვენი თავის იმედი, ხალხი შავს და თეთრს სწორად გაარჩევს

პროტესტი როდის იქნება, ამას პროცესში შევხედავთ. საბოლოო ჯამში ეს გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი

19 იანვარი 2022, 14:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი საკრებულოების „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს

„ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება. თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყველგან, ადგილზე უსამართლობის დაბლოკვა და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ყოველდღიური მომზადება სჭირდება. როგორც პარტიის ცენტრალურ რგოლში მოხდა ცვლილებები, ასევე ადგილზე გადაჯგუფება, ახალი ხალხის მოზიდვა და ნიჰილიზმის დამარცხება“, - წერს სააკაშვილი.