imedi /  30 ნოემბერი 2021, 17:24 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“ და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის გარეშე.

„7 ნოემბერი გვახსოვს და ისიც კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ დღეს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“, ძალოვნებმა ჩაატარეს რეიდი და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები, შემდეგ კი გადავიდნენ ანტენების დაპატიმრებაზე. ნოემბრის ამ დღეებში ასევე მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. წარმოუდგენელია, რომ ეს მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და გადაბრალება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმე სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილეს. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა. მან განაცხადა, რომ პროკურატურასა და ქართულ მართლმსაჯულებას არ აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ რამდენჯერმე სცადა, საქმის არსებით განხილვაზე გადასულიყვნენ, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო დარბაზში, პოლიტიკურ განცხადებებს დაახლოებით საათისა და 20 წუთის განმავლობაში აკეთებდა.პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას მართავდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2022, 14:48

COVID19

ხვალიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ხვალიდან, 17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, სტუდენტების აცრის მაჩვენებელი - არასახარბიელო

„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი.

16 იანვარი 2022, 14:22

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

„დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 ათას გადასცდა, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

16 იანვარი 2022, 14:07

COVID19

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სრულად აცრილია მოსახლეობის 40%.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

16 იანვარი 2022, 13:59

სპორტი

აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

მოჰამედ იბრაჰი

16 იანვარი 2022, 13:44

მსოფლიო

სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

16 იანვარი 2022, 11:54

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დევიდ ბენეტი, ედვარდ შუმეიკერი და მისი და

16 იანვარი 2022, 11:54

მსოფლიო

მედია: კაცმა, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, წლების წინ ადამიანი დაჭრა და პარალიზებული დატოვა

ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს.