www.imedi.ge /  01 დეკემბერი 2021, 13:10 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელიტური კორუფციის სქემა შექმნა - ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ბოტოქსებში, ეპილაციაში და გასახდომ პროცედურებში

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმე ადასტურებს ელიტური კორუფციის არსებობას, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა, რომლითაც იღებდა პირად სარგებელს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ბოტოქსებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის ხარჯი გაწერილი აქვს გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში - ზალდასტანიშვილის აკადემიაში და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოსდა, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი. ამაში იმხელა უტიფრობაა ჩადებული, რომ შეუძლებელია, კომენტარიც გააკეთო. თუ სასამართლოს მიერ ელიტური კორუფციის საქმე დამტკიცდება, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ როგორ მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“: გიგი უგულავას შემთხვევაში 48 მილიონის საქმე ვნახეთ, დავით კეზერაშვილის შემთხვევაში - 5 მილიონი ევროს კორუფციის საქმე. ფაქტობრივად, მან ხუთი მილიონი ევრო ჯიბეში ჩაიდო, როცა თითქოსდა წვრთნები ჩაატარა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე იყო გაწერილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დევიდ ბენეტი, ედვარდ შუმეიკერი და მისი და

16 იანვარი 2022, 11:54

მსოფლიო

მედია: კაცმა, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, წლების წინ ადამიანი დაჭრა და პარალიზებული დატოვა

ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს.

16 იანვარი 2022, 11:54

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 11:30

რეგიონი

საქართველოს მასშტაბით, გზებს ინტენსიურად წმენდენ. სად მოქმედებს შეზღუდვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.

16 იანვარი 2022, 11:28

რეგიონი

შტორმმა ბათუმის ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურა დააზიანა

უამინდობაა ბათუმში. ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანდა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

16 იანვარი 2022, 11:22

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

„ამჟამად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ნალექი, ძირითადად, თოვლის სახითაა. ცივი ჰაერის მასების გავრცელება განსაკუთრებით მოსალოდნელია 17-18 იანვრის ღამის საათებში, რაც, მთელ საქართველოში, ღამით, ყინვების გაძლიერებას გამოიწვევს. ყინვები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის მასების გავრცელებით იქნება გამოწვეული“, - აცხადებს დოდო გვაზავა.

თამარ გაბუნია

16 იანვარი 2022, 11:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები იმატებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი შტამის ცირკულაცია იწყება

მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ტესტირების პროცესში, სკოლის ექიმები ჩაერთვებიან.

16 იანვარი 2022, 10:59

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 053 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 053-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 609 515 აცრა გაკეთდა.

16 იანვარი 2022, 10:57

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზებს უწყვეტ რეჟიმში წმენდენ

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებს თოვლის საფარისგან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წმენდდა.

16 იანვარი 2022, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 222 თბილისში, 768 აჭარაში, 483 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

16 იანვარი 2022, 10:46

COVID19

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%

17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში. მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.