imedi /  01 დეკემბერი 2021, 21:31 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე: პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები - ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობისა და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პროჩრდილოელი ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიციური დანაყოფები საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლის მექანიზმად გადააქციეს - დღეს ცეცხლს ეთამაშებიან. სიტყვიერი მუქარა, პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები - ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობის და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს - ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო დროს პოლიციელებზე თავდასხმებს ეხმიანება.

როგორც ქართველიშვილი წერს, პირდაპირ დესტრუქციასა და სახელმწიფოზე ანტიკონსტიტუციურ შეტევაზე ბრძანებებს დღეს პირადად უკრაინის მოქალაქე ერთპიროვნულად იძლევა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესის დროს მცირერიცხოვანმა ზონდერ ჯგუფებმა შეძლეს თავისი მაქსიმუმის მიღწევა, რაც გამოიხატა ცენტრალური ტრასის ბლოკირებაში, სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაში და პოლიციაზე პირდაპირ აგრესიულ შემოტევაში.

პროჩრდილოელი ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პოლიციური დანაყოფები საკუთარ მოსახლეობასთან ბრძოლის მექანიზმად გადააქციეს - დღეს ცეცხლს ეთამაშებიან. სიტყვიერი მუქარა, პოლიციელების ოჯახებში მივარდნების დაპირებები - ქვეყნის მართლწესრიგის დამცველებზე პირდაპირი თავდასხმის, ღია დაუმორჩილებლობის და უბინძურესი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაზაში გადაინაცვლეს. ხელისუფლების არც ერთი გაფრთხილება, კანონის მოთხოვნათა ფარგლებს მიღმა არ გადასულიყო მათი ე.წ. "მშვიდობიანი" მიტინგები - შესმენილი არ იქნა. არც ერთი მათი დაპირება, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან გადაყვანის შემთხვევაში, მისი ადგილსამყოფელის გარშემო აქციების შეწყვეტის თაობაზე - შესრულებული არ იქნა. ის, რომ „ნაცმოძრაობის“ დე-ფაქტო თავმჯდომარე მელიაც კი ვერ მართავს შიდაპარტიულ ვითარებას - ამაზე მეტყველებს მისი ბოლოდროინდელი სასოწარკვეთილი განცხადებები. პირდაპირ დესტრუქციაზე და სახელმწიფოზე ანტიკონსტიტუციურ შეტევაზე ბრძანებებს დღეს პირადად უკრაინის მოქალაქე ერთპიროვნულად იძლევა. ხვალ არის პატიმარ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. პირველი სხდომის დროს, მისმა მცირერიცხოვანმა ზონდერ/ჯგუფებმა შეძლეს თავისი მაქსიმუმის მიღწევას, რაც გამოიხატა ცენტრალური ტრასის ბლოკირებაში, სატრანსპორტო კოლაფსის შექმნაში და პოლიციაზე პირდაპირ აგრესიულ შემოტევაში. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს მოჰყვა აბსოლუტურად ადეკვატური, პროდასავლური სახელმწიფოს ღირებულებების ჩარჩოს მისადაგებული რეაგირება. რამოდენიმე კანონდამრღვევი იქნა დაკავებული ისე, როგორც ამას განახორციელებდა ამერიკული, ბრიტანული თუ ბელგიური პოლიცია. იმედია, რომ ხვალინდელ და ყოველ მომდევნო დღეს შსს ასევე, როგორც უკვე მეათე წელიწადია - თავის მოწოდების სიმაღლეზე იქნება.”- წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2022, 08:49

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მეტროსადგურ „ისანში“ შშმ მოზარდის მიმართ პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივი მოძრაობა „მწვანეების“ წევრები იყვნენ. მათ მშვიდობიანი აქცია შშმ პირებთან ერთად გამართეს და შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორებმა ისნის მეტროსადგურში პოლიციის მხრიდან ჩადენილი ძალადობა გააპროტესტეს. შეკრებილებმა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადაცდომა დაგმეს და სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანს სოლიდარობა გამოუცხადეს.

26 იანვარი 2022, 08:28

სამართალი

შშმ მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისა და გულგრილობის გამო დაკავებულ პოლიციელებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სმენადაქვეითებული მოზარდი, პოლიციელების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი მეტროში გახდა. დაზარალებულმა ოჯახის წევრებს უამბო, რომ მეტროში მეგობრებთან ერთად იყო, როცა სამართალდამცველი მისთვის გაუგებარი მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდა, ფაქტს კი მეორე პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ. ნუკ­რი ბაქ­რა­ძეს გამოძიება დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობით ჩადენილ დანაშაულს, ხოლო კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

26 იანვარი 2022, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

შალვა პაპუაშვილი

26 იანვარი 2022, 08:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდება

დღესვე, შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც ორგანიზაციის 30 წევრი ქვეყნის მუდმივმოქმედი ელჩები დაესწრებიან.

26 იანვარი 2022, 01:54

COVID19

ევროკავშირის საბჭომ პანდემიის პირობებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით განახლებული რეკომენდაცია მიიღო

ევროკავშირის საბჭომ კოორდინირებული მიდგომის შესახებ რეკომენდაცია მიიღო, რათა პანდემიის დროს უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას ხელი შეუწყოს.

ჟოზეფ ბორელი

26 იანვარი 2022, 01:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: კრიზისი გასული წლის დეკემბერში არ დაწყებულა - რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

26 იანვარი 2022, 00:47

სპორტი

ავსტრალიაში, დიდ ბარიერულ რიფზე ჩოგბურთის მოტივტივე კორტი განათავსეს🎾

Australian Open-ის დასრულების შემდეგ კორტს დაშლიან და მისგან რიფის მიმდებარედ ერთ-ერთი ქალაქის სკოლაში სპორტული მოედნის საფარს დაამზადებენ.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:26

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-ის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ. „ამერიკის ან ნატოს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სოკოს კუბო

26 იანვარი 2022, 00:25

ტექნოლოგიები

ნიდერლანდებში ადამიანების სოკოსგან დამზადებულ კუბოებში დაკრძალვა დაიწყეს🍄

კუბოს შექმნის ტექნოლოგია ხავსის მოკრეფას, სოკოდან მიცელიუმის მიღებასა და მიღებულ მასაში მერქნის ნაფოტების დამატებას ითვალისწინებს. მასა 7 დღეში მყარდება, დასველების შემდეგ კი კვლავ აქტიურდება. ჰენდრიქსის თქმით, ეს მასალა სრულფასოვანი ორგანიზმია. კუბო ხავსით არის მოფენილი, რომელშიც ნიადაგში მობინადრე არსებებია ჩასმული, რაც გახრწნის პროცესს კიდე უფრო აჩქარებს. ასეთ კუბოში მოთავსებული ცხედარი 2-3 წელიწადში გაიხრწნება, კუბო კი 30-45 დღეში. შედეგად, მიწაში მოხვედრილი ნაწილაკები ნიადაგს გაამდიდრებს.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2022, 00:09

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ელტონ ჯონი

25 იანვარი 2022, 23:59

COVID19

ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანელ მომღერალ ელტონ ჯონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავად მომღერალი Instagram-ზე წერს. „კორონავირუსით დავინფიცირდი, ამიტომ დალასში დაგეგმილი ჩემი კონცერტები გადაიდება. შოუს გადატანა ყოველთვის დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ საკუთარ თავსა და ჩემს გუნდზე უნდა ვიზრუნო“, - წერს ელტონ ჯონი.

ჯენ ფსაკი

25 იანვარი 2022, 23:34

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში ჯარების გაგზავნის განზრახვა, ინტერესი ან სურვილი არ აქვს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნას არ აპირებს, ხოლო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაძლიერება ნატოს ეგიდის ქვეშ უნდა მოხდეს.

ემანუელ მაკრონი

25 იანვარი 2022, 23:13

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მიმართ რუსეთის განზრახვების შესახებ განმარტებას მოითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 იანვარი 2022, 22:39

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინიდან დიპლომატების ნაწილის გაყვანა საერთოდ არ ნიშნავს გარდაუვალ ესკალაციას, ეს დიპლომატიური თამაშების ნაწილია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე სიტუაცია კვლავ კონტროლირებადია. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

25 იანვარი 2022, 22:34

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს

ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ყველა მოკავშირის დაცვის ჩვენს მზადყოფნასთან დაკავშირებით, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

25 იანვარი 2022, 22:10

COVID19

ნორვეგიამ ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა

ნორვეგიამ ქვეყანაში შემსვლელებისთვის აუცილებელი 10-დღიანი კარანტინი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი ვაშაძე

25 იანვარი 2022, 21:45

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ყოველ კვირას იმის გამოცხადებას, რომ „ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება, ხალხში ძალა არ აქვს

პრობლემა შეიძლება ოპოზიციაშიც იყოს - ყოველ კვირაში არმაგედონის გამოცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ამ პარასკევს დამთავრდება და ხელისუფლება შეიცვლება, ხალხში არანაირი ძალა არ აქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანი

25 იანვარი 2022, 21:26

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვამაყობთ, რომ დავიმსახურეთ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა, რაც ჩვენთვის ძვირფასია, აშშ-ს უდიდესი ინტერესი აქვს, საქართველომ ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს

„მომდევნო 30 და შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას. საქართველოს ეკონომიკისთვის რთულია სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზება, რათა ბევრმა ნიჭიერმა მოქალაქემ არ დატოვოს ქვეყანა. გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“.

25 იანვარი 2022, 21:15

რეგიონი

დუშეთში N3 საბავშვო ბაღის შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის. იმედი მაქვს, ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ პატარები და მათთვის შესაბამისი სივრცის შექმნა წარმოადგენს“. - განაცხადა დავით ნოზაძემ.

არტის პაბრიკსი

25 იანვარი 2022, 20:56

მსოფლიო

ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკა არანაირად არ პასუხობს ნატოს, ევროკავშირისა და გერმანიის პარტნიორების მოთხოვნებს

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის საკითხზე გერმანიის პოზიცია მკვეთრად გააკრიტიკა.