Imedi /  02 დეკემბერი 2021, 17:56 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის ხელწერა რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკითა და უნდობლობით გამოირჩეოდა - ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

მათ არსენალში არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება იყო უცხო ხილი. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრავმების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში დაზარალებულ ადამიანებზე საუბრობს.

როგორც ცუცქირიძე წერს, დღეს ერთი წელი შესრულდა კობა დავითაშვილის სიკვდილიდან, რომელიც სამწუხაროდ, რეჟიმის არც პირველი და არც უკანასკნელი მსხვერპლი იყო. ასევე იხსენებს გია მაისაშვილსაც, რომელსაც შუბლში ნასროლი რეზინის ტყვია მომავალში სასიკვდილო სენად ექცა.

მისი განმარტებით, დღემდე არ წყდება მათი მმართველობის პერიოდში სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რეჟიმის პერიოდში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაზე სასამართლო განაჩენები.

„რეჟიმი სახელად-სიკვდილი კაცობრიობის ისტორიამ არაერთი ეპოქის კაციჭამია მმართველი და რეჟიმი შემოინახა.
ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის მახასიათებელი ხელწერა, რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკითა და უნდობლობით გამოირჩეოდა. ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ. მათ არსენალში უცხო ხილი არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება არ იყო. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრავმების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!

სამწუხაროდ, დღეს გარდაცვლილი კობა დავითაშვილი არც პირველი იყო და არც უკანასკნელია. გია მაისაშვილიც შუბლში დამიზნებით ნასროლ მათ მოწამლულ რეზინის ტყვიას ემსხვერპლა საბოლოოდ, როდესაც წლების შემდგომ, თავზე უკურნებელი სენი განუვითარდა. ციხეში ნაწამებ და დასახიჩრებულ ადამიანებზე ამჯერად აღარ გავაგრძელებ თხრობას, რადგან შორს წაგვიყვანს...

სამწუხაროდ, რადგან მათი მმართველობის ხიბლი საზოგადოების ნაწილს კვლავ ნოსტალგიად ექცა, პინოჩეტის მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩილეს მართავდა 1974-1990 წლებში. არაერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური წყარო თუ მოხსენება ამტკიცებს, რომ მისი რეჟიმის განმავლობაში გატარებულმა რეპრესიებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო რეჟიმი, რომლის დროსაც ოპოზიციის უამრავი წარმომადგენელი იქნა ნაწამები და ბევრი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. თუმცა, დღეს ჩილე პინოჩეტის დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმებითაც არის ცნობილი. ჩილე არა თუ სამხრეთ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ხოლო გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოშია დღესაც. ჩილეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ადამიანთა მოკვდინების პოლიტიკაზე აგებული ეკონომიკური აღმასვლა, ვერ გამოდგება გასამართლებელ არგუმენტად და ვერც საზოგადოების მხრიდან თვალის დახუჭვა გამართლებად.

დღეს ბევრი სამართლიანად მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილის მიერ, რეფორმების არგუმენტაციით რეპრესიებსა და თუნდაც, სტუდენტთა მასობრივ მკვლელობებზე თვალის დახუჭვა, დანაშაულებრივი მოქმედების ტოლფასი იყო, რადგან
არანაირი რეფორმაცია არ ღირს ადამიანთა სიცოცხლის ფასად. ნებისმიერი რეფორმაც ადამიანებისათვის კეთდება და არა ცალკეული ელიტებისათვის!

ისტორიის ვერდიქტი კი ის არის, რომ სიკვდილის ბოლომდე პინოჩეტი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული მსჯავრდადებულის პოზიციიდან პასუხობდა სასამართლოში დასმულ შეკითხვებსა და პროტესტის ფონზეც გაასვენეს.
ჩილეს მაგალითი ბევრ რამეში ანალოგიურია ნაციონალების მმართველობის დროინდელი დანაშაულებისა. დღემდე არ წყდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განაჩენების გამოტანა, მათი მმართველობის პერიოდში ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფაზე!

ნაციონალების დანაშაულთა „გამრავლებებსაც“ ეხებათ ეს ისტორია და იმ პარტიების ლიდერებსაც მათთან ერთად, რომ სხედან ერთიან „ფანჩატურში“ და მიუხედავად მთელი საერთაშორისო მომრიგებელთა არაერთი მოწოდებისა პოლიტიკური დებატები გადაიტანონ პარლამენტში, ბოიკოტირების რეჟიმს მაინც აგრძელებენ!

ის, ვინც ისტორიას ივიწყებს, ვერც მომავალს ააშენებს! ქართულ საზოგადოებას კი მოეთხოვება მეტი გამოფხიზლება და სირაქლემას პოზიდან თავის დაღწევა, რომ არ განმეორდეს ეს სისხლიანი წარსული და არც ამ მანიაკთა და სიკვდილის ადეპტთა ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვას!“, - წერს ცუცქირიძე facebook-ზე.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, სტუდენტების აცრის მაჩვენებელი - არასახარბიელო

„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი.

16 იანვარი 2022, 14:22

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

„დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 ათას გადასცდა, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

16 იანვარი 2022, 14:07

COVID19

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სრულად აცრილია მოსახლეობის 40%.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

16 იანვარი 2022, 13:59

სპორტი

აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

მოჰამედ იბრაჰი

16 იანვარი 2022, 13:44

მსოფლიო

სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

16 იანვარი 2022, 11:54

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დევიდ ბენეტი, ედვარდ შუმეიკერი და მისი და

16 იანვარი 2022, 11:54

მსოფლიო

მედია: კაცმა, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, წლების წინ ადამიანი დაჭრა და პარალიზებული დატოვა

ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს.

16 იანვარი 2022, 11:30

რეგიონი

საქართველოს მასშტაბით, გზებს ინტენსიურად წმენდენ. სად მოქმედებს შეზღუდვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.