imedi /  03 დეკემბერი 2021, 14:33 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს მიერ არის დაწესებული. ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება, როგორც მათ ღირსეულ ცხოვრებას, ასევე - საზოგადოების ძლიერებას განაპირობებს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის".

ამდენად, ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. 2014 წელს მოვახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია. ამით, ერთი მხრივ, ვაღიარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, ვიკისრეთ შესაბამისი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამ ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის კოორდინირებით, სამინისტროებმა, სახელმწიფო უწყებებმა და 64-ვე მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2021 წლის წლიური სამოქმედო გეგმები, რაც სწორედ ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებაა. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ძლიერდება სოციალური დაცვის პროგრამები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია მოქალაქეებისათვის.

„ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს ბიუჯეტი გაიზრდება 52 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომელიც წელს შეიქმნა ჩვენი გადაწყვეტილებით.

კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების, ასევე, ეროვნული ვალდებულებების კოორდინაციას და შესრულებას. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა და მისი პირველი, დღევანდელი სხდომა. კომიტეტს პირადად ჩემი და მთავრობის სახელით სრულ თანადგომას ვუცხადებ და ვპირდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხის ხელშეწყობასა და განვითარებას ქვეყანაში. დღევანდელ კომიტეტს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქ მობრძანდა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით - გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შედგა.

ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2022, 15:09

თემა

ვინ და რატომ არის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში?

2021 წლის ყველაზე ძვირადღირებული გლობალური ბრენდების ათეულში წამყვანი პოზიციები კვლავ ამერიკულმა IT- კონცერნებმა დაიკავეს. პირველ ასეულში მხოლოდ რამდენიმე გერმანული კომპანია მოხვდა. აღნიშნული ჩამონათვალი Deutsche Welle-მ გაგვაცნო.

ლევან ვეფხვაძე

28 იანვარი 2022, 14:56

ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე: ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ელექტროენერგიის ყიდვა ბირჟაზე მოუწევს.

ნონა გაფრინდაშვილი

28 იანვარი 2022, 14:46

საზოგადოება

ნონა გაფრინდაშვილი: ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია - მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ

როგორც მოჭადრაკის განცხადებაში წერია, პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

28 იანვარი 2022, 14:45

სამართალი

სუსი: ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

28 იანვარი 2022, 14:44

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დაიკითხა სამი მოწმე, მფლობელი და გამქირავებლები იმ ავტომობილისა, რომელსაც ბრალდებულები იყენებდნენ.

ოთარ ჩოკოშვილი

28 იანვარი 2022, 14:36

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი, სამწუხაროდ კოვიდინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება

ასეთი ანტირეკორდული მაჩვენებლები ჯერ არ დაფიქსირებულა აქამდე და ეს არ არის ბოლო ანტირეკორდი. სამწუხაროდ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება კიდევ იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ოთარ ჩოკოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, არა.

28 იანვარი 2022, 14:32

რეგიონი

აჭარიდან 38 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე დადებითად აისახა.

ალუდა ღუდუშაური

28 იანვარი 2022, 14:32

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა

როდესაც დიპლომატიურ სტანდარტს გიწუნებს მხარე, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები და გმირები დაკარგა ცოტა უხერხულია ამათგან ასეთი პოლიტიკური კეკლუცობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

28 იანვარი 2022, 14:30

პოლიტიკა

საკომიტეტო მოსმენაზე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაჩქარებული წესით შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ჩამოყალიბდეს სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობისა და მმართველობის იმგვარი მოდელი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად აღსრულდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაინერგოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება როგორც ქვეყნის არსებულ რეალობას, ასევე მიმართული იქნება ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

სერგეი ლავროვი

28 იანვარი 2022, 14:22

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: ომი არ გვსურს, თუმცა ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას არ დავუშვებთ

რუსეთი ომში დაინტერესებული არ არის, თუმცა უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესების უგულებელყოფას არ დაუშვებს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

28 იანვარი 2022, 14:21

საზოგადოება

ოკუპანტები სოფელ ჯარიაშენთან გააქტიურდნენ - ე.წ. ბორდერიზაციის თაობაზე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები

კირბალისა და მეჯვრისხევის შემდეგ, ოკუპანტები ჯარიაშენთანაც გააქტიურდნენ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით თხრილებია გაკეთებული. ადგილობრივების თქმით, ეს ის ადგილია, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა. სუსი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, საკითხი უკვე განიხილეს ოც იანვარს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. უკანონო სამუშაოს შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორებიც.

ანა ბუჩუკური

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ

„ინიციირებული გვაქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც მისაღები პროექტი. ყველა ის საკითხი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, წარმოდგენილი იყო ჩვენს რეზოლუციის პროექტში. ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე პოზიცია, რომ ჩვენთვის ეს ზეპარტიული საკითხია. არ გვაქვს კომპლექსი, რომ ამა თუ იმ კანონპროექტს მაინც და მაინც ვიღაცის სახელი ერქვას. მთავარია, კანონპროექტის არსებით შინაარსზე შევთანხმდეთ. შესაბამისად, საკომიტეტო და პლენარულ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ. წარვადგენთ ჩვენს კონკრეტულ წინადადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თემაზე მაინც პოლიტიკური პარტიები შეთანხმებას შევძლებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

იაგო ხვიჩია

28 იანვარი 2022, 14:20

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პაატა მანჯგალაძე

28 იანვარი 2022, 14:12

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: თუ რუსეთს სიმხდალე ვანახეთ, ხვალ ეს ქვეყანა გაგვიბედავს უფრო მეტს

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი „სირაქლემას პოზიციაშია“.

კახა კალაძე

28 იანვარი 2022, 13:54

საზოგადოება

კახა კალაძე: ბიზნესში ხელს არავის ვუშლით, მაგრამ როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს ათიათასობით ადამიანს უშლის

ბიზნესისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში ხელს არავის ვუშლით, თუმცა როდესაც ტროტუარზე გავლა შეუძლებელია, ეს ხელს უშლის ათიათასობით ადამიანს, – ასეთი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილებაზე.

28 იანვარი 2022, 13:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

28 იანვარი 2022, 13:52

ტექნოლოგიები

საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს

Messenger-ის საიდუმლო ჩათის „დასქრინშოთების“ შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი შეტყობინებას მიიღებს. ამ სიახლის შესახებ თავად სოციალური ქსელის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაწერა.

28 იანვარი 2022, 13:42

პოლიტიკა

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს დღეს კომიტეტის სხდომაზე.

ანალენა ბერბოკი

28 იანვარი 2022, 13:37

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ინვესტორებს უკრაინაში გაურკვეველი ან არასტაბილური სიტუაციის შეგრძნება ექნებათ, მათი მხრიდან ინვესტირების მზადყოფნა შემცირდება - ეს ზუსტად ის არის, რაც პუტინს აწყობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება.

28 იანვარი 2022, 13:33

საზოგადოება

Paragraph Resort & Spa Shekvetili ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს

Paragraph Resort & Spa Shekvetili ცილისმწამებლურს უწოდებს ყოფილი თანამშრომლების მიერ, ერთ-ერთ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოთქმულ ბრალდებებს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ასაჯაროებს რამდენიმე ფაქტს, რომელიც ასახავს გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას.