imedi /  08 დეკემბერი 2021, 22:14 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენი უწყების მიმართ ბათუ ქუთელიას ბრალდებები უსაფუძვლოა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტია „დროას” წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბათუ ქუთელიას ბრალდება საქართველოს ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, თითქოს ისინი არ გამოხატავენ უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, უსაფუძვლოა.

„სამწუხაროა, რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან კვლავ ხდება მსგავსი თემებით სპეკულაცია, თან ისე, რომ ისინი საფუძვლიანად არ ეცნობიან სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2021 წლის 2 დეკემბერს, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს წევრი 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის თანდასწრებით, დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის მიმართ და ასევე, დაგმო რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მზარდ მტრულ რიტორიკას და ინტენსიურ სამხედრო მოქმედებებს უკრაინის საზღვართან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული პროცესი. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შემთხვევა და კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, - განაცხადა ზალკალიანმა.

ეს გამოსვლა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და ასევე ხელმისაწვდომია ეუთოს ვებგვერდზე. მინისტერიალს კი წინ უძღოდა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მონაწილეობა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეეხო უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და ნატოელ პარტნიორებს გაუზიარა საქართველოს ხედვები იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიმდინარეობს, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს წინააღმდეგ და გაუზიარა ხედვები რეგიონში ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი კალანდარიშვილი

24 იანვარი 2022, 08:41

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი კალანდარიშვილი: ჩემი მოლოდინების საფუძველია ის კრიტერიუმები, რომელთაც აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, უკვე ჩატარებული არჩევნები და პიროვნული თვისებები აძლევს შანსს, იყოს ცესკოს ღირსეული თავმჯდომარე.

მიხეილ სარჯველაძე

24 იანვარი 2022, 08:29

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებზე: მოგვიწევს ლეგიტიმური კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელოთ ცალკეულ პირთა უპირატესობებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, არაა მიზანშეწონილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ცალკეული კანდიდატების უპირატესობებზე საუბარი, რადგან პროცედურების კონკურსის წესით წარმართვა იგეგმება.

24 იანვარი 2022, 08:17

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტის ბიუროს დღეს წარუდგენენ. დღესვე გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება მათთან გასაუბრება.

24 იანვარი 2022, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 იანვარს ქუთაისში წვიმა და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

24 იანვარი 2022, 07:25

მსოფლიო

The Hill: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთის საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის ზომებს გამოიყენებს

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთის საკვანძო ინდუსტრიების წინააღმდეგ საექსპორტო კონტროლის ზომებს გამოიყენებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლაფ შოლცი

24 იანვარი 2022, 07:06

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას

აღმოსავლეთ ევროპის ახალი სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში ახლა საერთოდ არ დგას - რას ემსახურება რუსეთის ეს მოთხოვნა? ასეთი გარანტია არ შეიძლება იყოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.

24 იანვარი 2022, 06:48

COVID19

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ვიდეო

ბრიუსელში, პოლიციამ კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

კაიმო კუუსკი

24 იანვარი 2022, 06:35

მსოფლიო

უახლოეს კვირებში ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის

უკრაინაში ესტონეთის ელჩმა, კაიმო კუუსკმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის.

მაიკლ მაკკოლი

24 იანვარი 2022, 06:06

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: პუტინი ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა ბაიდენის ადმინისტრაციის უკრაინა-რუსეთის მიმდინარე კონფლიქტისადმი მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს.

რომის პაპი ფრანცისკე

24 იანვარი 2022, 05:22

მსოფლიო

რომის პაპი: შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება

რომის პაპმა ფრანცისკემ ყოველკვირეული მიმართვისას უკრაინაში მზარდი დაძაბულობა აღნიშნა და ასევე დიპლომატიის გზის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.

24 იანვარი 2022, 05:05

მსოფლიო

The New York Times: ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2022, 04:37

მსოფლიო

დღეს იტალიის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის პირველი ტური გაიმართება

დღეს იტალიის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის პირველი ტური გაიმართება. იტალიის პრეზიდენტს დეპუტატები, სენატორები, გუნერნატორები და რეგიონის წარმომადგენლები ირჩევენ.

ენტონი ბლინკენი

24 იანვარი 2022, 04:18

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი არ ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

24 იანვარი 2022, 04:04

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

24 იანვარი 2022, 03:42

მსოფლიო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი

24 იანვარი 2022, 03:30

მსოფლიო

იაპ დე ჰოოპ სხეფერი: პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო - მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო - მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა.

დომინიკ რააბი

24 იანვარი 2022, 03:11

მსოფლიო

დომინიკ რააბი: რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაემუქრება, თუ უკრაინაში მარიონეტულ რეჟიმს დააყენებს

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაემუქრება, თუ უკრაინაში მარიონეტულ რეჟიმს დააყენებს.

ენტონი ბლინკენი

24 იანვარი 2022, 02:56

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ახლა გავააქტიურებთ, შემაკავებელ ეფექტს დავკარგავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთი შესაძლებლობას, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია შეაჩეროს.

ალბერტ ბურლა

24 იანვარი 2022, 02:36

COVID19

Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება.

24 იანვარი 2022, 02:20

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 472 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 472 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 184 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.