www.imedi.ge /  13 იანვარი 2022, 19:36 / სანდო წყარო

დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე ინფორმაცია მოისმინეს

თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესზე ინფორმაცია მოისმინეს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დეპუტატებთან, დახურულ ფორმატში, მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველოს ინტერესების დასაცავად ქართველი დიპლომატების მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარეებმა განცხადებები გააკეთეს და სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია შეაფასეს.

„საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია თუ რა სამუშაო გასწიეს აღნიშნულმა სამინისტროებმა საქართველოს ინტერესების დასაცავად იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ნატოსა და რუსეთს შორის და დღეს უკვე ეუთოს ფორმატში გაიმართა. იმ ინფორმაციებზე, რომელიც ჩვენ სამინისტროებიდან მივიღეთ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და საქართველოს ნატოში წევრობის საკითხი, არც ერთი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არ გადაიხედება. ეს არის ის მკაფიო გზავნილი, რომელიც ყველა ამ შეხვედრაზე გაჟღერდა. იმედი გვაქვს, რომ ეს საჯარო თუ დახურულ კარს მიღმა გაკეთებული განცხადებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ძალიან მალე ქმედით ნაბიჯებად გადაიქცევა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ნატოს სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით საინტერესო საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

„მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ჩვენ პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატების და ნატოს და მეორეს მხრივ, აგრესორ - რუსეთის ფედერაციას შორის. ამ მოლაპარაკებების შესახებ კომპეტენტური უწყებებისგან ძალიან ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მოვისმინეთ. გავეცანით მათ შეფასებებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ უწყებების მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად იდგმევა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ როგორი იყო გასულ წელს საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან და 2022 წელს როგორი და რა დონეზე დატვირთული იქნება თანამშრომლობა როგორც პრაქტიკული ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ბერაიამ.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

26 იანვარი 2022, 11:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა

„რა თქმა უნდა, გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. მაგრამ მიმდინარე ტალღის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აქტიური შემთხვევების მიუხედავად, შედარებით დაბალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა. იმის რისკი, რომ პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, კიდევ არსებობს. ამიტომ ყველას ვთხოვთ პირბადის ტარებას, ვაქცინაციასა და ბუსტერის დამატებას, რომ დროის მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტი არ დაგროვდეს. ეს გაუჭირდება ყველა ჯანდაცვის სისტემას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ანდრეი პლენკოვიჩი

26 იანვარი 2022, 11:16

მსოფლიო

ხორვატიის პრემიერმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ირაკლი ბერაია

26 იანვარი 2022, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ამოცანაა, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იყოს სისრულეში მოყვანილი

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება. შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ივანე ჩხაიძე

26 იანვარი 2022, 11:11

COVID19

ივანე ჩხაიძე: შეიძლება, 1 თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს - ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა რაოდენობას და პოპულაციური იმუნიტეტთან მიახლოებულ მაჩვენებელს მივიღებთ

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ მრავალი ადამიანის ინფიცირების შემთხვევაში, არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

ზურაბ აზარაშვილი

26 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ბუნებრივია, საუბარი შეეხება ეპიდვითარებას ქვეყანაში და წამლების ფასს.

26 იანვარი 2022, 11:08

COVID19

სამხრეთ კორეაში კორონავირუსზე რეაგირების ახალი სისტემა დანერგეს

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები PCR-ტესტებს აბარებენ, დანარჩენი პაციენტები კი ანტიგენ-ტესტებს. კარანტინის ხანგრძლივობა სრულად ვაქცინირებული პაციენტებისთვის 10-დან 7 დღემდე შემცირდა.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

საქართველოში 999 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში 999 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 283 პირი იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 999 მძიმე პაციენტიდან თბილისში 409, აჭარაში - 132, იმერეთში - 269. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 283 პირიდან თბილისშია 154, აჭარაში - 51, იმერეთში - 25. 2 023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 201 - თბილისში, 656 - აჭარაში. 93 339 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

26 იანვარი 2022, 10:53

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 9 487 თბილისში, 1 990 იმერეთში, 1 958 კი აჭარაში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარა - 1 958, იმერეთი - 1 990, ქვემო ქართლი - 831, შიდა ქართლი - 877, გურია - 240, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 680, კახეთი -704, მცხეთა-მთიანეთი - 391, სამცხე-ჯავახეთი - 310, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 იანვარი 2022, 10:50

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 661 ადამიანი აიცრა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 22.42%-ია, ბოლო 14 დღის - 15.32%, ბოლო 7 დღის - 19.58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 092 684 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 977 832, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

26 იანვარი 2022, 10:45

COVID19

COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და მოცვის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდებათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირის პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას. ამ მიზნით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გამართა.

26 იანვარი 2022, 10:38

საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული საწარმოების წარმომადგენლებთან GMP სტანდარტზე გადასვლის საკითხები განიხილა

შეხვედრას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე, ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე

26 იანვარი 2022, 10:37

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებაზე: ორი წელია ამაზე გაუთავებლად მიმდინარეობს კამათი - უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან

„რომ შედის რის მაქნისია ამას არ ეუბნება ხალხს და რომ არ შედის კიდევ უფრო მეტად უკვირს მათ ამომრჩეველს. ვფიქრობ, ასეთ ფონზე უნდა მიხვდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი დაუსვან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადარჩენილი კაცი გადაბრუნებულ ნავზე

26 იანვარი 2022, 10:35

მსოფლიო

ფლორიდის სანაპიროსთან 40-მდე ადამიანს ეძებენ

აშშ-ის სანაპირო დაცვის თანამშრომლები ეძებენ 39 ადამიანს, რომელთა ნავიც ფლორიდის სანაპიროსთან გადაბრუნდა. შემთხვევისას გადარჩენილი ერთი კაცი მეთევზემ ქალაქ პორტ პირსის ნაპირიდან 72 კილომეტრის მოშორებით შენიშნა და სამაშველო სამსახურს შეატყობინა.

26 იანვარი 2022, 10:19

COVID19

ინგლისში, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 67% ამბობს, რომ კორონავირუსი უკვე ჰქონია

ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ ინფიცირებულთა 2/3 ანუ დაახლოებით 67% ამბობს, რომ კორონავირუსი უკვე ჰქონია.

26 იანვარი 2022, 10:18

საზოგადოება

იტალიაში მე-5 დღეა ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ

მე-5 დღეა იტალიაში ახალგაზრდა ქართველ ქალს ეძებენ. ემიგრანტებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს და სამართალდამცველებსა და საქართველოს საელჩოს სამძებრო სამუშაოების გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

26 იანვარი 2022, 10:10

საზოგადოება

ეპიდმდგომარეობის გამო თბილისში 48 საბავშვო ბაღია დახურული

სრულად დაკეტილი ბაღების გარდა, დახურულია ცალკეული ბაღების 115 ჯგუფი. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებულია 206 თანამშრომელი და 83 აღსაზრდელი.

26 იანვარი 2022, 10:10

პოლიტიკა

ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმენენ

„ეს იძლევა საუკეთესო საშუალებას, რომ დავსვათ ნებისმიერი საინტერესო კითხვა, რაც არსებობს არა მხოლოდ დეპუტატებს შორის, არამედ პირველ რიგში საზოგადოებაში., მივიღოთ ამაზე კვალიფიციური ან არაკვალიფიციური პასუხები და გამოვიტანოთ არგუმენტირებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.