16 იანვარი 2022, 18:35 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ყველა წითელი ხაზი აქვთ გადაკვეთილი და ყველაფერზე მიდიან, რომ ამ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ხელი შეუშალონ

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირთა პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჯერ კიდევ 12 იანვარს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ზუსტად ის განხორციელებული აქტი, რომლის ნაკლებობას საკუთარ თავს ნაცსექტის წარმომადგენლები უწუნებენ და რომელსაც, ალბათ „ძველქართულად“ - აუთრიჩს უწოდებენ. სწორედ ამ ნაყოფიერი და პრაქტიკული შედეგის მქონე „აითრიჩის" ფონზე, რასაც ხელისუფლების საკუთარ მოსახლეობასთან წარმატებული „წვდომა" და გვერდში დგომა ჰქვია - დღეს, სრულად მოულოდნელად, „რომელიღაცა“ ბოროტი ძალის მხრიდან სწორედ დევნილთა ამ კონტინგენტში სავარაუდოდ ხელი შეუწყო ადამიანური ტრაგედიის დატრიალებას (ერთ-ერთმა ალკოჰოლურ თრობას მიძალებულმა უბედურმა ადამიანმა თავი მოიკლა) და ამაზე - დევნილთა ბუნტის აგორებას.

მოვითხოვ ხელისუფლებისაგან! უმოკლეს ვადებში დაადგინონ ამ ტრაგიკული პროვოკაციის და მთავრობასთან უკვე შემდგარი მოლაპარაკების შემდგომ აგორებული ბუნტის სულისჩამდგმელთა გამოვლინებას, გასაჯაროებას და მათ უმკაცრეს დასჯას!!! არავის არ აქვს მივიწყებული ნაცსექტის მიერ დევნილთა დაკავებული ფართებიდან ქუჩაში გაყრის კადრები. დღეს ყველა წითელი ხაზი აქვთ გადაკვეთილი და ყველაფერზე მიდიან, რომ ამ ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ხელი შეუშალონ!”, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ირაკლი ნღარიბაშვილი

21 მაისი 2022, 18:43

პოლიტიკა

პრემიერი: მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მანქანით გადავადგილდები

„მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. მე და ჩემი ოჯახის წევრებს რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

21 მაისი 2022, 18:20

რეგიონი

მთავრობის მეთაური შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა, ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს, რომელთაც სოფელ ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა მიწა აქვთ რეგისტირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით” სარგებლობენ.

გია აბაშიძე

21 მაისი 2022, 17:50

პოლიტიკა

გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძეს: წადი, დითირამბები მიუძღვენი ბელად სააკაშვილს! ეგ უფრო მეტ-ნაკლებად გამოგდის

ვერც კოლექტიური მშვენიერაძეები და ვერც მისნაირი უტვინო ნაცპოლიტიკანები ვერაფერს დამაკლებენ, როცა სიმართლე ჩემი და თანამოაზრეების მხარეზეა- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ სტატუსს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 მაისი 2022, 17:25

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დერეკ შოლე ან საერთოდ არ იცნობს აქაურ მედიის მდგომარეობას ან იმ ცნობილი „შემადგენლობის“ ჩაწოდებული კლიშეებით და დეზინფორმაციით იკვებება

2012 წლიდან რომელი და რამდენი მედია დაიხურა საქართველოში ხელისუფლების ჩარევით? მე ვიცი რომ არცერთი, გახსნით კი ბევრი გაიხსნა. ვინც ჩვენს ტელესივრცეს თვალს ადევნებს, ვის შეუძლია მოუბრუნდეს ენა, და თქვას, რომ იქ დებატების სივრცე შეზღუდულია?- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩევლის დერეკ შოლეს განცხადების შესახებ, სადაც მწუხარებას გამოთქვამს მედიის თავისუფლების და ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო.

21 მაისი 2022, 17:21

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

ჯო ბაიდენი
ენტონი ბლინკენი

21 მაისი 2022, 17:08

მსოფლიო

რუსეთმა ჯო ბაიდენსა და ენტონი ბლინკენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მუდმივად დაწესებულ ანტირუსულ სანქციებზე რეაგირების კონტექსტში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ამერიკელი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა მუდმივ რეჟიმში“, - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

21 მაისი 2022, 17:02

რეგიონი

მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქალაქ ქარელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

21 მაისი 2022, 16:32

პოლიტიკა

დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება

„საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები“.

ანა ბუჩუკური

21 მაისი 2022, 16:13

პოლიტიკა

ანა ბუჩუკური: ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს არ სურს თითქოს, ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს

ზუსტად ახლა, როცა რამდენიმე დღე არის დარჩენილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, აუცილებელი არის ერთიანობა და ამ ერთიანობის მოთხოვნას ბუნებრივია, აკვირდებიან ჩვენი მოკავშირეები. ერთიანობა და კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ დიახ, ყველას გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

21 მაისი 2022, 16:00

საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს

ბოლო ხანს, საგანგაშოდ მასშტაბურია თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგი მედიკოსების ხელით აწარმოოს. კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ე.წ. თამბაქოს ზიანის შემცირების სტარატეგიის მოტივით, უკანონოდ ასპონსორებს ექიმებთან შეხვედრებს, რომელთა მიზანია მოდერნიზებული, ახალი ტიპის, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაცია, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიმართვაშია ნათქვამი.

21 მაისი 2022, 15:55

სამართალი

ავტობუსში მამაკაცმა მეუღლე შვილების თვალწინ ყელის არეში დაჭრა

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

21 მაისი 2022, 15:50

რეგიონი

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

21 მაისი 2022, 15:39

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის განახლებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს მუზეუმის გიდმა კლარა გელაშვილმა უმასპინძლა და მუზეუმის ისტორიისა და ექსპონატების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალა.

ჯო ბაიდენი

21 მაისი 2022, 15:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა.

21 მაისი 2022, 15:14

საზოგადოება

რომელია შენი საყვარელი ჩაის არომატი? – აღმოაჩინე „დილმას“ გემოები

დღეს ჩაის საერთაშორისო დღეა. დღევანდელ დღეს მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს ამ ძვირფასი სასმლის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და იმ განუზომელ სარგებელს, რაც მას ჩვენი ჯანმრთელობისთვის მოაქვს. ამიტომ, გვინდა, ამ დღეს ჩაის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის ცეილონის ჩაი „დილმა“ და მისი მრავალფეროვანი ასორტიმენტი გაგაცნოთ. ბრენდი ჩაის მოყვანისა და დამუშავების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს აერთიანებს და სუფთა გემოების გარდა, ქმნის სხვადასხვა სიძლიერის, გემოებისა და არომატების მქონე ჩაის ტიპებს.

მიხეილ სარჯველაძე

21 მაისი 2022, 14:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, რომ აშშ-მა სხვა ქვეყნის მოსამართლეს რაღაც სანქციები დაუწესოს, იმიტომ რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება

ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, რომ აშშ-მა სხვა ქვეყნის მოსამართლეს რაღაც სანქციები დაუწესოს, იმიტომ რომ მას შეიძლება არ მოსწონდეს გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ გამორიცხულია, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება.

იაგო ხვიჩია

21 მაისი 2022, 14:17

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?!

„ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, რაც არ უნდა ვთქვა, მკითხაობასავით გამომივა, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ, ზოგადად, რაში ხარჯავენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს?! ქართველ მოსამართლეებს ამერიკაში გადამზადება რას უშველის?! ამ მოსამართლეებზე ხელი უფრო ადრე იყო ჩასაქნევი და ლოგიკური იქნება, რომ ახლა მივიდნენ ამერიკელები ამ დასკვნამდე“, - განაცხადა - ხვიჩიამ.

ლაშა ჩხიკვაძე

21 მაისი 2022, 14:09

საზოგადოება

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით აშშ-ში, სავარუდოდ, აღარ გაემგზავრება

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით აშშ-ში, სავარუდოდ, აღარ გაემგზავრება. გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერ ოფიციალური პასუხი მხარეებისგან ცნობილი არ არის.

რამაზ საყვარელიძე

21 მაისი 2022, 13:50

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია, ამიტომაც აღარ უნდა წახვიდე რუსეთისკენ

რუსეთი დამარცხებისთვის დღეს თუ არა ხვალ განწირულია. ასეთ რუსეთთან, ეს დაახლოებით, იგივეა, მთვრალ კაცს რომ „ლიმონკა“ ან თოფი უკავია და როგორ მოიქცევი ასეთ კაცთან? - ფრთხილად!, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ აშშ-ის პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

21 მაისი 2022, 13:48

რეგიონი

პრემიერ-მინისტრმა ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხაშურში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.