imedi /  21 იანვარი 2022, 12:18 / სანდო წყარო

თბილისში ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა. ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედი, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, სამი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე რაუნდი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსისა და საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის საზღვართან შექმნილ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში გაწევრება, რაშიც გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები, ურყევი მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2021 წლის 15 დეკემბრის სამიტი, რომელზეც პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, მათ შორის, ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა იქნა მიღებული. ამ კონტექსტში, ქართული მხარე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერება, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარება პრიორიტეტად განისაზღვრა, რაც თავის მხრივ, საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი საფლაგმანო ინიციატივაა და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებლის მაქსიმალურად ათვისებას.

დადებითად შეფასდა ასოცირებული ტრიოს ინიციატივა, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამავდროულად, მონაწილეთა მხრიდან ხაზი გაესვა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც რჩება მნიშვნელოვან, სტრატეგიულ რეგიონულ განზომილებად.

გერმანულ და ფრანგულ მხარეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით და აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულია შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისა და რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ქართული მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, რაც დასტურდება ბოლოდროინდელი გამოკითხვებითა და კვლევებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა „მეტი-მეტისათვის პრინციპის“ მნიშვნელობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ახალი ინიციატივების შემუშავების აუცილებლობა. გამახვილდა ყურადღება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ასევე, სექტორული ინტეგრაციის როგორც შემდგომი ნაბიჯის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის ფუნქციონირება და დაადასტურეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა უვიზო მიმოსვლის მოთხოვნათა მაქსიმალურად დაცვის ხელშეწყობის კუთხით.

სამმხრივი კონსულტაციების მონაწილეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დადებით დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ მიუღებელია ე. წ. „უსაფრთხოების გარანტიებზე“ რუსეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე გაჟღერებული გზავნილები. გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ქართულ მხარეს, რომ არ მოხდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ამასთან, ალიანსი მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, თუ რომელი ორგანიზაციის წევრობა სურთ.

გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილი. აქცენტები გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კონსულტაციებისას განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პროცესის გააქტიურების გამო, ასევე, ხაზი გაესვა უკანონო ბორდერიზაციასა და რუსეთის სხვა პროვოკაციულ ქმედებებს, როგორიცაა უკანონო დაკავებები და გატაცებები. აღინიშნა ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძისა და სხვა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების აუცილებლობა.

საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის პრობლემებს. შეშფოთება გამოითქვა რუსეთის მიერ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირების გამო, რაც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში რუსეთის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას.

აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და რუსეთს აკისრებს ვალდებულებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაზე და გერმანელ და ფრანგულ მხარეებს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კონსულტაციებისას, ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, ასევე, საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის მესამე რაუნდში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი სალომე შაფაქიძე, პოლიტიკური, უსაფრთხოების პოლიტიკისა და ნატო-ში ინტეგრაციის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების ხელმძღვანელები. გერმანიის დელეგაციას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მათიას ლუტენბერგი, ხოლო საფრანგეთის მხარეს - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორატში კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი რემი ბუალეგი.

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა, სამუშაო შეხვედრა ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2022 წელს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ გამართვის მნიშვნელობაზე.

ყველა სიახლე

ადამ დრაივერ ნატალი ემანუელი

18 მაისი 2022, 00:51

კულტურა

ადამ დრაივერი და ნატალი ემანუელი ფრენსის ფორდ კოპოლას ახალ პროექტში ითამაშებენ

სურათში ასევე ითამაშებენ ფორესტ უაიტტეკერი, ლორენს ფიშბერნ და ჯონ ვოიტი. პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. რეჟისორი მას თავად აფინანსებს. ამისთვის მას თავისი ღვინის ბიზნესის ნაწილის გაყიდვა და კრედიტის აღება დასჭირდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2022, 00:35

მსოფლიო

ზელენსკი კანის კინოფესტივალს: დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

18 მაისი 2022, 00:34

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მეი მასკი

18 მაისი 2022, 00:30

ტაბლოიდი

ილონ მასკის 74 წლის დედა ჟურნალის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა

ილონ მასკის დედა, მეი მასკი ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit-ის გარეკანზე საცურაო კოსტუმით გამოჩნდა. ფოტოები ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნედ პრაისი

18 მაისი 2022, 00:10

მსოფლიო

ნედ პრაისი: საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ - ჩვენი ამოცანის ნაწილია გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა

ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 23:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი - რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს. შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

17 მაისი 2022, 23:37

ტაბლოიდი

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს 🍺

ფინეთში ქვეყნის ნატოში გაწევრიანების დაწყების აღსანიშნავად სპეციალური ლუდი გამოუშვეს - ქალაქ სავონლინაში მდებარე ლუდსახარშმა Olaf Brewing-მა გამოუშვა ლუდი Otan olutta, რომლის გაყიდვაც 16 მაისიდან დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Yle წერს.

17 მაისი 2022, 23:20

საზოგადოება

გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო

გელათის ტაძრის დასავლეთი მკლავის დროებითი გადახურვა დაიწყო. ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ტაძარს ნესტი უნდა მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლის მხატვრობა განადგურდება. სამუშაო პროცესი გასულ წელს, კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ იუნესკოს კვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად დაიგეგმა. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მთლიანი ტაძრის გადახურვა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.

17 მაისი 2022, 22:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, თუ რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

17 მაისი 2022, 22:45

პოლიტიკა

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია თურქ კოლეგას, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ონლაინ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ჰალილ ეთიემეზთან და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს.

17 მაისი 2022, 21:50

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში რუსული აგრესიის 83-ე დღეს

264 აზოველი სამხედრო „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულია, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამით არ იკეტება. ქარხნის ბუნკერებში ისევ რჩებიან მებრძოლები, რომელთა გამოყვანა ეტაპობრივად გაგრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

17 მაისი 2022, 21:34

საზოგადოება

საპატრიარქო: დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში

დღევანდელ დღეს შესრულებული პარაკლისი და ლოცვითი მსვლელობა მიეძღვნა ერთი მხრივ ოჯახის დღეს, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობას, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ოჯახისა და მშვიდობის თემებს.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2022, 21:13

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და უახლოეს დღეებსა და კვირებში გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟან ასელბორნი

17 მაისი 2022, 20:44

მსოფლიო

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ერდოღანმა ბაზრის მენტალიტეტი გამოავლინა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკული რეაქცია ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ალიანსის გაფართოების წინააღმდეგი იქნება, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ასელბორნმა.

შორენა შავერდაშვილი

17 მაისი 2022, 20:41

საზოგადოება

შორენა შავერდაშვილი: სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის

სამწუხაროა, როდესაც სტატუსით ჟურნალისტები ჟურნალისტს უვარდებიან პირდაპირ ეთერში, უბრალოდ, ეს არ არის ფორმა პროტესტის, ეს არ არის ადგილი პროტესტის, - ამის შესახებ მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა განაცხადა.

17 მაისი 2022, 20:35

საზოგადოება

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ გაიხსნა

ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან კერძო სექტორიდან, ლიბერთი ბანკთან და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან. ღონისძიება ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე: რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ბააკაშვილმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ გელაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სამინისტროს სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ ღოღელიანმა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2022, 20:24

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ის, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების საშუალება, ეს არის ძალიან მკაფიო სტანდარტი, რომელიც უნდა დაიცვას სახალხო დამცველმა

ძალიან სამწუხაროა, როდესაც არსებობს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთი სტანდარტით უდგება იმ ტელეკომპანიებს და ჟურნალისტებს, რომლებიც მას ესიმპათიურება და მეორე სტანდარტია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელი

17 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან

ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

ანა მალიარი

17 მაისი 2022, 19:46

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარიუპოლის მცველების გადარჩენის იმისგან განსხვავებული ფორმულა, რომელიც ახლა გამოიყენება, არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.