25 იანვარი 2022, 20:45 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: არის რაღაც, რაზეც ყველანი უნდა ვთანხმდებოდეთ - რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის!

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

არის რაღაც, რაზეც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანები უნდა ვთანხმდებოდეთ. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ამ ორი დღის განმავლობაში, რაც არასდროს უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ:

სმენის არმქონე ადამიანზე - „არ შეეძლო სრულფასოვანი კომუნიკაცია”; მას შეუძლია სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან ჟესტური ენა მისთვის სამეტყველო ენაა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს ენა და რადგან ჩვენ არ ვიცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია კომუნიკაცია და მითუმეტეს, სრულფასოვანი კომუნიკაცია.

„არ შეუძლია საუბარი”; ინგლისურენოვან ადამიანზე, ვინც ქართული არ იცის, ხომ არ ვიტყვით იმავეს? სმენის არმქონე ადამიანები ჟესტური ენით ცნობენ, არათუ ვინ რა ეროვნების არის, არამედ რომელ დიალექტზე საუბრობს.

„შშმ პირი და ნორმალური ადამიანები”; ეს საერთოდ ყველაზე შეურაცხმყოფელი დეფინიციაა. სხვათა შორის, ეს თქვა შშმ პირთა მიმართ სიძულვილით ცნობილმა „ემპათიის” ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიც დაეთანხმა - დეფინიცია არ შეუსწორა... სინამდვილეში ვამბობთ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპური განვითარების მქონე…”

„ყრუ-მუნჯი” უნდა ვთქვათ - ყრუ, ან - სმენის არმქონე, ან სმენადაქვეითებული ადამიანი/პირი. ის, რომ პირს ბგერები არ ესმის, არ ნიშნავს, რომ ის მუნჯია და ვერ მეტყველებს. ძალიან კარგადაც მეტყველებს და ყველაფრის გადმოცემაც შეუძლია!

„განსაკუთრებული საჭიროების პირი“; იყო შშმ პირი, არ ნიშნავს რომ ხარ განსაკუთრებული საჭიროების. ეს არის საგანმანათლებლო ტერმინი, რომელიც ინკლუზიური განათლების ჭრილში გამოიყენება და არამხოლოდ შშმ პირებს აერთიანებს, არამედ ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლეს. მათ შორის, რთულად აღსაზრდელს, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეს, ვუნდერკინდს და ა.შ.

„უნარშეზღუდული“ - ეს არის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სტერეოტიპულ აზროვნებას და სამედიცინო მოდელს;

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები ვართ პაციენტები. ყველა უნარი არც ერთ ადამიანს არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, თუ რა არ შეგვიძლია, არამედ უფლებრივ ჭრილში, ვის რა საჭიროება გვაქვს თანაბარი უფლებებისა და გარემო-პირობებისთვის.

თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებდი დისკრიმინაციულ და დამამცირებელ ტერმინებს, რომელიც მედია საშუალებებში პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების, თუ სხვა საჯარო აქტორების მხრიდან უხვად მოდიოდა შშმ პირთა მიმართ, განსაკუთრებით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა აქტუალური. ყოველივე ეს ახალისებდა და ახალისებს დისკრიმინაციას და არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას. კერძოდ: დაინვალიდება; ინვალიდიზაცია; ინვალიდის ეტლი; გახდება ინვალიდი და იქნება უმწეო (???); „ყრუები და ბრმები ხომ არ ვართ”, „ბრმები და ყრუები უნდა იყოთ, რომ…”

ნებისმიერი, მსგავსი გამონათქვამი, ან ფრაზა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ და არ გვქონდა საკმარისი რეაქცია, იყო მორიგი აგური შშმ პირთა მიმართ სიძულვილისა და სტიგმის გაძლიერების პროცესში. იმედია, ახლა მაინც შევიგრძნობთ ამას, თორემ ერთ წინადადებაში თან ამბობდე რომ იცავ შშმ პირების უფლებებს და თან სიძულვილის ენას უწევდე პროპაგანდას, არის ფარისევლობა.

არანაირი პოლიტიკა. არის რაღაც, რაზეც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანები უნდა ვთანხმდებოდეთ. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის! - წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 14:59

საზოგადოება

„სტუდენტები სამართლიანობისთვის“ ილიას უნივერსიტეტისგან ხარჯების რაოდენობისა და მიზნობრიობის გასაჯაროებას ითხოვს

ჯგუფის წევრების თქმით, ოფიციალური განცხადებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართეს, რაზეც პასუხად მოკლე ინფორმაცია მიიღეს.

ზაალ ანჯაფარიძე

19 მაისი 2022, 14:54

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე დღევანდელ აქციაზე: ეს ის „ურნალისტები“ არიან, კომფორტში რომ იყვნენ „ნაცების“ დროს დამონებული მედიის პირობებში და გვარიან ფულსაც და სხვა სარგებელს ქაფავდნენ „მიშას ტელეარხებზე“

„ამაზრზენი სანახავი იყო დღეს „მერიოტთან“ შეკრებილი პირწაკრული ნაც-ურნალისტების „შაბაში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაკავების გამო ჟურნალისტების გამართულ საპროტესტო აქციას.

19 მაისი 2022, 14:47

საზოგადოება

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია გერმანელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაცია, იმისთვის რომ ჰქონდეთ აღქმა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

„განწყობა არის ასეთი, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა იყოს განხილული ამ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიცემას. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გერმანიის პოლიტიკურ წრეებსა და გერმანიის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდება, იყოს ისეთი, როგორიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველია. ჩვენი მიზანია ეს გადაწყვეტილება ივნისში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული. გერმანიაში საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ბუნდესტაგში აქტიურად მუშაობენ და თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ ხელისუფლებასთან. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთან კომუნიკაცია და დისკუსია, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ აღქმა თუ როგორ ხედავს და რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - ამბობს ბოჭორიშვილი.

19 მაისი 2022, 14:34

პოლიტიკა

მთავრობის მეთაური აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.

19 მაისი 2022, 14:34

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყება ვიდეომასალას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა უწყებაში გამართული ბრიფინგი.

კომპანია „ბორჯომი საქართველო“

19 მაისი 2022, 14:32

რეგიონი

„IDS ბორჯომის“ მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 მაისი 2022, 14:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს გახსნილი სამივე ქვეყნისთვის

გერმანიაში თვლიან, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ერთნაირად ეკუთვნით ევროპული პერსპექტივა და იგი თანადროულად უნდა იყოს მინიჭებული და გახსნილი სამივე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

19 მაისი 2022, 14:26

მსოფლიო

მოლდოვის ექსპრეზიდენტზე კორუფციის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგორ დოდონი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. საქმე ეხება 2019 წელს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერს, კადრები მოლდოვას დემოკრატიული პარტიის მაშინდელ ლიდერთან ვლადიმერ პლახოტნიუკთან შეხვედრას ასახავს.

19 მაისი 2022, 14:19

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური: რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა

„მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

19 მაისი 2022, 14:09

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის ქალაქ გალაცში იმყოფება

ვიზიტის ფარგლებში მერმა ასოციაცია „ტექნოპოლ გალაცთან“ მომავალი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ლაშა ტალახაძე

19 მაისი 2022, 14:00

სპორტი

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელებისთვის, ხმის მიცემა მიმდინარეობს. როგორ შეგიძლიათ ლაშა ტალახაძის მხარდაჭერა

ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენდად, გამოკითხვა მიმდინარეობს. ნომინანტთა შორისაა მსოფლიოს მრავალგზის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც.

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 13:51

სამართალი

ამირან გულუაშვილი: გვარამიას დავალებით, მისმა მეგობარმა და დაახლოებულმა პირმა გვარამიას მეგობრებისთვის საცხოვრებელი სახლები და ძვირადღირებული ავტომანქანები შეიძინა

„ იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად „ინტერმედია პლუსის“ სასარგებლოდ გაფლანგა „რუსთავი-2“-ის 6 700 000 ლარი, სანაცვლოდ მან თავისი პირადი საჭიროებებისთვის და პირადი სარგებლის მიღების მიზნით გარკვეული ქმედებები განახორციელა. ინტერმედია პლუსმა, თანხა, რომელიც არ გადაურიცხა „რუსთავი-2“-ს, შემდგომში დივიდენდების სახით გასცა მის დამფუძნებლებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა გვარამიას მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი და ნიკა გვარამიას დავალებით, ამ ადამიანმა, გვარამიას მიერვე მითითებული პირებისთვის, მისი მეგობრებისთვის შეიძინა საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები. ამის შემდგომ ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც „რუსთავი-2“-ს უნდა მიეღო , თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლუსში“, - განაცხადა გულუაშვილმა.

ამირან გულუაშვილი

19 მაისი 2022, 13:49

სამართალი

ამირან გულუაშვილი: გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან არის მცდელობა, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იყოს წარმოჩენილი

გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან აქვს მცდელობას ადგილი, გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

19 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან

მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება.

19 მაისი 2022, 13:35

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ახალი სამუზეუმო შენობის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ

თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე

19 მაისი 2022, 13:33

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: 6 წლის წინ გიგა ოთხოზორიას შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკე და დამნაშავეობრივი სახე

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

19 მაისი 2022, 13:09

საზოგადოება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

19 მაისი 2022, 13:04

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

ზურაბ აბაშიძე

19 მაისი 2022, 13:02

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: გადავეცი კარასინს, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთუს ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.