www.imedi.ge /  07 თებერვალი 2022, 16:06 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: ამერიკის ელჩის განცხადებამ წერტილი დაუსვა სააკაშვილის პატიმრობის უკანონობას. აქედან გამომდინარე, კეზერაშვილი შეეცდება ოპოზიცია ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს სადაც იქნება „ყველა მინუს სააკაშვილი“

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

ამ ახალი გეგმების დაფინანსებას კი ყველაზე კარგად სწორედ კეზერაშვილი შეძლებს... დაიწყება ახლა ანტისაოკუპაციო, სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა, რომელიც პირდაპირ მოემსახურება რადიკალიზაციის გაზრდას და ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას. ოღონდ მიშას გარეშე,’ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ანალიტიკოსი წერს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ იცვლება და საზოგადოება რადიკალიზაციის წინააღმდეგია ეგ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ.

„მოვლენები ისე განვითარდა ოპოზიციის რადიკალურ ფლანგზე, რომ აუცილებელი ხდება მიშას ჩახსნა „პოლიტ-ცენტრიდან“. გამომდინარე იქიდან, რომ:

1) ვერ მოხერხდა სააკაშვილის „თავგანწირვით“ რევოლუცია.

2) „ნაცმოძრაობის“ რეიტინგმა რეკორდულ მინიმუმს მიაღწია და რაც მთავარია ამერიკის ელჩის (კელი დეგნანი) განცხადებამ, რომ „კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ“ - წერტილი დაუსვა სააკაშვილის პატიმრობის უკანონობას და ის განწირულია სასჯელის ბოლომდე მოხდისთვის.

აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით: რადიკალების ყველაზე დიდი კონტრიბუტორი კეზერაშვილი შეეცდება, რომ ყველა ფინანსური რესურსი მიზანმიმართულად გახარჯოს და ოპოზიცია ახალ პლატფორმაზე გადაიყვანოს, სადაც იქნება „ყველა მინუს სააკაშვილი“. მელიას ვითომ „მეგობრული“ აღიარება, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ოპოზიციამო, ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ გამარგინალებული მიშა აღარავის სჭირდება და ახალი სწორი გეგმის დასახვაა საჭირო... ამ ახალ გეგმების დაფინანსებას კი ყველაზე კარგად სწორედ კეზერაშვილი შეძლებს... დაიწყება ახლა ანტისაოკუპაციო, სოციალური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა, რომელიც პირდაპირ მოემსახურება რადიკალიზაციის გაზრდას და ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას. ოღონდ მიშას გარეშე...

P.S. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ იცვლება და საზოგადოება რადიკალიზაციის წინააღმდეგია ეგ ვერ გაიგო ჩვენმა ოპოზიციამ. სამწუხაროდ ისევ იგივე უაზრო წრეზე იწყებენ მარათონს“, - წერს ანალიტიკოსი Facebook - ზე.

„ჩვენ კანონის უზენაესობას პატივს ვცემთ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ ბრალდებულად სცნო“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“.

ყველა სიახლე

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:25

სამართალი

რატი ბრეგაძე: ვინმეს ჯანმრთელობაზე საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან ექიმები და არ აქვთ სათანადო სამედიცინო მტკიცებულებები, სხვა თუ არაფერი, მარჩიელობაა

მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი და გარდა ამისა, არც რაიმე განსაკუთრებული ხასიათის კომპეტენცია გამაჩნია სამედიცინო სფეროში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 23:22

მსოფლიო

ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „სოციალ-დემოკრატების“, „მწვანეების“, თავისუფალი დემოკრატებისა და CDU/CSU-ს პარტიების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მხარი პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა.

30 ნოემბერი 2022, 22:53

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. ამიერიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2022, 22:38

საზოგადოება

კოკა კაციტაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა მიზნად.

30 ნოემბერი 2022, 22:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდა.

30 ნოემბერი 2022, 22:20

პოლიტიკა

ფრანგულ ბაგეტს UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა🥖

ქვეყანა დღეში 16 მილიონ ერთეულ ბაგეტს აწარმოებს. როგორც UNESCO-ს დირექტორმა ოდრი აზულაიმ აღნიშნა, ბაგეტი „ფრანგული სიცოცხლის ზეიმის ნიშანია“. „ბაგეტის დღიური რიტუალი და სტრუქტურა გაზიარებასა და მხიარულებასთან ასოცირდება. მნიშვნელოვანია, რომ ამის შექმნისა და სოციალური თვისებები მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა აზულაიმ.

30 ნოემბერი 2022, 21:58

მსოფლიო

მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მადრიდში უკრაინის საელჩოს თანამშრომელმა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში ბომბის აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

სტეფან ფრაპარი

30 ნოემბერი 2022, 21:50

სპორტი

პირველად ფეხბურთის ისტორიაში - კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე მინდორზე ქალებით დაკომპლექტებული მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს⚽

2014 წელს ფრაპარი პირველი ქალი მსაჯი გახდა საფრანგეთის „ლიგა 2“-ში. 5 წლის განმავლობაში მან 80 მატჩზე იმუშავა. 2019 წელს შედგა მისი დებიუტი „ლიგა 1“-ში. 2019 წელს ის „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის უეფას სუპერთასის ფინალის მთავარი არბიტრი იყო.

30 ნოემბერი 2022, 21:38

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველ საკითხებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიკამენტზე დაწესდება ფასის ზედა ზღვარი, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებული იქნება. შემოთავაზებული კანონპროექტით იცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში, რაც ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ენტონი ბლინკენი

30 ნოემბერი 2022, 21:16

მსოფლიო

ბლინკენი: ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს.

30 ნოემბერი 2022, 21:05

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას უერთდება

„ქართული ოცნების“ თბილისის ქალთა ორგანიზაციის წევრები ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარს ესტუმრნენ. საბჭოს წევრებმა კრიზისულ ცენტრში არსებული გარემო დაათვალიერეს და სახელმწიფოს მიერ, მათთვის შეთავაზებულ სერვისებს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავშესაფარში, რომელიც დღისა და ღამის ცენტრებს მოიცავს, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალებმა თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

ავსტრალიის ნაკრები

30 ნოემბერი 2022, 21:03

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე D ჯგუფიდან საფრანგეთი და ავსტრალია გავიდნენ⚽

ტუნისისა და საფრანგეთის შეხვედრა ანგარიშით 1-0 დასრულდა, იგივე ანგარიშით ავსტრალიამ დანია დაამარცხა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე საფრანგეთი (6 ქულა) და ავსტრალია (6 ქულა) გადავიდნენ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 20:55

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ეკლესიასთან და მშვიდობასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას

როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

30 ნოემბერი 2022, 20:50

სპორტი

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენებმა - ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 20:46

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რამაც ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მოგვცა

გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რამაც მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მათ შორის სოციალური ხარჯების სერიოზულად გაზრდის საშუალება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძე

30 ნოემბერი 2022, 20:42

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: უახლოეს დღეებში ველოდებით ცვლილებებს 2022 წლის ბიუჯეტში, ეს არის გამოწვეული გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლებით

უნდა დაბრუნდეს 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია და ასევე, უახლოეს დღეებში ველოდებით ცვლილებებს 2022 წლის ბიუჯეტში. ეს არის გამოწვეული გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლებით, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 20:35

მსოფლიო

ევროკომისია რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს

ევროკომისია რეკომენდაციით გამოდის, უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსების გაცემა შეჩერდეს, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო ფართო რეფორმების განხორციელება.

პელე

30 ნოემბერი 2022, 20:31

სპორტი

პელეს ქალიშვილმა მამის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი განმარტა

თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესხებ, რომ 82 წლის ფეხბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით პელეს ქალიშვილმა კელი ნასიმენტომ Instagram-ზე განმარტა, რომ მამის კლინიკაში მოხვედრა მის სიმსივნესთან ბრძოლას უკავშირდება, ჰოსპიტალიზაცია კი არც მოულოდნელი იყო და არც სასწრაფო.

გიორგი ცუცქირიძე

30 ნოემბერი 2022, 20:27

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: მეორე წელია გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არ არის შემთხვევითობა - ჩვენი ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება

მეორე წელი როცა გვაქვს ასეთი მაღალი ზრდა, ეს უკვე არ არის შემთხვევითობა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 19:44

პოლიტიკა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 1. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტებში ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება.