12 მარტი 2022, 18:02 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: წლების განმავლობაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აბრალებდნენ იმის თქმას სხვას, რაც თვითონ არა სიტყვით, არამედ საქმით ჰქონდათ გაკეთებული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საბედნიეროდ, რუსული ნარატივი არც სტრასბურგისა და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველოს ინტერესები დაგვეცვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს.

იგი აღნიშნული პოსტით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„საკუთარი ქვეყნის ღალატში დოკუმენტურად მხილებული მეხუთე კოლონა!..
ისტერიული თავისმართლება ბოლო ორი დღის განმავლობაში N1633 რეზოლუციაზე!..
მხოლოდ ფაქტები: რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებულია 2008 წლის 7 აგვისტო.

მე-5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“...

მე-6 პუნქტში რუსების მიერ წარმოებული ომი საპასუხო შეტევად არის მოხსენიებული.

რა თქმა უნდა, რეზოლუციაში ბევრი ისეთი საჩვენო პუნქტია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ძალიან არ მოეწონათ, ამიტომაც მათ საერთოდ დატოვეს დარბაზი, ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებმა კი პირიქით, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები უცვლელად რჩებოდა რეზოლუციაში.

უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი:
ხმების რაოდენობა რეზოლუციას ისედაც ჰყოფნიდა, ქართული დელეგაციის წევრების მხარდაჭერის გარეშე!

ეს იყო საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება (!), დაბრალება (!), რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის „არტილერიითა და კასეტური ბომბებით“ დაბომბვით დაიწყო „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“.

მეოთხე პუნქტს, სადაც ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოა მითითებული, თავისმართლებისას შეგნებულად არ ახსენებენ, რადგან მომდევნო პუნქტშივეა „აღწერილი“, რა მოხდა 7 აგვისტოს, რაც რეალობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედიოდა.

თითქმის, 10 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არავინ იცოდა რეზოლუციისა და მისი ამ ჩანაწერის შესახებ, მას საგულდაგულოდ მალავდნენ. როდესაც ფაქტი გამოაშკარავდა, რეზოლუციისთვის ხმის მიცემას თავიდან კომპრომისი დაარქვეს, ხანგრძლივი უპასუხობისა და დუმილის შემდეგ კი ამბობენ, რომ ომის დაწყების შესახებ არსად წერია, - თუმცა რეზოლუციის ტექსტი საჯაროა!

P.S. წლების განმავლობაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აბრალებდნენ იმის თქმას სხვას, რაც თვითონ არა სიტყვით, არამედ საქმით ჰქონდათ გაკეთებული: მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდაჭერით დააბრალეს ომის დაწყება საქართველოს.

საბედნიეროდ, იგივე (რუსული) ნარატივი არც სტრასბურგისა და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა და სამართლებრივ დავებში საქართველო ყველგან იმარჯვებს!

ლუსტრაცია გრძელდება!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

05 თებერვალი 2023, 14:41

სპორტი

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის პირველ შეხვედრა მოგებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით - დაამარცხა.

05 თებერვალი 2023, 14:26

მსოფლიო

გადატვირთული მუშაობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

გადატვირთულობის გამო ოდესის ელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რის გამოც 500 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცნობას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი ავრცელებს

05 თებერვალი 2023, 13:47

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 თებერვალი 2023, 13:40

საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 თებერვალი 2023, 13:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თურმე გიული ალასანიაც „მზადაა“ ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა მისაღები ყოფილა

არ ფარავენ თავიანთ ზრახვებს - ომი და უბედურებაა მათი მიზანი. საკაშვილიც ამ მიზნით შემოვიდა ქვეყანაში და თურმე გიული ალასანიაც "მზადაა" ომისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისთვის ყველაფერი და ყველა ფორმა ყოფილა მისაღები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიული ალასანიას განცხადებას.

05 თებერვალი 2023, 13:22

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან

საქართველოს გარე და შიდა მტრებო, ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.

გია აბაშიძე

05 თებერვალი 2023, 13:11

პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს - დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს

სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს საქართველოს ხალხს. ეს არცაა გასაკვირი, ნაცრეჟიმის ცხრაწლიან პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს, დედამისს და ჩეკისტ ბიძამისს არ ადარდებდათ ჩვენი ქვეყანა და მისი საზოგადოება - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

05 თებერვალი 2023, 13:06

სპორტი

„ბორჯღალოსნების“ და გერმანიის მატჩი დაიწყო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრაზე გერმანიას ხვდება.

ზაალ ანჯაფარიძე

05 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა

გუბაზის და ჩალაძის მოწოდებებს ქუჩის ომისკენ გიული ალასანიას ხმაც შეემატა. აბა როგორო? ყველა გზა უნდა მოვსინჯოთო.. მოსინჯონ! და ისინიც მოსინჯავენ რაღაც რაღაცებს - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

05 თებერვალი 2023, 12:46

მსოფლიო

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი სამხედროებისთვის გაუქმებული ფულადი პრემიების დაბრუნებას სთხოვენ

უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვენ, უკრაინელ სამხედროებს გაუქმებული ფულადი პრემიები დაუბრუნოს. საუბარია 30 000 გრინვაზე. შესაბამისი ელექტრონული პეტიცია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე 31 იანვარს გამოჩნდა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

05 თებერვალი 2023, 12:24

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია

ევროკომისიის ანგარიშს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. ელჩის განმარტებით, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ელოდება.

05 თებერვალი 2023, 11:55

სამართალი

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თელავის სატყეო უბნიდან უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის 5 მ3-მდე მეორე ხარისხის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას მოქალაქე სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.

გიული ალასანია

05 თებერვალი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიული ალასანია ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

05 თებერვალი 2023, 11:25

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 347-ე დღეს

რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედება უფრო ხისტი ხდება. ოკუპანტები დონეცკის ოლქში გააქტიურდნენ. შეტევით ოპერაციები გააქტიურდა ლიმანის მიმართულებითაც. რეგიონი ფრონტის ხაზის ეპიცენტრად რჩება. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ. ამ კვირაში ოკუპანტებმა დაახლოებით, ქალების ციხიდან 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინეს.

05 თებერვალი 2023, 11:14

სპორტი

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია - წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები გერმანიასთან გამართავს

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია. საქართველოს ნაკრები 2023 წლის პირველ შეხვედრას გერმანიასთან ჩაატარებს. ლევან მაისაშვილის გუნდში წინა შეხვედრებისგან განსხვავებით 8 ცვლილებაა. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.

05 თებერვალი 2023, 10:53

ტექნოლოგიები

Samsung-მა Galaxy S23 სერიის სმარტფონები წარადგინა

Galaxy-ის ახალი მოდელების კამერა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ Galaxy-ის სმარტფონებში პირველად, Galaxy S23 Ultra-ს 200MP-იანი კამერა ექნება, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.

05 თებერვალი 2023, 09:59

მსოფლიო

უნიკალური Bugatti Chiron Profilée აუქციონზე $10.7 მილიონად გაიყიდა

ავტომოყვარულებსა და კოლექციონერებს Bugatti-ს უნიკალური მოდელის, Chiron Profilee-ს შესაძენად უკანასკნელი შანსი ჰქონდათ. ჰიპერქარი საფრანგეთში, Sotheby’s-ის მიერ გამართულ აუქციონზე 10.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გიორგი ხელაშვილი

05 თებერვალი 2023, 09:39

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ევროკომისიის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ, იმედია, ეს მისცემთ სიმამაცეს, წინ აღუდგნენ ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკერიებს

„როცა მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება არა ერთი და ორი, არამედ დაახლოებით თორმეტი ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ემოციურად ან რაღაც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება, ევროპის შიგნით რომელიმე დიდი ქვეყნის ჩარევით. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ საქართველო გეოგრაფიულად სხვაგან მდებარეობს და ამიტომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად გაითვალისწინეს. ეს ახალი დოკუმენტი საკმაოდ მძლავრად პასუხობს მთელ ამ ფსევდოარგუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ლევან იოსელიანი

05 თებერვალი 2023, 09:02

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, უნდა უარყოს ჩალაძის განცხადების შინაარსი

როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და გაემიჯნოს ამ განცხადების შინაარსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

05 თებერვალი 2023, 08:31

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.