05 მაისი 2022, 12:58 / სანდო წყარო

ვახტანგ მეგრელიშვილი: არ მჯერა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია

ვახტანგ მეგრელიშვილი

ვახტანგ მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკასთან საუბარი მაინტერესებს, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია. მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რაღაცნაირი რეცეპტი პოლიტიკურ ნაწილშია და არა – სამედიცინოში, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა, მან დროებით მაინც დატოვოს ქართული პოლიტიკა.

„თავს ექიმად რომ ვგრძნობდე, შეიძლება, ამან დამაინტერესოს, რათა გავერკვიო სიტუაციაში, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ 20 წლის წინ ეს მექნა, მაგრამ ახლა იმის განწყობაზე არ ვარ, ეს გავაკეთო. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკასთან საუბარი მაინტერესებს, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია. მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რაღაცნაირი რეცეპტი პოლიტიკურ ნაწილშია და არა – სამედიცინოში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან მომწონს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა ჯგუფს ისე უცნაურად აყალიბებს, ტექნიკურად მივხვდი, მაგრამ არ მაინტერესებს. ანუ, საუბრის არეალს ტყუილად მიზღუდავს, მე სხვა რამეზე საუბარი მინდა და იქნებ, მასაც აწყობს. ვფიქრობ, მისი პრობლემის წყაროა თავისუფლების აღკვეთა და სასაუბროა იმაზე, როგორ შეიძლება, ციხიდან გათავისუფლდეს. მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მათ შორის ომის დასრულებაა იმის წინაპირობა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე აღმოჩნდეს და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახს და ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, ერთ მილიონ ადამიანს უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. შეიძლება, კარგ რამეს არ ვამბობ, მაგრამ ის, რომ ცუდად იყო, ამ ერთ მილიონ ადამიანს მაინც და მაინც არ ეწყინება. ამ ხალხის წარმომადგენელია „ქართული ოცნება“. სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს და იმას მიხედოს, რაც უკვე ვთქვი. რას ნიშნავს ქართული პოლიტიკის დატოვება იმ ადამიანის მიერ, ვინც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ კონცერტს აწყობს თვითონ და მისივე მეგობრების სახით – ხან აქციებია, ხან შიმშილი, ეს არის არათანმიმდევრობა. მისი გათავისუფლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ერთადერთია ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს, რადგან მის სიტყვას კაციშვილი არ ენდობა. ანუ, რაღაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ვინმემ დაიჯეროს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წევრ ექიმებს მოუწოდა, მოინახულონ ის როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა, როგორც პაციენტზე და არა პოლიტიკოსზე.

ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 13:23

პოლიტიკა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხში 1-2-3 ივნისს გაიმართება

პროექტში მონაწილეობს: ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120 ბავშვი, რომელთა ასაკი განსაზღვრულია 10-დან 18 წლამდე. ჩართულები არიან სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები, ანსამბლები.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა

2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:15

საზოგადოება

2022 წლის მონაცემებით მობილური აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა

2022 წელს, საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია 160%-დან 170%-მდე გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, აბონენტების რაოდენობამ 5.8 მილიონს გადააჭარბა, 2021 წელს კი, მობილური აბონენტების რაოდენობა 5.5 მილიონი იყო.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და არა სხვა ქვეყანაში, იყო უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ

დღემდე არ მესმის, ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 13:12

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

31 მაისი 2023, 13:10

ჯანდაცვა

თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ცეზარ გარიდოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით

მე და ირაკლი ღარიბაშვილს გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სხვადასხვა პრინციპულად მნიშვნელოვან თემაზე, როგორც ტელეფონით, ისე შეხვედრების სახით, გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 13:08

რეგიონი

უზბეკი ჟურნალისტები ბათუმზე მასალებს ამზადებენ

აჭარაში მოგზაურობის შესახებ უზბეკი ჟურნალისტები სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის მონაწილეებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები

31 მაისი 2023, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები

„აქაც იგივე მიზეზია [რაც 26 მაისის ღონისძიებაზე არდასწრების დროს] რეალურად არცერთ ასეთ ცერემონიულ ღონისძიებას არ ვესწრები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ღონისძიება, ღონისძიებები სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირები“

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 12:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, ფოტოგრაფების უკანონო დაპატიმრება მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო

ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო. მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების გამო ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს - ეს იყო უბრალოდ გაუგონარი მოვლენა, რომელიც აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 12:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე

„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 12:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში

„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს ნაცმოძრაობის დაშლას“, - განაცხადა კობახიძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 მაისი 2023, 12:40

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი

პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:29

სამართალი

ალექსანდრე ტაბატაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას პოლიციის დღეს ულოცავს.

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:24

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური პრემიერის კრიტიკაზე: ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ - ოპოზიციური არხებიც

ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც, - ასე შეაფასა ვახტანგ გომელაურმა კრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

ვახტანგ ცინცაძე

31 მაისი 2023, 12:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

31 მაისი 2023, 12:20

საზოგადოება

სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:18

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც

„თქვენ მეუბნებით, რომ ვმალავთ? სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა [თბილისის ცენტრალურ უბნებში], მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია“

ვახტანგ გომელაური

31 მაისი 2023, 12:12

სამართალი

ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 12:07

სამართალი

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება

ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.