imedi /  09 მაისი 2022, 10:21 / სანდო წყარო

Seeking Alpha: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

სატრასტო ფონდ Green Vals-ის მუშაობაში ჩავარდნების პასუხად, ბენეფიციარებმა სასამართლო პროცესი წამოიწყეს და Guernsey Court-ში დავობენ ბანკის მიერ დანიშნული ნდობით აღჭურვილი პირის მხრიდან ნდობის დაკარგვისა და პოლიტიკური წნეხის მნიშვნელოვან საკითხებზე. სასამართლო პროცესი იყო სატრასტო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებების სერიოზული დარღვევების შედეგი ბენეფიციართა აქტივების მართვისა და კლიენტების კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ნაწილში, - ამის შესახებ Seeking Alpha წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ბენეფიციარებმა ამ დარღვევების შესახებ რამდენჯერმე გამოთქვეს უკმაყოფილება ნდობით აღჭურვილი პირისადმი მიწერილ წერილში, რომელმაც დაადასტურა, რომ სატრასტო ურთიერთობა შემოთავაზებული და დანერგილი იქნა ბანკის მიერ ბენეფიციართა ინტერესების დასაცავად და საჭირო თანხების გამოყოფის უზრუნველსაყოფად.

„2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა ითხოვეს თანხების ათვისება, რომლის ვიზირებაც ნდობით აღჭურვილმა პირმა 2022 წლის 4 აპრილს მოახდინა და რითაც ფინანსური ზიანი მიაყენა ბენეფიციარებს. ამ პერიოდში ნდობით აღჭურვილმა პირმა არაგონივრულად გამოითხოვა ინფორმაცია და თხოვნაში დაგვიანების მიზეზად მიუთითა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური გარემო, თან ვერ მოახდინა მისი პირველადი ფუნქციის შესრულება - ვერ მოახდინა მინდობილი აქტივების მართვა ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. თავად ბენეფიციარებს კავშირი არ გააჩნიათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არც რაიმე სანქციის ქვეშ მოყოლილან. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში. ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ნდობით აღჭურვილმა პირმა ჯერ ვერც ელემენტარული გადამოწმება განახორციელა და ვარაუდობს, რომ ბატონი ბიძინა არა მხოლოდ დისკრიმინირებულია სატრასტო ფონდის მიერ, არამედ ასევე დაუქვემდებარეს ბანკის პოლიტიკური წნეხის კამპანიას.

2022 წლის 4 მარტის წარუმატებელი ინსტრუქცია არ იყო ცალკეული შემთხვევა. იგივე მეთოდები იქნა გამოყენებული 2022 წლის 14 აპრილით დათარიღებული კლიენტის ინსტრუქციის შემდეგ, როდესაც კლიენტმა წერილობითი მითითებები გასცა თანხების შემდგომი ათვისების შესახებ და ინფორმაცია მიუთითა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, თანხების ათვისება ბენეფიციართა უფლებების დარღვევად რჩება. ნდობით აღჭურვილი პირის მიერ აქტივების მართვა და თანხები, რომლებიც იქნა ათვისებული არ უკავშირდება სასამართლო დავას ან მის შედეგებს. ეს აქტივები ცალკე ფინანსური ინსტრუმენტებია.

ბატონი ივანიშვილის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „ბატონი ივანიშვილი ძალიან უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იმართება მისი აქტივები. პრინციპში, ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის მიზანსა და პრინციპებთან. რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ნდობით აღჭურვილი პირის ქმედებები წინააღმდეგობრივია და მას არ გააჩნია ეკონომიკური ლოგიკა და თან საშიშ პრეცედენტს ქმნის. ბენეფიციართა ეს პოზიცია მკაფიოდ იქნა განსაზღვრული 2022 წლის 14 და 29 აპრილით დათარიღებულ წერილებში. არადა ამ უკანასკნელზე პასუხი არასოდეს გაუცია ნდობით აღჭურვილ პირს, რადგან ნათელია, რომ მას არაფრის თქმა აღარ შეუძლია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებს ან ურთიერთობას უკავშირებს საერთაშორისო პოლიტიკას, რასაც პოლიტიკური წნეხის ფორმა ეძლევა ან სხვა ფაქტორებით განიმარტება. კლიენტს თავისი არგუმენტები გააჩნია მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ და დეტალებს შესაბამის დროს დააკონკრეტებს. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო გარჩევას და არც მის შედეგებს. პროცესის შედეგები ძირითადად ნათელი და პროგნოზირებადია“.

ბატონი ივანიშვილის მიერ ბანკისა და მისი სტრუქტურული ერთეულების წინააღმდეგ ინიცირებული გლობალური პროცესი მრავალი წელია მიმდინარეობს. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც სრულად კმაყოფილდება მომჩივანთა - მათ შორის ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის - სარჩელი. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის სასამართლო დავის შემდეგ თავს 2022 წლის სექტემბერში განიხილავს. ორ სარჩელს შორის არსებული მსგავსების გათვალისწინებით დიდად სავარაუდოა, რომ ბატონი ივანიშვილის მოთხოვნა წარმატებით დაკმაყოფილდება.

ამასთანავე, ბატონი ივანიშვილი აგრძელებს ძალისხმევის გასაჯაროვებას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით და ყოველივე ამის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საკითხის სწორ შეფასებასთან დაკავშირებით. მომდევნო კვირების განმავლობაში ბატონი ბიძინა აპირებს მთელი რიგი პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშორისო მედიის წარმომადგენელთათვის. ყოველივე ამით დეტალურად განიმარტება თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ბანკი კონკრეტულად და შვეიცარიის საბანკო სისტემა ზოგადად, და ის თუ რამდენად დაუცველია ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში გამოძიებისას. ამასთანავე, დეტალურად იქნება განსაზღვრული რა ტიპის საინვესტიციო პროდუქტების შეთავაზება ხდება კლიენტებისადმი ინვესტიციების მართვის ნაწილში, მათ შორის ნდობით აღჭურვილი ურთიერთობების ფარგლებში, რაც ზღუდავს კლიენტებისა და ბენეფიციართა უფლებებს. იქვე დაკონკრეტდება თუ როგორ შეიძლება ნდობით აღჭურვილ პირთა კეთილი ნება ზღუდავდეს ან აღკვეთდეს წვდომას თანხების ათვისებაზე. შვეიცარიის საბანკო სისტემის მარეგულირებელ ორგანოს არ გააჩნია ქმედითი ინსტრუმენტები შვეიცარიის საბანკო სისტემაში უხეში დარღვევების აღსაკვეთად. შვეიცარიის პროკურატურა ბანკებს იცავს და უძლურია ისინი ანგარიშვალდებულნი ამყოფონ. ამის ნაცვლად მხოლოდ ფიზიკური პირების წინააღმდეგ ხდება ვალდებულებების დაკისრება, რაც „მარტოხელა მგლის“ პრინციპით ხდება. შვეიცარიის სასამართლო სისტემამ ბანკს უბრძანა მოპარულად მიჩნეული თანხების კლიენტისადმი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოხდეს, როდესაც თანხების ამოღება მოხდებოდა მესამე მხარისგან, თან პროკურატურა უთითებს, რომ თანხები ბანკის მიერ დაბრუნებას ექვემდებარება. ამის მიუხედავად, ბანკს არ დაუბრუნებია მოპარული თანხები და ამას იმით ხსნის, რომ ფული მესამე მხარისგან ჯერ არ ამოუღია, მათ შორის არც კლიენტთან ურთიერთობის გარდაცვლილი მენეჯერისგან.

ბატონი ივანიშვილი მედიასთან ყველა შეხვედრას თითოეულ ზემოხსენებულ საკითხს დაუთმობს და მითებს დაამსხვრევს შვეიცარული საბანკო და სასამართლო სისტემების ვითომდა შეულახავი რეპუტაციის შესახებ. ამ თემებთან დაკავშირებით, ბატონი ბიძინა კონკრეტულად ისაუბრებს ბოლოდროინდელი პოლიტიკური წნეხის შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა დაადგინა მან ბანკისა და ნდობით აღჭურვილი პირის თაობაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

27 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა

რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:10

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ

2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი, - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას

დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვლი

26 მაისი 2022, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

26 მაისი 2022, 23:27

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა. ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:24

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ - ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი. რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:19

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის დიდი დღეა. მით უმეტეს, ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს და ეს ასახული იყო კონკრეტულ ნაბიჯებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩი

26 მაისი 2022, 23:00

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება

დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლაფ შოლცი

26 მაისი 2022, 22:21

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

რიინა კალიურანდი

26 მაისი 2022, 21:53

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანდრიუს კალინდრა

26 მაისი 2022, 21:26

პოლიტიკა

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 მაისი 2022, 20:57

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ორი ამოცანა გვაქვს - დავეხმაროთ უკრაინას და არ დავუშვათ ომის ესკალაცია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.

26 მაისი 2022, 20:43

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

26 მაისი 2022, 20:36

საზოგადოება

ილია მეორე: ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეი ლიოტა

26 მაისი 2022, 20:31

კულტურა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია - განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კევინ სპეისი

26 მაისი 2022, 19:51

ტაბლოიდი

ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ზურაბ აზარაშვილი

26 მაისი 2022, 19:42

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.