10 მაისი 2022, 20:29 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გამოცდილი გვაქვს, რა არის ომი, ეს ყველაფერი გავიარეთ და ვიცით, რა შედეგები მოჰყვება, საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ამას არ დაუშვებს

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ გამოცდილი გვაქვს რა არის ომი, ეს ყველაფერი გავიარეთ და ვიცით, რა შედეგები მოჰყვება. ამაში საკმაოდ მყარად დგას ხელისუფლებაც და საქართველოს მოსახლეობაც, რომ ამას არ დაუშვებს, მაგრამ გაუგებარი ეჭვები აძლევს იმის ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ამ შემთხვევაში ქალბატონ ხათუნასაც, რომ ეს კითხვები დაისვას. ჩვენი მხრიდანაც ვერ უარვყოფთ, რომ ეს კითხვები არსებობს და გვინდა პასუხები, რას ნიშნავს - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან, მაინც არის ორკესტრირებული შეტევის მცდელობა.

„რაღაცნაირად ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, ამ გაუგებარი არსების გაუგებარი დამოკიდებულება ავადმყოფობასთან და გადაყვანასთან დაკავშირებით, მოთხოვნები, ამ სიტუაციის ერთიანობა გარკვეულწილად შეიმჩნევა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, პირდაპირ მოუწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსულ საქმეს აკეთებს და რუსეთთან არის კავშირში. ამაზეც ხომ პასუხებია გასაცემი. გასაგებია, რომ ომია, მაგრამ ის ადამიანები ომში ჩართულები არიან და თან ყოველგვარი ფაქტების გარეშე გადანაშაულებენ. ამ ყველაფერს ჩვენი პარტნიორები უყურებენ. რა თქმა უნდა, არის რიგი პასუხები, სადაც მყარად დგანან საქართველოს ხელისუფლების გვერდით და ამ ყველაფერს უარყოფენ, მაგრამ უფრო მკაფიო განცხადებებიც გვინდა და პასუხებიც გვინდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში უკრაინის გვერდითაც ვართ და ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ. ყველა თემაში ვართ მაქსიმალურად ჩართულები და ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ და მეორე მხრივ, რომ რაღაც მცდელობები არის და ერთმანეთთან რაღაცები დაკავშირებულია, ეჭვს აჩენს. გამოაქვეყნეს რაღაც გაუგებარი სატელეფონო ჩანაწერი მეგობართან, სადაც არაფერი მსგავსი არ არის და ამაზე ჰქონდა აპელირება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. ამას დაემთხვა ბანკის თემა. არ ეკადრება შვეიცარიის ბანკს როგორც მოიქცა, პროცესი წააგო და ასე იქცევა. ესეც ეჭვის საფუძველს იძლევა, რადგან შვეიცარიის ბანკები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე მყარი, დაცული და სანდო. მიუღებელია ასეთ სიტუაციაში ამგვარი საქციელი. ჩვენი კითხვები ლეგიტიმურია და ეს კითხვები უნდა ამოიწუროს იმისთვის, რომ გზაზე, რომელიც არჩეული გვაქვს მყარად ვიაროთ. ჩვენ პარტნიორები გვინდა იმისათვის, რომ მყარად დაგვიჭირონ მხარი და ერთად ვიაროთ. თუ ახლა აქ სიტუაციის ასარევად ეძლევა საშუალება და კომენტარიც არ კეთდება, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა, შეიძლება სატელეფონო საუბარზე გიგაური აკეთებდეს კომენტარს? პირდაპირი შეტევა მიდის ხელისუფლებაზე. ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, თავის საქმეს აკეთებს და ამაზე საუბრობს ოპოზიცია და მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, რატომ ხდება რომ ის ადამიანები, რომლებიც ფინანსდებიან აშშ-დან, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასეთ ქმედებებს ჩადიან. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ჩვენც გვაინტერესებს, თორემ ჩვენ მყარად ვდგავართ და გვჯერა ჩვენი პარტნიორების და იმ გზის, რასაც ვაკეთებთ და გვინდა რომ ამაში სრული მხარდაჭერა გვქონდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინისადმი არანაირად არ შეიცვლება.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ერთიანები ვართ იმაში, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გვერდით. ეს ფაქტებითაც აღინიშნა, თუმცა გაუგებარია მათი გამონათქვამები. ჯერ იყო ქილიკი „ხომ არ წახვიდოდით, გაისეირნებდით ცხინვალში და სოხუმში“, ეს ყველაფერი ხომ ერთმანეთთან რაღაცნაირად კავშირშია, ესენი ხომ უბრალო მოქალაქეები არ არიან, ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში და ასეთი მოწოდებები საქართველოს მიმართულებით, არც დამალეს, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში ჩაერთვებოდა და რუსეთს ზურგით დაარტყამდა და ა.შ., ან ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ იყოს, ამას გააკეთებდა. ამას ვიღაც არ ლაპარაკობს, ამას ლაპარაკობენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პრეზიდენტის მრჩევლები და ა.შ. ეს თავისთავად იწვევს ეჭვს უბრალო მოქალაქეშიც და ნებისმიერი ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, გაუჩნდება ეჭვი. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვერდით ედგეს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმაზე, განაცხადის შეტანაზე და ა. შ. ერთის მხრივ ამას ყველაფერს ვაკეთებთ და მეორეს მხრივ ვხედავთ გაუგებარ დამოკიდებულებას. ეს აჩენს ეჭვს, კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს. თუმცა, ის, რომ აშშ ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია და მისი პოზიცია და საქართველოს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას, ლეგიტიმური კითხვები არსებობს და აუცილებელია პასუხი გაეცეს“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

27 მაისი 2022, 00:22

პოლიტიკა

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:20

პოლიტიკა

ნიკუშა შენგელაია: საზოგადოებისა და ხალხის დიდი ნაწილი შეთანხმებულები არიან, რომ უნდათ მშვიდობიანი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა

რაც ეხება ხელისუფლებას, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობას ვხედავ, მაგრამ იმ ნაწილს, რომელსაც მოიხსენიებენ ოპოზიციად და განსაკუთრებით რადიკალურ და რევაშინსტულ ნაწილად, რა თქმა უნდა, მათ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ ექნებათ - მათი მოწოდება არ არის, რომ ქვეყანაში ეს სიტუაცია იყოს, მათი მოწოდებაა, ოღონდ ჩვენ ვიყოთ და მერე დანარჩენი ყველაფერი, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ნიკუშა შენგელაია

27 მაისი 2022, 00:10

საზოგადოება

ნიკუშა შენგელაია: არასდროს არ იქნება არანაირი შანსი იმისა, რომ საქართველო ისევ ჩაბარდეს ადამიანებს, რომლებიც ევროპაში თავიანთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

ერთი სურვილი აქვთ ალბათ ზოგიერთებს, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. და მერე რა? ქართველი ხალხი ამის გამო მათ დაუდგებათ გვერდით? რისი იმედი აქვთ? ქართველ ხალხს კარგი მეხსიერება აქვს, კარგად არჩევს, ვინ ვინ არის და რისთვის იღწვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა, ნიკუშა შენგელაიამ განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:56

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა და ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ

2011 წლის 26 მაისი არის ის მოვლენა, რომელმაც ადამიანები შეიწირა. ეს სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა არა გარეშე ძალამ, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ წინასწარი განზრახვით, რომ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო. არნახული სისასტიკით გაკეთდა ყველაფერი, - განაცხადა პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში.

ირაკლი ბათიაშვილი

26 მაისი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: დღეს ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ, რისკებსა და საფრთხეებს ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას

დღეს ჩვენს თავზე უამრავი რისკი ჰკიდია, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ყალბი იდეოლოგიის ტყვეობის ქვეშ. რისკებსა და საფრთხეებს ყველა ადეკვატურად აფასებს და სტაბილურად ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვლი

26 მაისი 2022, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვლი: ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ხონჩით არ მიგვიღია

ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ბრძოლით, ეს დამოუკიდებლობა ჩვენ ხონჩით არ მიგვიღია, - ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

26 მაისი 2022, 23:27

რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთაში დასრულდა

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მცხეთაში, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები გაჟღერდა. ღონისძიება მცხეთაში გალა-კონცერტით დასრულდა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:24

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ადამის დროიდან ძმები ბერძენიშვილები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. გავიხსენოთ პუტჩის პერიოდი და შემდეგ - ყოველთვის იდგნენ ისტორიის ყველაზე ბნელ და შავ მხარეს. ეს ყველაფერი მათ ყოველ გამოსვლასა თუ განცხადებაში იყო ცასავით ნათელი. რას ველოდებით ბერძენიშვილებისგან და იმ მაბეზღარი ხალხისგან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებში, და აბეზღებენ საქართველოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

გიორგი გამსახურდია

26 მაისი 2022, 23:19

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს

დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის დიდი დღეა. მით უმეტეს, ჩვენმა ერმა საკმარისი ფასი გაიღო, რომ საუკეთესო მომავალი ჰქონდეს და ეს ასახული იყო კონკრეტულ ნაბიჯებში ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, - ამის შესახებ Საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

ალექსეი არესტოვიჩი

26 მაისი 2022, 23:00

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება

დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

ოლაფ შოლცი

26 მაისი 2022, 22:21

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.

რიინა კალიურანდი

26 მაისი 2022, 21:53

პოლიტიკა

საქართველოში ესტონეთის ელჩი: ძვირფასო ქართველებო, ესტონეთი ყოველთვის თქვენს გვერდით იდგა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, რიინა კალიურანდი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ანდრიუს კალინდრა

26 მაისი 2022, 21:26

პოლიტიკა

ანდრიუს კალინდრა: ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა

საქართველო მოქალაქეებს ვულოცავ მათი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

26 მაისი 2022, 20:57

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ორი ამოცანა გვაქვს - დავეხმაროთ უკრაინას და არ დავუშვათ ომის ესკალაცია

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინაში ორი ამოცანა აქვს - დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია. ამის შესახებ მან ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.

26 მაისი 2022, 20:43

საზოგადოება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე

26 მაისი 2022, 20:36

საზოგადოება

ილია მეორე: ყველა ქართველს, ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რეი ლიოტა

26 მაისი 2022, 20:31

კულტურა

მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რეი ლიოტა 67 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს. ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში გარდაიცვალა, სადაც ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

დავით ზალკალიანი

26 მაისი 2022, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია - განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავ ყველა ჩვენს თანამემამულეს და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, ქართველებს ბევრი წინააღდმეგობის გადალახვა მოგვიწია. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი წლებში გამოვიარეთ ომები და პოლიტიკური დაბრკოლებები. ამ ყველაფრის ფონზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით თანამედროვე ქვეყანა, რომელიც იმართება უმაღლესი დასავლური სტანდარტებით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ზალკალიანი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

კევინ სპეისი

26 მაისი 2022, 19:51

ტაბლოიდი

ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ზურაბ აზარაშვილი

26 მაისი 2022, 19:42

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.