imedi /  13 მაისი 2022, 18:14 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ის ფაქტი, რომ ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

,,ნაციონალური მოძრაობის“, უკრაინის ხელისუფლებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, ამერიკულმა მხარემ ბრძოლაში ჩართო ვინმე პიანტკოვსკი, რომელიც წარმოშობით რუსია და ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა პიანტკოვსკის მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ, ეს ადამიანია, რომელიც მოითხოვს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორებული იყოს საქართველოს,’’ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის’’ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეუქმნა შვეიცარიულმა ბანკმა გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მისი ვარაუდით, ეს პროცესი შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.

,,პიანტკოვსკიმ პირდაპირ მიუთითა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, უნდა დაწესდეს სანქციები და ამისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ვინმე ანდრეი ერმაკოვი და ასევე, მაქფოლი - რომელიც ბაიდენთან დაახლოებული პირია, რომელსაც, მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით ლობირება შეუძლია. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა რომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეფექტურად სანქციები არ მუშაობს. მოდით განვიხილოთ პროცესი რაც მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის, რომ მას ფაქტობრივად აუკრძალეს შვეიცარიული ბანკის საშუალებით გადარიცხვების გაკეთება, მას არ მისცეს საშუალება, რომ იმ ვადებში რა ვადებსაც ითვალისწინებდა პროცესი, გადმოცემული ყოფილიყო მისი კუთვნილი ვერტმფრენი და ნახატები. ეს იყო ერთგვარი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას ალბათ, განეცხადებინა თანხმობა ომთან დაკავშირებით. რაც შეეხება, თვითონ იმ ფაქტს, რომ ეს ვერტმფრენი გადმოცემული იქნა დაგვიანებით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რომ მათ სურთ, არა მხოლოდ სანქციების გამოცხადება და ამით ივანიშვილის შეზღუდვა, არამედ შესაძლებელია, ისინი ფიქრობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, ერთადერთი გზა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის - რჩება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაცია. აქედან გამომდინარე, ჩანს, რომ ის ვერტმფრენის არ გადმოცემის პროცესიც, გადარიცხვების შეზღუდვის პროცესიც, ემსახურება არა მხოლოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გახადონ იძულებული, მართლაც დატოვოს ქვეყანა და მისცეს საშუალება მეორე ფრონტის გახსნას,’’ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ასევე, მან ისაუბრა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის უფლებებს ქართული საზოგადოება დაიცავს. ,,დღეს, ეს რისკები არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთის მხრივ, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის უფლებები და მისი სიცოცხლე და, მეორე მხრივ, გაერთიანდეს იმ პრობლემის წინააღმდეგ, რასაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ჰქვია,’’ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 მაისი 2022, 02:02

მსოფლიო

ზელენსკი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციაზე: უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხლები სჭირდება.

17 მაისი 2022, 01:34

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა.

17 მაისი 2022, 01:32

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მეგა შოუ დაიწყო - ვის ჰქონდა მორგებული მზის ნიღაბი

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბრიტანული შოუს ანალოგი „ვინ ვინ არის“ დაიწყო. პროექტი, რომელიც 2011 წლის „იქს ფაქტორის“ პრემიერის შემდეგ ყველაზე მაღალრეიტინგულია და 28 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართულ ტელესივრცეში პირველად „იმედის“ მაყურებელმა იხილა.

17 მაისი 2022, 01:14

მსოფლიო

Reuters: „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2022, 00:52

ტექნოლოგიები

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დახასიათებებისაგან კომპანიამ თავი შეიკავა, მან AR-სათვალის ერთი საინტერესო გამოყენება – სინქრონული თარგმანი წარმოადგინა. როგორც Google-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მათ სათვალეს მოსაუბრე მხარეების მოსმენის საშუალება ექნება, რის მერეც ის ამ ტექსტს Google Translate-ის მეშვეობით თარგმნის და თარგმნილ ტექსტს სათვალის შუშაზე გამოსახავს.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 00:40

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნინო ლომჯარიამ მიკერძოებულობის ტვირთისგან გათავისუფლების ეს შანსიც გაუშავა ხელიდან

ნინო ლომჯარიამ მიკერძოებულობის ტვირთისგან გათავისუფლების ეს შანსიც გაუშავა ხელიდან, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას „იმედის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლაზე.

გიორგი ცაგარეიშვილი

17 მაისი 2022, 00:29

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“?

ლომჯარია რომ წავა თანამდებობიდან, რით უნდა დაამახსოვრდეს საზოგადოებას მისი მგზნებარე, ძლევამოსილი და მჩქეფარე კარიერა? იმით, რომ თავგადაკლული ფანი იყო მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

17 მაისი 2022, 00:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა

ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ხდება, რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცეები თვლიან, რომ ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რახან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

17 მაისი 2022, 00:07

მსოფლიო

Reuters: „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ადგილზე მყოფ თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გამოვიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 მაისი 2022, 23:48

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რომ დაინახეს, რეალური იყო, დაეკარგათ კონტროლი „რუსთავი 2-ზე”, დაიწყეს მისი გაკოტრება - ტელეკომპანია, რომელიც სასამართლო დავის დაწყებამდე იყო მომგებიანი, გახდა გაკოტრებული კომპანია

„რუსთავი 2“-ის თემა წინააღმდეგობებით არის სავსე და ყველას თავისი პოლიტიკური გადმოსახედი აქვს, მაგრამ ნეიტრალური და ობიექტური ხედვაც უნდა გამოვიმუშაოთ. თუ, საქმეს პოლიტიკურ იარლიყებს მოვაშორებთ და საქმის შინაარსს გავყვებით, ეს უფრო მეტად დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. მე არ ვამბობ, რომ უნდა განვიხილოთ ყველა ნიუანსი. ყველა ნიუანსი არც მე ვიცი, არც თქვენ და არცერთმა რესპონდენტმა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, -განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია ,,ჯორჯიან თაიმსის’’ ეთერში.

16 მაისი 2022, 23:08

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ დაარწმუნეს უნგრეთი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოზე ვეტო მოეხსნა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ დაარწმუნეს უნგრეთი, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაგეგმილ ემბარგოს შეერთებოდა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კილიან მბაპე

16 მაისი 2022, 23:06

სპორტი

ესპანური მედიის ცნობით, მბაპე და „რეალი“ ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ

კილიან მბაპე და მადრიდის „რეალი“ გასულ კვირას ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ესპანური სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. 23 წლის ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს, სვარაუდოდ 1-ელი ივლისიდან შეუერთდება.

16 მაისი 2022, 22:24

საზოგადოება

საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 მაისი 2022, 22:16

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ და სტოკჰოლმი და ჰელსინკი ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არდაკავების გამო გააკრიტიკა.

დმიტრო კულება

16 მაისი 2022, 21:27

პოლიტიკა

დმიტრო კულება: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუს მინიჭების წინააღმდეგი წავა

საკითხი რომელიც ჯერ კიდევ გადასწყვეტია - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა. მე ავუხსენი კოლეგებს, რომ უნიკალური მომენტია, რადგან საზოგადოებრივი აზრი უკრაინაშიც და ევროპაშიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკორდულად მაღალია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მელანი ჟოლი

16 მაისი 2022, 21:20

მსოფლიო

კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჟოლიმ განაცხადა, რომ კანადა შვედეთისა და ფინეთის ნატოში სწრაფი გაწევრიანების მომხრეა.

ბაკურ ბაკურაძე

16 მაისი 2022, 21:09

საზოგადოება

ბაკურ ბაკურაძე: ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება - ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის, - ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

ელისაბედ ბორნი

16 მაისი 2022, 21:03

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შრომის მინისტრი, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია

16 მაისი 2022, 20:43

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე: ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა

ჩემი მანდატის ფარგლებში ეს ქმედება არ ექცევა და ვერ შევაფასებ, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „იმედისთვის“ საქმიანობის ხელის შეშლაზე კომენტირებისას. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს მხრიდან არ არის ჩადენილი ხელშეშლა, თუ ეს აღწევს დანაშაულის ნიშნებს გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ არ აღწევს დანაშაულის ნიშნებს და უბრალოდ არის ეთიკის საკითხი, ეს არის ეთიკის რეგულირების სფერო.

რომან გოცირიძე

16 მაისი 2022, 20:36

პოლიტიკა

რომან გოცირიძე ზურაბ ჯაფარიძეს: პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა

პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა, - ამ განცხადებით რომან გოცირიძე „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს ლიდერს ზურა ჯაფარიძეს პასუხობს.