24 ივნისი 2022, 18:21 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე ვანო ჩხიკვაძეზე: როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავს აგიტაციას ეწეოდა ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა მათ სურთ და იმედი აქვთ, რომ არეულობას შექმნიან კანდიდატის სტატუსის არ მიღების საფუძველზე.

„ეს იყო მოღალატეობრივი პოზიცია, როდესაც საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის სოროსის ფონდში ევროკავშირის პროგრამების ხელმძღვანელი, პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს, რომ არ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი გადაწყვეტილების მიღების წინ, ეს არის ჩვეულებრივი მოღალატეობა. მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არის „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“ და მათი მთავარი დონორი არის სწორედ ვანო ჩხიკვაძის ორგანიზაცია, სოროსის ფონდი. ძალიან მარტივად იკვრება ლოგიკური ჯაჭვი. ერთის მხრივ, ისინი სინანულით საუბრობენ იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამ დროს თვითონ აწარმოებდნენ პროპაგანდას, აგიტაციას, იმისათვის, რომ ევროკავშირს ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. დღესავით ნათელია ყველაფერი, მათ ჰქონდათ ეს გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და საქართველო - არა, ამაზე აქტიურად მუშაობდნენ და ახლა იმედი აქვთ, რომ არეულობას შექმნიან ამის საფუძველზე. თქვენ ნახეთ ის განწყობა რომელიც ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს, ემანუელ მაკრონსა და სხვებს, ასეთ ფონზე რაღაც არეულობის შექმნა მითუმეტეს რთული იქნება მათთვის. ისინი იმ განწყობის წინააღმდეგ ვერ წავლენ, რომელიც ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს მათივე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რასაც ზეიმობს მიშელი, აქ გლოვობენ „სირცხვილისა“ და „ნაცმოძრაობის“ წევრები. ახლა ლოგიკური აცდენაა ამ განწყობებს შორის. ვანო ჩხიკვაძე აწარმოებდა აგიტაციას ისევე, როგორც სალომე სამადაშვილი და სხვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. როდესაც საქართველოს მოქალაქე ევროკავშირს მოუწოდებს, რომ საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. ხომ ყველა მეთანხმებით, რომ ეს ღალატია, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2022, 21:59

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სომხეთში ახალგაზრდების მიერ დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი დეპუტატი გივი მიქანაძე სომხეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დილიჟანსა და ვანაძორში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და Mercy Corps-ის მიერ განხორციელებული ახალგაზრდების სოციალური სტარტაპების მხარდაჭერით დაწყებულ სამეწარმეო საქმიანობასა და შედეგებს გაეცნო.

მარშა ბლექბერნი

09 აგვისტო 2022, 21:53

მსოფლიო

სენატორი მარშა ბლექბერნი ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს კუდიანებზე პოლიტიკური ნადირობაა, რომლის მიზანი პრეზიდენტ ტრამპის დამხობაა

„რესპუბლიკელი“ სენატორი მარშა ბლექბერნი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

ტედ კრუზი

09 აგვისტო 2022, 21:29

მსოფლიო

სენატორი ტედ კრუზი: ბაიდენის ადმინისტრაციამ იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა - ამას წვრილფეხა დიქტატორები აკეთებენ, მაგრამ ამერიკა ასე არ მუშაობს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

09 აგვისტო 2022, 21:21

რეგიონი

იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გორში წარადგინა

იუსტიციის მინისტრი საქართველოს ქალაქებში უწყების საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას აგრძელებს. თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, რუსთავის, ბათუმისა და თელავის შემდეგ რატი ბრეგაძე გორს ეწვია. მინისტრმა პირადად მიაწოდა ინფორმაცია გორის მოსახლეობას განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული დაპირებების შესახებ.

ენდრიუ იანი

09 აგვისტო 2022, 21:06

მსოფლიო

ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

დავით მათიკაშვილი

09 აგვისტო 2022, 20:58

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიაზე: როდესაც ტოვებ გუნდს, და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

რატი იონათამიშვილი

09 აგვისტო 2022, 20:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია აგვისტოს ომის დროს მოსკოვში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს

„2008 წლის აგვისტოს ომში უდავოდ ვნახეთ ჩვენი გმირი მებრძოლების თავდადება და ხალხის ერთობა. თუმცა, საინტერესოა რა ერთიანობაზე ლაპარაკობს გახარია, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოღალატე პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ სადახლოსთან და წითელ ხიდთან. უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია მაშინ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აგვისტო 2022, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას ბრალდებებზე: რასაც თვითონ აკეთებდნენ, იმას აბრალებენ სხვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას აბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებდა.

მაიკ პომპეო

09 აგვისტო 2022, 20:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო: იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

09 აგვისტო 2022, 19:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

09 აგვისტო 2022, 19:24

მსოფლიო

პოლონეთის მმართველი პარტიის გენმდივანი: თუ ევროკომისია ჩვენზე ზეწოლას შეეცდება, მაშინ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ამოვიღოთ ჩვენს არსენალში არსებული ყველა ქვემეხი და ძლიერი ცეცხლით ვუპასუხოთ

პოლონეთის მმართველი პარტია ევროკომისიას შედეგების დადგომის შესახებ აფრთხილებს, თუ ბრიუსელი ვარშავას სტიმულირების ფონდზე წვდომას შეუზღუდავს, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 18:53

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა

რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ რამდენიმე მილიონით გაზრდის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროზე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სხდომას რუსთავის მერი დასწრებოდა და მათ კითხვებზე პასუხი გაეცა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა, თუმცა ნაცმოძრაობის დეპუტატები მას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

ნენსი პელოსი

09 აგვისტო 2022, 18:41

მსოფლიო

ნენსი პელოსი: სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა.

09 აგვისტო 2022, 18:35

სპორტი

ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა - ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა. მან უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა და ახალი შედეგი დააფიქსირა – 16 ტონა.

09 აგვისტო 2022, 18:12

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონმდებლობის თაობაზე, რომლის აღსრულების ნაწილში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ექსპერტიზის უზრუნველყოფა გარკვეულ სირთულეებს იწვევს.

09 აგვისტო 2022, 18:10

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 18:01

რეგიონი

ლევან მგალობლიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები განიხილეს, მათ შორის მიწების რეგისტრაციას და სოფლების განაპირა ტერიტორიებზე გზების ხარისხის გაუმჯობესებას შეეხებოდა. ლევან მგალობლიშვილმა დაათვალიერა სოფელ მარნის ისტორიული კლუბის აღდგენითი სამუშაოები, რომლის აღდგენაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისა და მგალობლიშვილის ძალისხმევით მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2022, 18:01

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მლნ ლარია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.

09 აგვისტო 2022, 17:58

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა, გაცემული თანხა კი 5 მილიონ ლარს აღემატება

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 17:51

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.