imedi.ge /  24 ივნისი 2022, 18:41 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს.

ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ენდრიუ იანი

09 აგვისტო 2022, 21:06

მსოფლიო

ენდრიუ იანი: ტრამპის ფანი არ ვარ, მაგრამ მილიონობით ამერიკელი მის სახლში ჩხრეკას უსამართლო დევნად აღიქვამს

ამერიკელი ბიზნესმენი, ადვოკატი, ლობისტი და პოლიტიკოსი, ენდრიუ იანი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

დავით მათიკაშვილი

09 აგვისტო 2022, 20:58

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიაზე: როდესაც ტოვებ გუნდს, და, ფაქტობრივად, საქართველოს უდგები ოპოზიციაში, ამას ჩვენ ერთიანობის მაგალითს ვერ დავარქმევთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

რატი იონათამიშვილი

09 აგვისტო 2022, 20:36

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია აგვისტოს ომის დროს მოსკოვში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს

„2008 წლის აგვისტოს ომში უდავოდ ვნახეთ ჩვენი გმირი მებრძოლების თავდადება და ხალხის ერთობა. თუმცა, საინტერესოა რა ერთიანობაზე ლაპარაკობს გახარია, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოღალატე პოლიტიკოსები ერთმანეთს ასწრებდნენ სადახლოსთან და წითელ ხიდთან. უტიფრობისა და თავხედობის მწვერვალია, როდესაც ბატონი გახარია მაშინ მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და საუბრობს თითქოს ერთ მუშტად შეკრული რუსეთის ოკუპაციისგან იცავდა საქართველოს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

09 აგვისტო 2022, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას ბრალდებებზე: რასაც თვითონ აკეთებდნენ, იმას აბრალებენ სხვას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას აბრალებს იმას, რასაც თვითონ აკეთებდა.

მაიკ პომპეო

09 აგვისტო 2022, 20:20

მსოფლიო

მაიკ პომპეო: იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკურ იარაღად გამოყენება სამარცხვინოა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

09 აგვისტო 2022, 19:30

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ჟულიენ კრამპს შეხვდა.

09 აგვისტო 2022, 19:24

მსოფლიო

პოლონეთის მმართველი პარტიის გენმდივანი: თუ ევროკომისია ჩვენზე ზეწოლას შეეცდება, მაშინ სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ამოვიღოთ ჩვენს არსენალში არსებული ყველა ქვემეხი და ძლიერი ცეცხლით ვუპასუხოთ

პოლონეთის მმართველი პარტია ევროკომისიას შედეგების დადგომის შესახებ აფრთხილებს, თუ ბრიუსელი ვარშავას სტიმულირების ფონდზე წვდომას შეუზღუდავს, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიის შედეგად ეკონომიკის აღდგენას.

ნინო ლაცაბიძე

09 აგვისტო 2022, 18:53

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირი პრინციპი არ დგას იმაზე მაღლა, ვიდრე ჩვენი ქალაქის განვითარება და წინსვლა

რუსთავის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, კერძოდ რამდენიმე მილიონით გაზრდის საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა ბიუროზე ნაცმოძრაობის დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ სხდომას რუსთავის მერი დასწრებოდა და მათ კითხვებზე პასუხი გაეცა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს სხდომაზე მივიდა, თუმცა ნაცმოძრაობის დეპუტატები მას დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

ნენსი პელოსი

09 აგვისტო 2022, 18:41

მსოფლიო

ნენსი პელოსი: სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეშინებული ხულიგანივით იქცევა.

09 აგვისტო 2022, 18:35

სპორტი

ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა - ბაგრატ ჟღენტმა უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა. მან უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია. ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა და ახალი შედეგი დააფიქსირა – 16 ტონა.

09 აგვისტო 2022, 18:12

პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონმდებლობის თაობაზე, რომლის აღსრულების ნაწილში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ექსპერტიზის უზრუნველყოფა გარკვეულ სირთულეებს იწვევს.

09 აგვისტო 2022, 18:10

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

09 აგვისტო 2022, 18:01

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: ამ დროისათვის, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.514 მლრდ ლარი შეადგინა, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 346 მლნ ლარია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურმა ივლისის თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა.

09 აგვისტო 2022, 18:01

რეგიონი

ლევან მგალობლიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მოსახლეობისთვის აქტუალური პრობლემები განიხილეს, მათ შორის მიწების რეგისტრაციას და სოფლების განაპირა ტერიტორიებზე გზების ხარისხის გაუმჯობესებას შეეხებოდა. ლევან მგალობლიშვილმა დაათვალიერა სოფელ მარნის ისტორიული კლუბის აღდგენითი სამუშაოები, რომლის აღდგენაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანისა და მგალობლიშვილის ძალისხმევით მიმდინარეობს.

09 აგვისტო 2022, 17:58

საზოგადოება

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა, გაცემული თანხა კი 5 მილიონ ლარს აღემატება

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

09 აგვისტო 2022, 17:51

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს

არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.

გია ცაგარეიშვილი

09 აგვისტო 2022, 17:40

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ზონდერ“ მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების ხელში მოხვდა.

ბაჩო დოლიძე

09 აგვისტო 2022, 17:31

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: სანქციების შიში უნდა ჰქონდეს ყველა იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან

„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გამოაშკარავდა და რამაც გამოჟონა. არ ვიცი რომელი დაზვერვის სამსახური მუშაობდა ამ ყველაფერზე და წარმოიდგინეთ, რამდენი რამ არ გახმაურდა. ასე რომ პოდოლიაკის ინფორმაციაში ამ თვალსაზრისით ახალი არაფერია. თუ იქნება მეტი მტკიცებულება სხვადასხვა საქმეზე, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება“, - განაცხადა დოლიძემ.

სერგო ჩიხლაძე

09 აგვისტო 2022, 17:29

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა

„რუსებთან თანამშრომლობა მგონი უკვე დოკუმენტირებულია - „ქართული ოცნების“ ყოველდღიური ქმედება არის დოკუმენტაცია და მტკიცებულება რუსეთთან თანამშრომლობის. ვფიქრობ, სანქციები იქნება, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, კიდევ ბევრი ფაქტი იქნება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სანქციებამდე საქმე მივა. არამხოლოდ ივანიშვილს, არამედ ბევრ სხვა მაღალჩინოსანსაც, მოსამართლეს თუ კლანის სხვა წევრებს შეეხება სანქციები,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

რატი იონათამიშვილი

09 აგვისტო 2022, 17:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პოდოლიაკზე: სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - კაციჭამიებს უჭერს მხარს თუ თავისუფლებას.