28 ივნისი 2022, 14:45 / სანდო წყარო

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს - ყველაფერი კარგად გვახსოვს

ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე

მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გვახსოვს ვინ იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ძმანი მათნი და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს.

„მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, ბიზნესმენებისთვის წართმეული ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. ქართული ბიზნესის რეკეტს და წართმეული ბენზინგასამართი სადგურების კეზერას ხელში გადასვლას ადასტურებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს"(სოროსის ფონდი) მიერ 2012 წელს გამოცემული კვლევა ,,ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003 2012 წლები"- ავტორი; პოლ რიმპლი. თუმცა, დღეს აღმოჩნდა რომ და ამას ამბობს ელენე გავრილოვნა ხოშტარია, დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო. სამწუხაროა რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილს და ოპოზიციურ მედიას გონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს, არადა ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და ვიცით, ამიტომ ხშირად შეგახსენებთ ,,ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში, ვინ იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ძმანი მათნი და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” განხორციელდეს კეთილსინდისიერად და 2025 წლისთვის ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება

„სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რომ ეს პროგრამა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და ის გეგმა რომელიც გვაქვს,რომ 2025 წლისთვის განხორციელდეს ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, უნდა იქნას მიღწეული, როგორც მთავრობის ასევე კერძო სექტორის და მერიის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კახა კალაძე

18 აგვისტო 2022, 12:37

საზოგადოება

კახა კალაძე: გიორგი ანწუხელიძე - ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ გმირობა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არ გვხვდება, გმირები ისევ იბადებიან საქართველოს ერთიანობისთვის

არსებობენ გმირები, რომელთა სახელები უმაღლეს ღირებულებასთან - სამშობლოს თავისუფლებასთან ასოცირდება. ასეთია გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სამუდამოდ დარჩა სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავდადების უდიდეს მაგალითად, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

18 აგვისტო 2022, 12:27

პოლიტიკა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მერს შეხვდნენ

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერ ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

18 აგვისტო 2022, 12:19

რეგიონი

ოთარ შამუგიამ ოზურგეთში სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბახვში ექსპერიმენტული წესით გაშენებული ჩაის პლანტაცია დაათვალიერეს.

გია გაბრიჭიძე

18 აგვისტო 2022, 12:10

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეს: ხალხს არ აინტერესებს "მასობრივი პროტესტი", თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე. თორემ, შენი "კამუფლაჟისა და ავტომატის" ყველა ნაოჭი რუსმა ჯარისკაცებმა სულ ზეპირად იციან

როცა ხედავ, რომ ხალხი კონცერტებზე, რესტორნებში, პლაჟზე დადის ხომ უნდა მიხვდე, რომ სულ შენზე ჰკიდიათ "მასობრივი პროტესტი და შენობების აღება"? იცი, როგორ არ იცი, მაგრამ ბოღმა ხარ და თავის გამოჩენა გინდა შენნაირების წინაშე,- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტის შემთხვევაში ბევრი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, მათ შორის შენობების აღება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას.

18 აგვისტო 2022, 12:08

სამართალი

ყოფილ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რიში სუნაკი
ლიზ ტრასი

18 აგვისტო 2022, 12:07

მსოფლიო

Sky News-ის გამოკითხვით, ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და ბრიტანეთის პრემიერი გახდება

ტელეკომპანია Sky News-ის მიერ „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარტიის ლიდერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასი რიში სუნაკზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება.

თორნიკე რიჟვაძე

18 აგვისტო 2022, 12:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი. „გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში. მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტლების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე, რომელიც არ გვხვდება. 12 მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა აქამდე, რჩება ძალაში და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

18 აგვისტო 2022, 12:03

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია, მისი დანაყოფები პოლარიზაციის დასრულებას შენობებში შევარდნით და იქიდან ხალხის წიხლებით გამოყრით აპირებენ

„ამ რადიკალებს და რევოლუციონერებს რომ ჰკითხოთ პროდასავლურები არიან, ხალხის ნება და კანონის უზენაესობა მათთვის უმთავრესი პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას, ქაოსს და არეულობას აანონსებენ! არასდროს მოხდება საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, არასდროს! ვერასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმი, ომისა და ღალატის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვერასდროს! „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

ედიშერ გვენეტაძე

18 აგვისტო 2022, 11:30

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ზურაბ ჯაფარიძეზე: უეჭველია, შენობების აღებას მისი შარვალჩახდილი, უნიფხვო „ბოევიკებით“ გეგმავს

„ღალატისა და ომის პარტიის“ სატელიტი! ეს კრემლის ხვანჯარგაწყვეტილი ნომრიანი აგენტი! შენობების აღებას უეჭველია მისი შარვალჩახდილი უნიფხვო „ბოევიკებით“ გეგმავს! ეს რომ დამუქრებებს იწყებს, ეს ზონარებჩაწყვეტილი?! თუმცა, ამნაირებს იცავენ, დამცველები ჩვენზე ზედმეტად თავგადამკვდარი ნეოლიბერასტი მეგობრებიდან! ისე სიმართლე უნდა ითქვას! ამ ტვინნაღრძობზე მეტი ტვინჩახდილი ის სუბიექტებია, ვინც ამას და მის ხროვას არჩევნებზე ხმა მისცა! ეს, შარვალჩახდილი, შიშველი უკანალით პროვოკაციაზე წამოსვლას ფიქრობს! და საზოგადოების მხრიდანაც პასუხიც უნდა იყოს სიტუაციის შესაბამისი, შესაფერისი და ადეკვატური! სახელდობრ, კარგი ბროწეულის წკეპლები (იგივე ოყნების შემცვლელი)! დიდხანს არ ტყდება! და ისე აწითლება შიშველი ადგილების, რომ მერე მოსაშუშებლად თვეობით დამხობილი იწვნენ და დამწვარი მალამოს უსვამდნენ ერთ ადგილას ლომჯარია და მისი უსაქმურთა „კამანდა“!, - წერს გვენეტაძე.

18 აგვისტო 2022, 11:28

საზოგადოება

ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12 800 კვ. მ ფართობი ტერიტორია კეთილმოეწყო.

ნინო ფოჩხუა

18 აგვისტო 2022, 11:24

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: ტელევიზიაში, საიდანაც ეს მოწოდებები ისმის, შეიძლება შენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მივიდეს და ინტერვიუ მისცეს, ეს ხომ ქვეყანაში რევოლუციური განწყობების პირდაპირი მხარდაჭერაა?

პრეტენზია რომ გაქვს „მედასავლეთე" ოპოზიციონერობაზე და ქვეყნის დახსნასა, გადარჩენაზე რუსი ოლიგარქისგან, მერე სათავეში მოსვლასა და ქვეყნის მართვაზე, ამ დესტრუქციული მოწოდებებით გინდათ ხალხის მხარდაჭერა, მაშინ როცა იცით, რომ განულებულები ხართ? - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

18 აგვისტო 2022, 11:21

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

18 აგვისტო 2022, 11:11

პოლიტიკა

სახელმწიფო მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის გადამმუშავებელი და საშრობი ახალი საწარმო გაიხსნა

„თხილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი აგრარული პროდუქტია. ბაზარი სრულად დივერსიფიცირებულია და პროდუქცია თითქმის მთლიანად ევროკავშირში გადის. შარშან, დაახლოებით, 114 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენჯერმე აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

18 აგვისტო 2022, 11:06

სამართალი

რამდენ ადამიანს შეეხო ამ დროისთვის ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები

,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია

18 აგვისტო 2022, 10:56

სამართალი

პროკურატურა 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას გაასაჩივრებს და პატიმრობას მოითხოვს

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დავით ქართველიშვილი

18 აგვისტო 2022, 10:52

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჯაფარიძეს: სად მე და სად შენ....ისე, ხმალთან და ფართან შენი დამოკიდებულება გასაგებია, რით იცავ საკუთარ თავს და კორპორაციას - ვიცი, ნანახი გვაქვს

შელახული „თავმოყვარეობის“ ხარჯზე რომ დაეშვები ვინმე უბრალო ტიპის დაცინვის მცდელობამდე - შენს კომპლექსებზე მეტყველებს უფრო და იმ გაშიშვლებული გეგმების გასაჯაროებაზე, რომელთა დესტრუქციულ-რადიკალური ნაწილის ავტორად მოგაქვს თავი, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ე.წ. სქრინს, რითაც ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის სტატუსს ეხმიანება.

გრეიჰაუნდი

18 აგვისტო 2022, 10:49

მსოფლიო

„მაიმუნის ყვავილის“ ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფიცირებული ძაღლი გრეიჰაუნდის ჯიშისაა. ის პარიზში, ორ გეი კაცთან ერთად ცხოვრობს. გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ ცხოველის ორგანიზმში არსებული ვირუსი, იმ ვირუსის იდენტურია, რომლითაც მისი პატრონები იყვნენ დაავადებულები. კაცების თქმით, ძაღლს მათ საწოლში სძინავს. ძაღლს სიმპტომები პატრონების ინფიცირებიდან მეთორმეტე დღეს გამოუვლინდა.

18 აგვისტო 2022, 10:21

რეგიონი

ოთარ შამუგია: მაღალი ხარისხის პროდუქცია კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

„ჩვენ აუცილებლად გავალთ უკეთეს შედეგზე. მეთხილე ფერმერები გაცილებით ორგანიზებულები არიან, გაცილებით უკეთესი ბაღები გვაქვს, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ეს წინსვლა უნდა გაგრძელდეს, რის შედეგად გვექნება კარგი ხარისხის მოსავალი, რაც აისახება ფასზე და ჩვენი ფერმერების შემოსავლებზე.“- განაცხადა შამუგიამ.

ჰადას მეიცადი

18 აგვისტო 2022, 10:21

პოლიტიკა

ჰადას მეიცადი: უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში

საქართველოში ისრაელს ახალი ელჩი ჰყავს. ამ თანამდებობაზე რან გიდორი ჰადას მეიცადმა შეცვალა.