29 ივნისი 2022, 18:21 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა იმაზე, თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმაზე, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჩვენს კოლეგებს, სამ ადამიანს ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა იმაზე, თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმაზე, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„პირველი უნდა ვთქვათ, რომ აქ რაიმე სტრატეგიულ გეგმაზე საუბარი არ არის, ვინმეს რომ ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ ჰქონდეს. არ მგონია სოზარი, დიტო ან მიშა აპირებდნენ ისეთ თემებზე საუბარს, რომელზეც სხვა ფორმითა და დოზით საუბარს ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენილი კოლეგები ან მე. ამ შემთხვევაში დისკუსიის დროს, გარეთ გამოტანილი ინფორმაციის ინტენსივობასა და მასშტაბშია განსხვავება, თორემ პრობლემებზე საუბარს ბუნებრივია, რომ არავინ მოერიდება. რაიმე სტრატეგიული, ტექნიკური ჩანაფიქრი რეალურად ამის უკან არ იმალება. მინდა ყველა გავაწბილო, ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ ასე წარმოაჩინოს ცალკეული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც რა თქმა უნდა პატივისცემა სჭირდება. მათი წასვლის გამო იქნება მცირედი განსხვავება, თუმცა, არა თვალშისაცემი და იდეურ შეუთანხმებლობებს არცერთ შემთხვევაში გამოიწვევს. მაგრამ რეალურად გაჩნდება რაღაც ალტერნატიული ხედვა. ამის სურვილი აღმოაჩნდათ ჩვენს კოლეგებს, სამ ადამიანს, რადგან თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ამაზე ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2022, 16:15

მსოფლიო

მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო: მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ

„რუსეთიდან მაღალი ხელფასის დაპირებით ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ“, - წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მუნიციპალურ საბჭოზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 15:58

თავდაცვა

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლებით კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

14 აგვისტო 2022, 15:44

მსოფლიო

ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, სომხური მედია მსხვერპლის შესახებ პირველად ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ ძლიერ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი მძიმედ დაშავდა.

14 აგვისტო 2022, 15:29

სამართალი

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

მაშველებმა თბილისის ზღვიდან ახალგაზრდა კაცი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, კაცს გულის პრობლემა ჰქონდა.

14 აგვისტო 2022, 15:27

რეგიონი

აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართება

აჭარაში მყოფ უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართება. მათ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ.

14 აგვისტო 2022, 15:10

მსოფლიო

ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო, 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის კოპტური ეკლესია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ იმბაბაში, აბუ სიფინის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.

14 აგვისტო 2022, 14:46

მსოფლიო

ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვიდეო

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია ექვსი სამხედრო ეკიპაჟი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი.

14 აგვისტო 2022, 14:45

მსოფლიო

„თალიბანმა“ ქაბულში ქალების საპროტესტო აქცია დაარბია

„თალიბანის“ მებრძოლებმა ქაბულში ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს. ქალთა უფლებების დასაცავად გამოსულ აქტივისტებს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის რამდენიმე მონაწილეს მობილური ტელეფონები წაართვეს. ისმოდა სროლის ხმაც.

გრიგოლ გიორგაძე

14 აგვისტო 2022, 14:30

პოლიტიკა

გრიგოლ გიორგაძე: ჩვენი ვალია, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკის საფუძველზე, ჩვენს აფხაზ, ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა

30 წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან რამაც ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავის სამშობლოში დევნილი გამხდარიყო, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბექა დავითულიანი

14 აგვისტო 2022, 14:15

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო - ჩვენ მზად ვართ, რომ 12 პუნქტი აღვასრულოთ

„ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში, რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით, რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით“, - ასე აფასებს ბექა დავითულიანი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.

14 აგვისტო 2022, 13:57

რეგიონი

ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა

ქალაქ ლაგოდეხში ლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.

14 აგვისტო 2022, 13:31

მსოფლიო

მონტენეგრომ რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

მონტენეგრომ რუსეთის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ვლადისლავ მასლენიკოვს ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის უფლებალოსილებას ოფიციალური პოდგორიცა არ ცნობს.

14 აგვისტო 2022, 13:29

მსოფლიო

Al Jazeera: აშშ-ის მიერ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, მოსკოვი დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, თუ აშშ-ის სენატი „რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონს მიიღებს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები ძლიერ დაზიანდება და შესაძლოა, შეწყდეს კიდეც.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აგვისტო 2022, 13:10

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიები პირდაპირ არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ. მარტივი ფორმულაა - ერთმა, რეზიდენტმა ილვესმა თქვა გარედან, ხოლო ქვეყანაში დაბუდებულმა მოღალატეებმა მხარი აუბეს

ღალატის და ომის პარტიის ტელევიზიებს ამბავი აქვთ ატეხილი - აქაოდა საქართველოს ხელისუფლება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, რეალურად კი მთელი თავისი არსით რეზიდენტი ილვესის კრიტიკას არ პასუხობსო. ჯერ ერთი, ვინ არის და რა სტატუსი აქვს ამ აგენტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხოს, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

14 აგვისტო 2022, 12:55

მსოფლიო

Fitch-მა და S&P-მა უკრაინის რეიტინგი შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირეს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა S&P Global Ratings-მა და Fitch-მა უკრაინის უცხოური ვალუტის საკრედიტო რეიტინგი შერჩევით და შეზღუდულ დეფოლტამდე შეამცირეს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაცია პრობლემატურია. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოების ვებგვერდებზეა განთავსებული.

ნინო ფოჩხუა

14 აგვისტო 2022, 12:45

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის, ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ - ტოტალიზატორმა და ონლაინკაზინომ უკრაინის ტერიტორიაზე ლიცენზია მიიღეს

„ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის - ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინკაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე. არ მოგესმათ, ომის დაწყებიდან 36-ე დღეს!!!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.

14 აგვისტო 2022, 12:35

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო, მომდევნო დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, პროგნოზს აქვეყნებს.

14 აგვისტო 2022, 12:18

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 172-ე დღე

ომის 172-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა კრამატორსკი. სარაკეტო დარტყმებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინტენსიურად იბომბება სუმის, ხარკოვის, მოკოლაევისა და დნეპროპეტროვსკის დასახლებული რაიონებიც.

14 აგვისტო 2022, 11:58

სამართალი

აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, აჭარაში, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გია ცაგარეიშვილი

14 აგვისტო 2022, 11:41

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის ანგარიშზე: საუბარია განგრძობით რეფორმებზე, რომლებიც დღის წესრიგიდან გამომდინარეობს - მუშაობა გაგრძელდება და ვფიქრობ, გარკვეული მიმართულებებით წუხილები გაქარწყლდება

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. გია ცაგარეიშვილის თქმით, ის ელოდებოდა იმ წუხილს, რომელიც დოკუმენტშია გამოთქმულ, თუმცა, მისივე თქმით, ეს ევროკავშირის ხედვაა და ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ბოლომდე მიიყვანს.