30 ივნისი 2022, 16:13 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში საჯარო მოხელეების პროფესიონალიზმისა და თავდადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების შეფასებით, საქართველოს საჯარო მოხელეების მიერ შევსებული კითხვარი მაღალი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული.

„ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ქვეყნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ამ ეტაპზე, პარლამენტს და მის თანამშრომლებს, წილად ხვდა, რომ იყოს მონაწილე პროცესისა, თან განსაკუთრებულ გარემოებებში, მაშინ, როდესაც ექსტრაორდინარულ ვითარებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება ჩვენც და ევროკავშირსაც. დაჩქარებულია ბევრი პროცესი, ბიუროკრატიული პროცესები და აქაც მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ სწორედ ამ მომენტში, ქართულმა ბიუროკრატიამ, ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით, გამოაჩინა, თუ რა შესაძლებლობები აქვს მას იმისთვის, რომ მოახდინოს ასეთი მნიშვნელოვანი ამოცანის ადმინისტრირება და შესრულება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საქართველოს შემჭიდროებულ ვადებში მოუწია კითხვარის შევსება და ამის მიუხედავად, პარლამენტის აპარატისა და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგად, მომზადდა ცხრა ტომიანი მაღალი ხარისხის ნაშრომი, რომელიც 3600 გვერდს მოიცავს.

„საქართველოს მოუწია, დაახლოებით, იმავე მოცულობის კითხვარის შევსება, რომელიც სხვა კანდიდატებს ადრე უწევდათ და ამავე დროს, ჰქონდა ყველაზე მოკლე ვადა, რაც კი შეიძლებოდა, მანამდე ჰქონოდათ კანდიდატ ქვეყნებს - სულ 4 კვირა იყო ამისთვის გამოყოფილი. ოთხი კვირა გაგრძელდა თქვენი და თქვენი კოლეგების დაუღალავი შრომა, რომლებმაც დღე და ღამე გაასწორეს იმისთვის, რომ ყოფილიყო, ერთის მხრივ, სრულად შევსებული და იყო დიდი პასუხისმგებლობაც, რომ სისრულის და ხარისხის კუთხით ყოფილიყო უმაღლეს დონეზე. გახსოვთ პოლიტიკური პერიპეტიები კითხვარის გარშემო, რამდენად შეძლებდნენ ჩვენი საჯარო მოხელეები, რომ სათანადო გულმოდგინებით ყოფილიყო შევსებული. საბოლოო ჯამში, დღეს უკვე შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, იმ რეაქციებით, რომელიც ჩვენ პირადად ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან გვაქვს, რომლებიც ამ კითხვარს გაეცნენ, რომ ეს იყო უმაღლესი პროფესიონალიზმით შესრულებული ნაშრომი და მეორე - ის, რომ დღეს აღარ არსებობს კითხვები ამ კითხვართან და მის შინაარსთან დაკავშირებით. ესეც ადასტურებს, თუ რამხელა პროფესიონალიზმით იყო ეს კითხვარი შევსებული. ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში. აქ მთავარია არა მოცულობა, არამედ შინაარსი, რომელიც შეიძინა ამ დოკუმენტმა და თქვენი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამ საქმის მიმართ. თქვენი სახით, მინდა, მთლიანად საჯარო სექტორს გადავუხადო მადლობა, იმ ასობით საჯარო მოხელეს, რომელიც მუშაობდა კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესზე და მათი დამსახურებაც არის, რომ ეს ნაბიჯი და ეს ნაწილი ჩვენი საქმიანობისა ასეთ მაღალ დონეზე შესრულდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სამუშაოზეც, რომელიც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეასრულა.

„სრულად იქნა აღიარებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ეს არის დაპირება, რომ ევროკავშირი მიიღოს საკუთარ წევრად. ამისთვის კი გრძელი გზაა გასავლელი, რომელიც წლებს მოიცავს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის, მისი ინსტიტუტების დაახლოებას და ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასა და ინსტიტუტებთან.

გარკვეულწილად, ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი პროცესი სწორედ ამის ნაწილია. როგორც იცით, ასოცირების შეთანხმება 70%-ს ფარავს ევროკავშირის კანონმდებლობისა, რომლის ნახევარიც, უკვე შესრულებულია. ასე რომ, ამ კუთხითაც წინ ვართ. საქართველოს პარლამენტმა, მათ შორის, მისი პოლიტიკური შემადგენლით, მაგრამ, ასევე, აპარატის მონაწილეობით, შეძლო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან დღემდე, დაახლოებით, 60 ახალი კანონის მიღება, დაახლოებით, 600 ცვლილების მიღება, დაახლოებით, 100-მდე დირექტივა, რეკომენდაცია იქნა გადმოტანილი ქართულ კანონმდებლობაში, რაც არის სწორედ ის 45% საქმისა, რომელიც უკვე შესრულებულია ასოცირების შეთანხმების მიზნების მიღწევის კუთხით. ამიტომ, ამ კუთხითაც ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვისაც, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს, პარლამენტის აპარატის უფროს ქეთევან კვინიკაძეს და პარლამენტის კაბინეტის უფროსს, ლევან მახაშვილს კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ. მისი შეფასებით, კითხვარის შევსების პროცესში, პარლამენტის თანამშრომლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს, რაც, მისივე თქმით, სწორედ ისაა, რაზეც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და შესაბამისად, ძლიერი სახელმწიფო დგას.

„პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, დღეს გვაქვს საშუალება, რომ აღვნიშნოთ პარლამენტის აპარატის იმ თანამშრომლების საქმიანობა და ღვაწლი, რომლებმაც ინტენსიურად იშრომეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის შევსების პროცესში. ალბათ, ნამდვილად ვჯერდებით იმაზე, რომ ეს არ იყო ერთდღიანი საქმიანობა, ეს იყო კონკრეტულ პერიოდში ინტენსიური საქმიანობა, რომელიც თქვენ განახორციელეთ. ეს თქვენგან მოითხოვდა მაღალ პროფესიონალიზმს და დიდ თავდადებას, იმიტომ, რომ კონკრეტულ პერიოდში უნდა დაგეწერათ, უნდა გაგეანალიზებინათ ის რეფორმები და შედეგები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახორციელა. მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, იმიტომ, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, პირველად გვაქვს საშუალება, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მადლობის სიგელი გადავცეთ და ხაზი გავუსვათ მათ მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან საქმიანობას. დიდი მადლობა მსურს, გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, კომიტეტის თავმჯდომარეებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ ამ პროცესის განმავლობაში გაგვიწიეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას მარტო ვერ შევძლებდით. ჩემი, როგორც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის პერსონალური მადლობა მსურს, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ, რომ მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც თქვენ ამ პროცესში გამოაჩინეთ, არის ზუსტად ის, რაზეც დგას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ქმნის ძლიერ სახელმწიფოს“,- განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსების პროცესში ჩართული პარლამენტის აპარატის 50 თანამშრომელი დააჯილდოვა.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2022, 09:41

საზოგადოება

დიდ დიღომში ხანძარი იყო

ხანძარი იყო წუხელ დიდ დიღომში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო მანქანა მუშაობდა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აგვისტო 2022, 09:36

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!

ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის! - საზოგადოებას, მთავრობას და პარლამენტს, სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით მიმართავს, მომავალს წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გახადონ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის. პრეზიდენტის განცხადებით, 2023 წელს უნდა გაიმართოს საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ევროპელი პარტნიორების ჩართულობით, მოხდება ნიკო ნიკოლაძის ევროპული ხედვისა და გზის შესწავლა და პოპულარიზაცია.

თამარ ტალიაშვილი

19 აგვისტო 2022, 09:31

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად; უზრუნველყოფილია ღიაობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის პრინციპები

პარლამენტში ბრიუსელის მოთხოვნებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმშია. მმართველი გუნდმა ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან ერთად უკვე 30-ზე მეტი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრებში საპარლამენტო პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელიც იღებენ მონაწილეობას. მხარეები მიმდინარე პროცესში ერთმანეთს ხედვებს უზიარებენ, რის საფუძველზე უკვე საბოლოო შედეგზე შეჯერდებიან.

19 აგვისტო 2022, 09:21

პოლიტიკა

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას გულისხმობს

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეტ მუშმა მოაწერეს. ცერემონიას თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ესწრებოდნენ. მხარეთა შეთანხმებით, უახლოეს მომავალში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის მთავარი მიზანიც უკრაინაში თურქეთიდან ინვესტიციების მიზიდვა იქნება.

19 აგვისტო 2022, 09:10

საზოგადოება

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდება.

19 აგვისტო 2022, 00:50

მსოფლიო

მედია: რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის

„ტელეგრამის“ რუსული და ადგილობრივი არხები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე „ბელბეკის“ სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმის.

19 აგვისტო 2022, 00:49

საზოგადოება

N10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ლოკოკინების ფერმა გაშენდება

N10 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა 1000 მ2 -ზე მოეწყობა და პროექტში ჩაერთვებიან მსჯავრდებულები, რომლებიც დასაქმების შედეგად, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ალექსეი არესტოვიჩი

19 აგვისტო 2022, 00:27

მსოფლიო

არესტოვიჩი რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვაზე: არ ვარ კოლექტიური პასუხისმგებლობის მომხრე - ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მომხრე ვარ

გაზეთ The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ყველა რუსისა და ბელარუსისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის იდეას არ ეთანხმება.

19 აგვისტო 2022, 00:02

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები „აკროპოლისის თასზე“ საბერძნეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ათენში, „აკროპოლისის თასზე“ მეორე თამაშშიც დამარცხდა. ტურნირზე ჩვენი გუნდის მეორე მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველო ანგარიშით 80-67 დამარცხდა.

19 აგვისტო 2022, 00:01

რეგიონი

მდინარე იორში 2 ადამიანს ეძებენ

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

18 აგვისტო 2022, 23:44

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი უკრაინის გვერდით დგას

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

18 აგვისტო 2022, 23:37

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს შეხვდა

,,მაინტერესებს რა მიმართულებით, რა დარგს სწავლობთ, როგორ უყურებთ თქვენი ქალაქის განვითარებას და თქვენი მოსაზრებით რა სჭირდება ამ ქალაქს. ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გვჭირდება აქ და ყველგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ნიკოლაძის თვალით როგორ უყურებთ ამ ქალაქს და რეგიონს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

18 აგვისტო 2022, 23:00

საზოგადოება

თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლეს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი პირების მიღება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

18 აგვისტო 2022, 22:12

სპორტი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოსა და საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დაიწყო, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ გთავაზობთ🏀

19 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო პოლონეთს დაუპირისპირდება, პირველი შეხვედრა კი ნაკრებმა თურქეთთან გამართა და დამარცხდა.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2022, 22:10

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ყველა გავერთიანდეთ და მომავალ წელს ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილე გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

„ამისთვის ალბათ უნდა გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა“.

ანტონიო გუტერეში ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:51

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

ზაალ ანჯაფარიძე

18 აგვისტო 2022, 21:29

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა, 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ „ტექნიკურ“ შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას

დიახ, ისე როგორც ISFED 7 კვირა არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლისას დაშვებულ ვითომ "ტექნიკურ" შეცდომას, ზუსტად ისე სამოქალაქო სექტორის "ელიტა" გაურბის მათ წიაღში არსებული პრობლემების აღიარებას, რის გამოც მათდამი საზოგადოებრიობის ნდობა სწრაფი ტემპით მცირდება.“ - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აგვისტო 2022, 21:28

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ.

18 აგვისტო 2022, 21:17

რეგიონი

პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია

პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეში

18 აგვისტო 2022, 21:00

მსოფლიო

ერდოღანი: არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.