imedi /  07 ივლისი 2022, 16:00 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი: იციან რომ ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, რაღაცის გაკეთებაა საჭირო: თუმცა მშვიდობის სანაცვლოდ ივანიშვილს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს ომში ჩათრევას

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

რადიკალების მრავალ რევოლუციურ მცდელობას შედეგი არ მოჰყვა. იციან რომ ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, რაღაცის გაკეთებაა საჭირო: ეს შეიძლება იყოს სანქციები, ხოლო სანქციების სანაცვლოდ კი საქართველოს ჩართვას ომში ჩართვას ითხოვენ, თუმცა ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება, რომ სამშობლოს მშვიდობის სანაცვლოდ ივანიშვილს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს საქართველოს ომში ჩათრევას, უფრო მეტიც ამით, მის სახელს უფრო აძლიერებენ და საზოგადოებაში მეტ მხარდაჭერას აძლევენ, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რადიკალებს ერთადერთი მოკავშირე დარჩათ - მათი უცხოელი პარტნიორები და ლობისტები და ლობისტები, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ გათვითცნობიერებული საქართველოს და ქართველების თავისებურებები და ეროვნული ფასეულობები

„არ ჩერდება და ვერ ისვენებს არც რადიკალური ოპოზიცია, არც მათი შეიძლება ითქვას გაპოლიტიკურებული არასამთავროები და მათ რევოლუციურ-პროპაგანდისტული ტელევიზიები: ძირითადი სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააგდო ისინი სავალალო მდგომარეობაში როდესაც საზოგადოების მობილიზებით ხელისუფლება, არჩევნების გზით ჩამოართვა. სხვათა შორის ეს ზვიად გამსახურდიას შემდეგ ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როდესაც ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, და არა რევოლუციით, გადატრიალებითა თუ დამხობით. მეორე დიდი გაოცება, კი ივანიშვილმა მაშინ მოახერხა, როდესაც 2020 წლის დასაწყისში საერთოდ გავიდა პოლიტიკიდან და პარტიული მართვის ბერკეტები მის ახალგაზრდა, ენერგიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და სამშობლოზე შეყვარებულ გუნდს გადააბარა. ოპონენტებს ნამდვილად არ მოეწონათ, რამეთუ თვითონ ივანიშვილმა ოსტატურად აიცილა პოლიტიკური სამიზნედ ყოფნა, მეორე მხრივ კი თავის საყვარელ საქმიანობას ქველმოქმედებასა და მეცენატობას დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ მთელი თავის ფული და სახსრები ამ მიზნით მიმართა, ხოლო თავისი და ოჯახის მოხმარებისათვის მხოლოდ 200 მილიონით დაკმაყოფილდა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ სწორედ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ის არანაირად არ აკმაყოფილებს ე.წ. ოლიგარქის კრიტერიუმებსა თუ სტანდარტებს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის,“ სავარაუდოდ ეს წარმოადგენს მათთვის მთავარ საფრთხეს და "გაღმა შეედავეს" პრინციპით მოქმედებს. მით უფრო სწორედ მათ მხარეზეა ოლიგარქებიც და ოლიგარქიული მოძრაობებიც, სწორედ მათი ბიზნესმენები არიან ჩარეული პოლიტიკაშიც და მედიის მართვა-დაფინანსებაშიც, მათ შორის ზოგი მათგან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეა და ზოგიც კი საქართველოს მართლმსაჯულების მიერ მსჯავრდადებული. ჯერ კიდევ პოლიტიკაში გამოჩენამდე და შემდგომში პოლიტიკიდან წასვლამდე, ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა და ინახავდა ქართული კულტურის თუ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მისი მთავარი ობიექტი კი ეკლესია-მონასტრებისა თუ ისტორიული ძეგლების აღდგენა გახლდათ. ეს კი რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიასთან, ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ „ჩარეცხეს“ თავიანთ მმართველობის პერიოდში ინტელიგენციის დიდი ნაწილი, ხოლო ისტორიის, ტრადიციების, ეროვნული თვითმყოფადობის ნებისმიერი ნიშან-თვისება მათთვის უპირველესად გასანადგურებელი სამიზნე გახლდათ და დღესაც გახლავთ. ებრძვიან რა, ეკლესიას ერთი, რომ უღმერთოები არიან, და მეორე მაქსიმალურად უნდათ ყველა იმ კვალის წაშლა, რაც ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ კუთხით განახორციელა. რადიკალების მრავალ რევოლუციურ მცდელობას, შედეგი არ მოჰყვა. იციან რომ ივანიშვილზე გავლენის მოსახდენად, რაღაცის გაკეთებაა საჭირო: ეს შეიძლება იყოს სანქციები, ხოლო სანქციების სანაცვლოდ კი საქართველოს ჩართვას ომში ჩართვას ითხოვენ, თუმცა ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება, რომ სამშობლოს მშვიდობის სანაცვლოდ ივანიშვილს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს საქართველოს ომში ჩათრევას, უფრო მეტიც ამით, მის სახელს უფრო აძლიერებენ და საზოგადოებაში მეტ მხარდაჭერას აძლევენ.

ადრეც მითქვამს და სამწუხაროდ გამეორებაც მიხდება, რომ ერთადერთი მოკავშირე, ვინც რადიკალებს დარჩათ, მათ უცხოელი პარტნიორები და ლობისტებია, რომლებსაც ბოლომდე არა აქვთ გათვითცნობიერებული საქართველოს და ქართველების თავისებურებები და ეროვნული ფასეულობები. ეს ის ქვეყანა და ხალხია, სადაც და რომელიც თავის ღირსეული შვილებს არც არავის დააჩაგვრინებს, უფრო მეტიც გვერდში დაუდგება, ხოლო ქართველთა ერთიანობა, ზოგს რადიკალების ორგანიზებულ მიტინგზე მყოფ ადამიანთა ნურც რაოდენობაში და ნურც აზროვნებაში შეეშლება. იმდენმა ქვეყანამ თუ იმპერიამ, სცადა ჩვენ დაპყრობა, მაგრამ ვერავინ ვერ მოგვერია, ვერც ახლა მოგვერევით! რაც შეეხება ომს, ვიომებთ იქ სადაც და როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, როდესაც ომი ჩვენ ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს დასჭირდება, ჩვენ ინტერესებში კი მშვიდობაა,რომელსაც ბოლომდე დავიცავთ, ამაში კი ეჭვი არავის შეეპაროს!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2022, 01:00

პოლიტიკა

ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:43

სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

27 სექტემბერი 2022, 00:29

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის თემაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:28

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

კარინ-ჟან პიერი

27 სექტემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს.

27 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 23:59

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პუტინის დასასრული

„სახეზეა რუსეთის უკვე ღიად დემონსტრირებული სისუსტე. ეს არის სისუსტე, რომელიც თვეებია გამოვლინდა საბრძოლო მოქმედებებში, ეკონომიკის სისუსტე და იზოლაცია ყველა მიმართულებით. მობილიზაცია, რომელსაც ნაწილობრივი უწოდეს აჩვენებს, თუ რამდენად არარაციონალურია რუსეთის ხელისუფლება. პირველი და უმთავრესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა, რაც გვაჩვენებს, რომ სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა. სიგიჟის მეორე გამოვლინება მობილიზაციის გამოცხადებაა, რასაც რუსეთის მოქალაქეების არა ომში წასვლა, არამედ ქვეყნის ყველა გზით დატოვების საფუძველი გახდა. ეს არ არის დასასრულის დასაწყისი. ეს არის პუტინის დასასრული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

26 სექტემბერი 2022, 23:47

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 სექტემბერი 2022, 23:26

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში გოლი გაიტანა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია.

26 სექტემბერი 2022, 22:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, მოადგილესთან, ნინო იობაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2022, 22:30

მსოფლიო

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 22:29

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ჯილდოს გადაცემა არის ის ყველაზე მცირე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხისთვის

ჩვენ წარვადგინეთ სახაროვის პრემიაზე მამაცი უკრაინელი ხალხი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ანალოგიური წინადადებები ჰქონდათ და შეჯერებული კანდიდატურა წარვადგინეთ თავისუფლებისთვის მებრძოლთა პრემიაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2022, 22:05

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პეტრე ცისკარიშვილი

26 სექტემბერი 2022, 21:34

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება

ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

26 სექტემბერი 2022, 21:19

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან მეორე გაფართოებული შეხვედრა გამართა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა.

მიხაელ გალერი

26 სექტემბერი 2022, 21:02

მსოფლიო

მიხაელ გალერი: მობილიზაცია აჩვენებს, რომ პუტინს ყველა ფრონტზე პრობლემა აქვს და ისღა დარჩენია აღიაროს მარცხი

მობილიზაცია აჩვენებს, რომ პუტინს ყველა ფრონტზე პრობლემა აქვს და ისღა დარჩენია აღიაროს მარცხი. უკრაინელები იბრძვიან საკუთარი მიწისთვის და თავდადების ისტორიას ქმნიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციაზე განაცხადა.