01 აგვისტო 2022, 12:20 / სანდო წყარო

დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ წერილს ავრცელებენ

პარლამენტის წევრები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილები“-ს ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩაერთნენ საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით.

თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები. რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად.

ქვემოთ არის მოცემული მარტივი არგუმენტები იმისა, თუ რატომ არის დეზინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა:

აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა. წლების მანძილზე აშშ-ს კანონმდებელთა ორპარტიულად მხარდაჭერილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე.

აშშ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულიდან მხარს უჭერს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს იყოს რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების გამტარი და მიმწოდებელი ენერგოდერეფანი კასპიის ზღვის ენერგო რესურსების დასავლეთისთვის. უკრაინაში ომის ფონზე ახლახან ევროპისთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგების შეთანხმებაც, რომელიც საქართველოზე გადის მოწმობს იმას, რომ დასავლეთი და აშშ არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით.

საქართველო არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანი, არამედ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის მატარებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გავლით გაზრდილი ტვირთბრუნვა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთის ინტერესია რეგიონში და საქართველოში მშვიდობა.

აშშ-ს დახმარებით გაიზარდა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა, ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი თბილისში მოწმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს და დასავლეთის ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა რეგიონში და არა ომი.

რუსეთის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე 2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებული იყო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის ზრდას, ისევე როგორც ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე ( რუსეთის მიერ 1993 წელს აფხაზეთის და მისი სანაპირო ზოლის დაკავებით, 2014 წელს კი უკრაინის ყირიმის ანექსიით) საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის. როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მრავალი კუთხით მონაწილეობს. მათ შორის არის ნატოსთან ინფორმაციის ორმხრივად მიმოცვლა, ნატოს ქვეყნების სამხედრო გემების ჩვენს საზღვაო აკვატორიაში საპორტო ვიზიტები და ერთობლივი სამხედრო წვრთნები და თავსებადობის ამაღლება. ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართო რეგიონის.

აშშ ეხმარება საქართველოს რუსული საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და რუსული ჰიბრიდული ომის და ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, რაც საფრთხედ არის საქართველოს მიერ შეფასებული.

აშშ წლების მანძილზე ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატოსთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ნატოში წევრობამდე საქართველოზე გარე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეწევდეს ძალა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობის გაწევის. ცალკე აღნიშვნის ღირსია აშშ-ს უდიდესი როლი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებაში და ის პრაქტიკული დახმარება, რაც რუსეთთან ომით დაზარალებულმა ქვეყანამ აშშ-ისგან მიიღო. აშშ-თან საერთო ღირებულების და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-მ საქართველოს 30 წლის მანძილზე კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. რუსეთთან ომში ჩართვით კი უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები.

დაბოლოს, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით ვფიქრობთ ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთის მხრივ საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, საერთო დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია დეპუტატის ერთობლივ წერილში.

ყველა სიახლე

05 ოქტომბერი 2022, 19:53

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

05 ოქტომბერი 2022, 19:30

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

სატელეფონო საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

05 ოქტომბერი 2022, 19:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან შეხვედრა გამართა.

სერგეი გაიდაი

05 ოქტომბერი 2022, 19:15

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მე გუშინ ვთქვი და კიდევ განვაცხადებ, რომ არანაირი თეორიული საფრთხე უმრავლესობას არ ემუქრება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

05 ოქტომბერი 2022, 19:04

მსოფლიო

ბორელი: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გულუხვობის საკითხი არ არის - ის, რაც იქ გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც უდავოდ სახიფათო ფაზაა.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 18:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკეთა პროცესი საკმაოდ რთული იყო. გვქონდა გარკვეული წყვეტა რაუნდებს შორის და გართულებულია უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თანათავმჯდომარეების მხრიდანაც განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული ყოფილიყო მთლიანად 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში. განვიხილეთ პუნქტების მიხედვით თუ სად ვართ. ყველა საკითხი დავაყენეთ , რაც დაკავშირებულია ქართულ- რუსულ კონფლიქტთან. ეს ეხება პირველ რიგში დევნილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

მილოშ ზემანი

05 ოქტომბერი 2022, 18:47

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

გივი მიქანაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

ტოივო კლაარი

05 ოქტომბერი 2022, 18:34

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო“, - აღნიშნა კლაარმა.

ვლადიმირ პუტინი

05 ოქტომბერი 2022, 18:29

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:29

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: 2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალსაც გაეზრდება.

05 ოქტომბერი 2022, 18:27

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:23

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა

ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შიდა ფრენების სუბსიდირებას, რათა ხელმისაწვდომი იყოს ამ რეისებით სარგებლობა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს მეგობრებს და პარტნიორებს შორის, მათზე კი ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - თუ ელოდებიან მმართველ გუნდში, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ანტიდასავლურ რიტორიკასთან დაკავშირებით კითხვებს დასვამს.

05 ოქტომბერი 2022, 18:15

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე: შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად

„მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო [კელი დეგნანს], მაგრამ ამის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას. ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში და რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

05 ოქტომბერი 2022, 18:14

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მარიამ ქვრივიშვილი

05 ოქტომბერი 2022, 18:12

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან და ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები

ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ქვეყანაში შემოვიდეს მეტი საერთაშორისო ძლიერი ავიაკომპანია და გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაერთ ავიაკომპანიასთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მალე გვექნება პოზიტიური სიახლეები. დღეს აჯობებს, არ გავასწროთ მოვლენებს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:10

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: ვიწყებთ 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას

პრემიერის მიერ ინიცირებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, - ამის შეახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.