imedi /  02 აგვისტო 2022, 15:02 / სანდო წყარო

გია აბაშიძე Credit Suisse-ზე: ბანკის მენეჯმენტის ქცევა უპრეცედენტოდ გამაოგნებელია. ივანიშვილის მხრიდან პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

საზოგადოება ნახავს, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამასთან, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდებაა მათდამი, ვინც განიხილავს, ან მომავალში გეგმავს Credit Suisse-თან საქმიან ურთიერთობას, - ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან რჩება ასეთი შთაბეჭდილება: Credit Suisse-ის მენეჯმენტის ქმედებები გამაოგნებელია; ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას; შვეიცარიის მედიის თავისუფლება საეჭვოა. რთული ფინანსურ-იურიდიული დეტალების შეჯერებით, კონკრეტულად: ბანკის მენეჯმენტის ქცევა უპრეცედენტოდ გამაოგნებელია. ყველა კანონით, ბანკის კლიენტს, ბიძინა ივანიშვილს მისი თანხების განკარგვის სრული უფლება აქვს.

Credit Suisse-ში ჩადენილ დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ივანიშვილს 2022 წლის 4 მარტიდან 4 აპრილამდე. ხოლო მას შემდეგ მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. პირველ ეტაპზე, ბანკთან დავის მოგების მიუხედავად, Credit Suisse-ში თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარ ივანიშვილის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.

ბანკთან მიმოწერის გასაჯაროება მოხსნის ბუნდოვანებას. საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს Credit Suisse, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. საზოგადოება ასევე ნახავს, რომ ივანიშვილის მხრიდან პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამასთან, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდებაა მათდამი, ვინც განიხილავს, ან მომავალში გეგმავს Credit Suisse-თან საქმიან ურთიერთობას. შვეიცარიის მედიის თავისუფლება საეჭვოა. Credit Suisse-თან ივანიშვილის ინტერესების დამცველმა MKD Law-მ შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შეთავაზა სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, ერთი თვე გავიდა და მზაობა არცერთი მათგანისგან სმენიათ. სად არის ბალანსი და მიუკერძოებლობა? თუ ადგილობრივი ანდა ტრანსნაციონალური, მსხვილი კორპორატიული ინტერესები ფარავენ ჟურნალისტიკის ელემენტარულ პრინციპებს?.. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ინტერესების დამცველთ განზრახული აქვთ ცალკე წესით მიმართონ შვეიცარიის პარლამენტს, ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს [ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს]. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც Credit Suisse-ის საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა“- წერს გია აბაშიძე.

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2022, 08:05

კულტურა

Black Sea Arena-ზე L'Impératrice-ის კონცერტი გაიმართა

„ბლექსი არენაზე“ ფრანგული ბენდის „ლიმპერატრისის“ კონცერტი გაიმართა. პოპ ბენდმა ღია ცისქვეშ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სტუმრებს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 00:58

მსოფლიო

ზელენსკიმ ყირიმის დეოკუპაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭო შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

16 აგვისტო 2022, 00:56

რეგიონი

ბალტიისპირეთში აჭარის რეკლამა აქტიურად მიმდინარეობდა

აჭარის ონლაინრეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. სოციალურ ქსელებსა და გუგლის პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებისა და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინრეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ანხორციელებდა.

16 აგვისტო 2022, 00:37

პოლიტიკა

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.

დონალდ ტრამპი

16 აგვისტო 2022, 00:16

მსოფლიო

ტრამპი: რეიდის დროს FBI-ს აგენტებმა ჩემი სამი პასპორტი მოიპარეს - ეს პოლიტიკურ ოპონენტზე უპრეცედენტო თავდასხმაა, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას მისი სამი პასპორტი ამოიღეს.

გიორგი მიქაუტაძე

16 აგვისტო 2022, 00:08

საზოგადოება

გიორგი მიქაუტაძე: ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კანონითა და კონსტიტუციით უმაღლეს დონეზეა გარანტირებული

დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო არის უპრეცენდენტოდ დამოუკიდებელი, ყველაზე უფრო დამოუკიდებელი, თუკი ოდესმე ყოფილა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინდივიდუალური მოსამართლისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაც, კანონითა და კონსტიტუციით უმაღლეს დონეზეა გარანტირებული.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 23:40

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ თურმე, 20 ადამიანი აკონტროლებს სასამართლო სისტემას

ჩვენ ვერ ვთანხმდებით ფუნდამენტურ საკითხებზე, რომ თურმე, 20 ადამიანი აკონტროლებს სასამართლო სისტემას, 350-კაციან კორპუსს, იმ პირობებში, როდესაც ინდივიდუალური მოსამართლე დღეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი, იმ კონსტიტუციური და სამართლებრივი გარანტიებით, რომელიც გააჩნია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელია

15 აგვისტო 2022, 23:09

სპორტი

La Gazzetta dello Sport: კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს

კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს - ასეთი სათაურით ეხმაურება წამყვანი იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის“ გამარჯვებას იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და სხაგოლე პასი გააკეთა.

გოჩა აბუსერიძე

15 აგვისტო 2022, 22:42

საზოგადოება

გოჩა აბუსერიძე: როგორც ვიცი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების დიდ ნაწილს, თავის გადაწყვეტილების ჩაბარების კუთხით პრობლემა არ აქვთ და ქალბატონ ნინოს ბაქაქურსაც არ უნდა ჰქონდეს ამგვარი პრობლემა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გოჩა აბუსერიძის თქმით, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეების დიდ ნაწილს, თავის გადაწყვეტილების ჩაბარების კუთხით პრობლემა არ აქვთ და არც ნინო ბაქაქურს არ უნდა ჰქონდეს ასეთი პრობლემა. მისივე თქმით, ახალი ტალღის პირობებში შეივსო უზენაესი სასამართლო და გადატვირთულობის პრობლემა არ უნდა იყოს.

ოლაფ შოლცი

15 აგვისტო 2022, 22:42

მსოფლიო

ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე: იფიქრეთ დისიდენტებზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ დონეზე რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის თაობაზე დებატების სივრცე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება არ გაურთულდეს კრემლის ოპონენტებს, რომლებიც რუსეთიდან გარბბიან.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აგვისტო 2022, 22:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნინო ბაქაქურზე: ვერ ვხედავ რამე ობიექტურ შემაფერხებელ პირობას, რომ მოსამართლემ ასობით საქმე არ განიხილოს და არ დაასრულოს ბოლომდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნინო ბაქაქურის მოტივაცია შესაძლოა სუბიექტურია, რადგან ვერ ხედავს ობიექტურ შემაფერხებელ პირობას, რომ მოსამართლემ ასობით საქმე არ განიხილოს. მისი თქმით, სხვა მოსამართლეების სტატისტიკა რადიკალურად მცირეა.

ნინო ბაქაქური

15 აგვისტო 2022, 22:05

საზოგადოება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ბაქაქურს მართლმსაჯულების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ბაქაქურს, მართლმსაჯულების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ მოსამართლე ბაქაქურის გადაწყვეტილებას, ასობით მოქალაქე ელოდება. უფრო კონკრეტულად, 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას უკვე ორი წელია ელოდებიან.

დიმიტრი გვრიტიშვილი

15 აგვისტო 2022, 21:51

პოლიტიკა

დიმიტრი გვრიტიშვილი: სასამართლოს მთავარი პრობლემა არის საქმეთა სიმრავლე

„ამ პრობლემაზე ჩვენ ყველა ფორმატში ვსაუბრობთ. საკანონმდებლო წინადადებებიც წარგვიდგენია, ასევე, როდესაც საკითხის განხილვა ხდება საბჭოს ფორმატში, საბჭოც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მოსამართლეების მივლინებები იქნება ეს თუ სპეციალიზაციები იმისთვის, რომ საქმეთა სიმრავლის პრობლემა დაიძლიოს და მართლმსაჯულება განხორციელდეს სწრაფად და ეფექტურად“, - განაცხადა

ხვიჩა კვარაცხელია

15 აგვისტო 2022, 21:09

სპორტი

კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში თავური დარტყმით პირველი გოლი გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა აქვს. იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში „ნაპოლი“ „ვერონა“-ს უპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია.

მიხეილ სარჯველაძე

15 აგვისტო 2022, 21:07

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: კანონპროექტი ახალი აღკვეთის ღონისძიების შემოღების შესახებ საშემოდგომო სესიაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად და შემდეგ გვექნება იმპლემენტაციაზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობა

საქართველოს პარლამენტმა, პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

15 აგვისტო 2022, 20:22

მსოფლიო

Reuters: ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანული ოჯახებისთვის გაზის წლიური გადასახადი 480 ევროთი გაიზრდება

ახალი გადასახადის დაწესების გამო, გერმანულ ოჯახებს გაზისთვის წელიწადში 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2022, 20:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს - მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

უჩა მამაცაშვილი

15 აგვისტო 2022, 19:38

პოლიტიკა

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შეხვედრას სთავაზობს სახალხო დამცველს და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.

დონალდ ტრამპი

15 აგვისტო 2022, 19:23

მსოფლიო

ტრამპი: ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება, ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს.

15 აგვისტო 2022, 19:02

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ის მიწვევით ლიტურგიას დაესწრნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები როდოსის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, როდოსის მიტროპოლიტ კირილე II-ის მიწვევით ლიტურგიას დაესწრნენ.