05 აგვისტო 2022, 10:34 / სანდო წყარო

გიორგი ხელაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: დასავლეთში გვეკითხებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება?“ მათ ვუბრუნებთ - პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ რადიკალები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია

გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი

ჩვენი თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაემიჯნოს, გადაიკეტოს საქართველოში ამ ადამიანების მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობები. სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთან, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „რადიკალებს საქართველოში პოლიტიკური ჟანგბადი უნდა გადაეკეტოთ, რადგან სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

„ვცდილობთ, ამაზე ველაპარაკოთ ჩვენს უცხოელ დიპლომატებს. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში არის პოლარიზაცია, ეს მართლაც ასეა. პოლარიზაციას კვებავს ის, რომ ჩვენი დასავლელი დიპლომატის მხრიდან არ ხდება იმ პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებთან გამიჯვნა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოში არეულობის დაწყებას, ტემპერატურის აწევას და ა.შ. ამ ადამიანებთან არ ხდება გამიჯვნა და თანამშრომლობა გრძელდება. ეს არის, რაც კვებას ამ ადამიანების თავდაჯერებას, ეს იქნება ხოშტარია, გიგაური, რომელიც სამწუხაროდ, პოლიტიკოსად გვევლინება და არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად.

ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ნაბიჯები ამ ადამიანებს შთააგონებს, რომ განაგრძონ საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი რიტორიკა, გააღვივონ დაპირისპირება, დათესონ შუღლი. ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ სიმწვავის შემომტანი ელემენტები, თავს ისე გრძნობენ, რომ მათ დასავლეთთან ჯერ კიდევ აქვთ კომუნიკაცია. ჩვენი თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაემიჯნოს, გადაიკეტოს საქართველოში ამ ადამიანების მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობები. სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთან, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება. როდესაც ქვეყანაში პოლარიზაცია გრძელდება და დასავლელი პოლიტიკოსები გვიტრიალდებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება“, ბუნებრივია, მათ ვუბრუნებთ პასუხს, "პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ ეს ადამიანები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია, რომ მათ შეუძლიათ ქცევა ისე, როგორც იქცევიან...

ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ომის საფრთხე, ეს არის რუსეთიდან. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია. აქ სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

ხელაშვილმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს უვიზო რეჟიმი სააკაშვილმა აღუდგინა.

„თვითონ სააკაშვილმა აღუდგინა უვიზო რეჟიმი რუსეთს და გვახსოვს ის კადრები, როდესაც საზღვარზე ხვდებოდა და გაშლილი ხელით ეგებებოდა რუსეთს საქართველოში. მიუღებელია ეს რიტორიკა და კრიტიკა იმ ძალისგან, რომელიც ამ პოლიტიკის სათავეში დგას. დღეს უკვე შეუძლებელია ამის შეცვლა, რადგან ეს არის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ღია და თავისუფალია ეკონომიკის პირობებში, შეუძლებელია შეჩერდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა და დღეს გამოდის საკუთარი პოლიტიკის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს თემა წამოიწიოს, რადგან სხვა თემა მათ პრაქტიკულად აღარ აქვთ პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. უცებ, ბოლო ორი დღის განმავლობაში არსაიდან, წინ წამოწიეს რუსული კაპიტალის თემა. დარწმუნებული იყავით, ერთი კვირის შემდეგ, ეს თემა გაქრება დღის წესრიგიდან“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2022, 00:54

ტაბლოიდი

იტალიელი კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა

იტალიის დედაქალაქ რომში კაცი, რომელმაც ბანკის გაძარცვის მიზნით 6 მეტრის სიღრმეზე გვირაბი გათხარა, თავისივე გათხრილ გვირაბში გაიჭედა. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

13 აგვისტო 2022, 00:46

მსოფლიო

იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს, დაარღვია თუ არა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული, სულ მცირე, 3 ფედერალური კანონი. აღნიშნულს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერი ცხადყოფს, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

მიხეილ ყაველაშვილი

13 აგვისტო 2022, 00:18

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ

გუშინდელი ჩვენი წერილის შემდეგ არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს ჩვენ წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ, რადგან იციან რომ ეს ასეა, თავადაც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

12 აგვისტო 2022, 23:59

საზოგადოება

ეროვნულ ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის „ახალგაზრდები მოსწავლეებისათვის“ ფინალისტებს უმასპინძლა. კონკურსი ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

12 აგვისტო 2022, 23:32

მსოფლიო

მედია: FBI-ს აგენტებმა ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები ამოიღეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

12 აგვისტო 2022, 23:20

სპორტი

„ოქროს ბურთის“ ნომინანტთა 30-კაციანი სია დასახელდა

ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა 30-კაციანი სია დაასახელა.

ბრაიან ბაბინი

12 აგვისტო 2022, 23:01

მსოფლიო

კონგრესმენი ბრაიან ბაბინი: FBI საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ტრამპის წინააღმდეგ

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ბრაიან ბაბინმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის მსგავსად მოქმედებს ყოფილი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

12 აგვისტო 2022, 22:39

მსოფლიო

Amnesty International: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებს.

ზაალ ანჯაფარიძე

12 აგვისტო 2022, 22:34

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ნიკა მელიაზე: მკრეხელობაა „უსამშობლოს“ იარლიყი სხვებს მიაწებოს იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის ლიდერებიც ომის დროს ფართხაფურთხით ტოვებდნენ ქვეყანას, რომელიც იმ წუთებში აღარ იყო მათთვის სამშობლო

ნიკა მელიას მხრიდან ვინმეზე „უსამშობლოს“ ძახილი არის დიდი მკრეხელობა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის Facebook-სტატუსის შესახებ. მისი თქმით, ამ პარტიის ლიდერებმა, ფაქტობრივად, საქართველოს დააბრალეს 2008 წლის ომის დაწყება.

12 აგვისტო 2022, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და სიგელები გადასცა.

ენ ჰეჩი

12 აგვისტო 2022, 22:00

კულტურა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ენ ჰეჩი, რომელიც 5 აგვისტოს ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, გარდაიცვალა. ინფორმაცია The Guardian-ს მსახიობის ოჯახმა დაუდასტურა. 5 აგვისტოს ენ ჰეჩის დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ლოს-ანჯელესში ორსართულიან სახლს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

12 აგვისტო 2022, 21:27

მსოფლიო

მონტენეგროში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში კაცმა 11 ადამიანი, მათ შორის თავისი ოჯახის წევრები მოკლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

სალმან რუშდი

12 აგვისტო 2022, 21:14

მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: სალმან რუშდი ცოცხალია, ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, კეიტი ჰოქულის განცხადებით, ჩაუტოკას ინსტიტუტში ლექციის დროს დაჭრილი ბრიტანელი მწერალი სალმან რუშდი ცოცხალია და ის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ლექციის მოდერატორი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

12 აგვისტო 2022, 21:12

მსოფლიო

ზელენსკი: რომის პაპს ვესაუბრე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის საშინელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

ზაზა შათირიშვილი

12 აგვისტო 2022, 20:54

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ის ფაქტი, რომ კელი დეგნანი არ პასუხობს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, წარმოადგენს იმ კოლონიური დამოკიდებულების შედეგს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს ადგილი

დღეს უკვე აღარავისთვის არის დამალული, რომ უკვე წლებია ამერიკის საელჩო დგას იმ დესტრუქციული და მავნებლური კამპანიის უკან, რომლის მიზანი ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა, რათა ხელისუფლებაში კვლავ ყველაფრის მკადრებელი, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შემსრულებელი, მართლაც უსამშობლო ხალხით დაკომპლექტებული „ნაც.მოძრაობა“დაბრუნდეს - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

გიორგი ვოლსკი

12 აგვისტო 2022, 20:44

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშშ საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს

აშშ საქართველოს მართლაც ყველაზე ძლიერი, ეფექტური მხარდამჭერია, მაგრამ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-საც ასეთი ერთგული პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, სულ მცირე რეგიონში არ ჰყავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

12 აგვისტო 2022, 20:15

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, ლარსის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები, მალფუჭებადი და ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს

სომხეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს

გურამ მაჭარაშვილი

12 აგვისტო 2022, 20:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციის ზოგადი განმარტებებით დადასტურდა ჩვენს განცხადებაში მოყვანილი ყველა ფაქტი, ერთი კონტრარგუმენტიც ვერ თქვეს ოპონენტებმა

,,ოპოზიცია ამის საპირწონედ ვერც მოიტანდა ვერანაირ არგუმენტს, მაგრამ არანაირი სურვილი არ ქონდათ ოპონირების. ასევე, როდესაც ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებს და მოწოდებებს, რომ საქართველოში უნდა დაიხოცონ ბავშვები და ქალები და ომი გაჩაღდეს, სამაგიეროდ ელჩი ამით ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიციამ ამის საპირწონედ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა“.

12 აგვისტო 2022, 20:07

მსოფლიო

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. Associated Press-ის ცნობით, ჩაუტოკას ინსტიტუტში, სადაც მწერალს ლექცია უნდა წაეკითხა, სცენაზე შევარდა კაცი და სალმან რუშდის ყელის არეშე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სოზარ სუბარი

12 აგვისტო 2022, 20:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ელჩი დეგნანის ინტერვიუმ განგვიმტკიცა აზრი, რომ პოლიტიკა, რომელსაც საელჩო ატარებს, არ შეცვლილა, რაც არის საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და მცდელობა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არაკონსტიტუციური გზით

„მე პირადად ვიყავი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კარგად ვხედავდი, როგორ მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორმე მომხდარიყო უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვება. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მოხდა ხელისუფლების იძულება და საბოლოოდ ეს დამთავრდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემით, რომ ეს ორი ადამიანი ყოფილიყო გამოშვებული. საბოლოოდ მოხდა პარლამენტის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ის, რომ პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რაც ასევე იყო პოლიტიკური ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამით არა მხოლოდ რურუა და მელია, არამედ არაერთი ადამიანი გამოვიდა გარეთ“- განაცხადა სოზარ სუბარმა.