imedi /  09 აგვისტო 2022, 11:37 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას.

მისი თქმით ეს ის ხალხია, რომელთა პრეზიდენტი, 2008 წლის წაგებული ომის შემდეგ, რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე და იგივე პოლიტიკური ძალა დღეს სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს.

„ომი და მშვიდობა. უცნაური ხალხი ვართ ქართველები. დაყოფილები მხარეებად. შუა თითქმის გაკრეფილია. რამდენი წელია ერთმანეთს ვუმტკიცებთ, რომ სწორედ მეორე მხარეა ქვეყნის მოღალატე. დღეს ამის მტკიცების საფუძველი მოგვცა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავმა. აქამდე ვიცოდით, რომ რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 8 აგვისტოს გადმოლახა. ყველას თავში ჩაუბეჭდეს საკრალური ციფრები - 08.08.08. ის ხალხი, ვის კისერზეცაა აგვისტოს ომში დამარცხება, ტერიტორიების დაკარგვა, ვინც ყოველთვის ომის დაწყებას, 8 აგვისტოს აღნიშნავდა, დღეს გვეუბნება, 8-ში კი არა, ომი 7 აგვისტოს დაიწყოო. იგივე ხალხმა ხმა მისცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელშიც წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში“. რა გამოდის? თუ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, მაშინდელი ხელისუფლების (ანუ დღევანდელი ოპოზიციის) წარმომადგენლების ახალ პოზიციას დავუჯერებთ, რეზოლუციის მიხედვით, 7 აგვისტოს, ომი საქართველოს დაუწყია? მათივე მტკიცებით და ოფიციალური დოკუმენტებითაც, 8 აგვისტომდე მხოლოდ სეპარატისტები აწყობდნენ პროვოკაციებს და რუსები პირიქით, მათ დაშოშმინებას ცდილობდნენ (იხ. სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულება, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ როკის გვირაბი რუსეთის ჯარმა 8 აგვისტოს გადმოკვეთა. ასევე მინისტრების-თემურ იაკობაშვილის, გრიგოლ ვაშაძის სატელევიზიო გამოსვლები 7 აგვისტოს). დღევანდელ ხელისუფლებას ძველი და ახალი ნაცები პრორუსულობაში ადანაშაულებენ („რუსეთს არც ომს უცხადებენ, არც აგინებენ და მის საწინააღმდეგო სანქციებსაც კი არ უერთდებიანო“).

თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რუსეთს სანქციები დაკისრებოდა. პირიქით, 2009 წლიდან რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები. გამოაცხადეს, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო. ცალმხრივად გააუქმეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ომიდან ერთ თვეში, კულტურის მინისტრი, რუს კოლეგას, მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების მოწყობას სთავაზობდა. დღეს იგივეებმა ახალი თემა ააგორეს: ძალიან ბევრი რუსი ტურისტია შემოსული და ქართული ოცნების პრორუსული ხელისუფლება ამას არ ებრძვისო. ეს ის ხალხია, რომელთა ბელადი, მაშინდელი პრეზიდენტი, 2008 წლის წაგებული ომის შემდეგ, რუს ტურისტებს საქართველოში ეპატიჟებოდა და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას. აუჩემებიათ, რუსულად საუბრობენ და თავხედურად იქცევიანო, თითქოს როცა ისინი ეხვეწებოდნენ რუს ტურისტებს მობრძანდითო, მაშინ ქართულად საუბრობდნენ და სხვანაირად იქცეოდნენ. უტიფარი და თავხედი არც რუსია მისაღები, არც უკრაინელი, არც თურქი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ქართველი, სათითაოდ ყველა მათგანს კანონიერი პასუხი უნდა გაეცეს.

ამ თვისებების ეროვნებასთან გაიგივება ყოვლად მიუღებელია. ეს სხვებმა თუ არა, სახალხო დამცველმა მაინც უნდა იცოდეს და ახდენდეს სათანადო რეაგირებას. კიდევ ერთი საჯილდაო ქვა გახდა, პასუხი შეკითხვაზე: ვის უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - დასავლეთს თუ რუსეთს? პასუხის მიხედვით ან რუსეთუმედ ითვლები, ან მედასავლეთედ. პასუხები სტანდარტულია, თუ ომი არ გინდა, მონა ხარ, ხოლო თუ გულში მჯიღს იცემ და ამბობ, რუსებთან მშვიდობას, ომი მირჩევნიაო - ვაჟკაცი. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე მოგვიწოდებენ, ერთ-ორი რუსი ტურისტი გავაგოროთ და რუსების „დუხი“ აღარ იქნება აქო. თუ ეს ქვეყანას ჭირდება, რატომ თვითონ არ აკეთებენ იგივეს? თუმცა, ოქრუაშვილმა უკვე „იომა“ უკრაინაში, ეტყობა რუსები უკვე დაამარცხა და საკუთარი „პატრიოტობის“ დასამტკიცებლად ესეც კმარა. ოქრუაშვილს, ალბათ მართლა უნდა, რომ რუსი ტურისტების „დუხი“ აღარ იყოს საქართველოში და ის, რუსი ჯარისკაცების „დუხით“ შეიცვალოს. მაშინ კი ალბათ თავს გამოიდებს და რუსებთან "ბრძოლაში" გამოცდილების გამოყენებით სათითაოდ სულ კინწისკვრით გაყრის რუს ჯარისკაცებს საქართველოდან. 2008-შიც ხომ გვამშვიდებდნენ „უშიშრები“, ჟანგიანი რუსული ტანკები ვერაფერს დაგვაკლებენო. მართლა ვის ინტერესებშია საქართველოს ომში ჩართვა? უკრაინის ტრაგედიის საქართველოში გადმოტანა თუ არ გინდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, პატრიოტი ხარ თუ მოღალატე? ან იქნებ გიგი უგულავას „ბრძნული“ მიგნება უნდა გავიზიაროთ, არიქა, უკრაინა რუსეთს ომს უგებს, ბიძინა ეცდება გამარჯვებულებს „შეეტენოს“ და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათო. ხედავთ, რა „შორსმჭვრეტელია“ ძირძველი ნაცი პოლიტიკოსი? დავუშვათ დავიჯერეთ ასეთი „შორსმჭვრეტელობის“ პროგნოზი, რომ უკრაინა იმარჯვებს. დღეს მისი მოსახლეობის თითქმის 1/3 უკვე ლტოლვილია, ათიათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლე დაღუპულია, ტერიტორიის თითქმის ¼ დაკარგულია, ანუ 603 ათასი კვ. კმ-დან რუსეთს დღეს ოკუპირებული აქვს დაახლოებით 140 ათასი კვ. კმ., ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2-ჯერ მეტი (კაი ბატონო, დავარქვათ „დროებით ოკუპირებული“, თუ ეს რაიმე შეღავათია).

ამ საშინელებებმა საქართველოში 5-6 თვით რომ გადმოინაცვლოს, 3-მილიონიანი ქვეყნისგან რა დარჩება? ჩვენმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა, რომ მარტო გრძელი ენები, ლამაზი სიტყვები და გულზე მჯიღის ცემა, თაკო ჩარკვიანობა, გუბაზ სანიკიძეობა და სხვების წაქეზება არ არის პატრიოტიზმი და საქვეყნო საქმის რეალური კეთება. ყველა საქმე იზომება შედეგებით. ჩვენმა ხალხმა აფხაზეთის საშინელი ომიც გამოიარა, რომლის დაწყებიდან 30 წელი, რამდენიმე დღეში, 14 აგვისტოს სრულდება. ჩვენთვის იქიდან მოყოლებული ყველა ომის შედეგი, სამწუხაროდ, მწარე გამოდგა. არც ისეა საქმე, რომ „ომი ყველაფერს ჩამოწერს“, როგორც ზოგიერთებს უნდათ და ჰგონიათ. პირიქით, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და ყველაფერს ითვალისწინებს. ამბობენ, რომ დღეს ხალხის პოლიტიკური განვითარების დონე და კულტურა პოლიტიკოსების დონეზე მაღალიაო. ამიტომაც ვეღარ ატყუებენ ჩვენს გამოცდილ ხალხს „შორსმჭვრეტელი“ და „ტვინგაცხელებული“ პოლიტიკოსები, რადგან ვერაფრით ვერ შეუშვეს თავში ამ ვაი პატრიოტებმა, რომ „შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.“ იმასაც ამბობენ, „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ჩანგპენგ ჟაო

01 დეკემბერი 2022, 11:47

ეკონომიკა

ჩანგპენგ ჟაო: ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე

„ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე. საქართველოს არ ეშინია ახალი ტექნოლოგიების გამოყენების. ამის გათვალისწინებით, გავზრდით ადგილობრივ გუნდს და მეტ საგანმანათლებლო ძალისხმევას ჩავდებთ რეგიონში“, - განაცხადა ჩანგპენგ ჟაომ.

01 დეკემბერი 2022, 11:37

ეკონომიკა

მრავალ ახალ ნივთს! -ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1 იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ირაკლი ბერაია

01 დეკემბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული

საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული. ეს ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციას ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ისაუბრა.

01 დეკემბერი 2022, 11:30

სამართალი

სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული.

ირაკლი შატაკიშვილი

01 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი: შეხვედრების მთავარი თემაა 12-პუნქტიანი გეგმის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესრულება და ასევე, ჩვენი ძალიან მჭიდრო პარტნიორის, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა

შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრებს კომიტეტებში გამართავს. მთავარი თემა ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა. ქართულმა მხარემ უკვე მიიღო პოზიტიური გზავნილები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

01 დეკემბერი 2022, 11:23

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

01 დეკემბერი 2022, 11:20

რეგიონი

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 11:10

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება. ასევე, ლაბორატორიაში ახლად დანერგილ პარამეტრების ანალიზებზე შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო.

გიული ალასანია

01 დეკემბერი 2022, 11:10

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას

„გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი როგორც თანხმობა ვიმუშაოთ თქვენი სახელით, მოგაწვდით სტრატეგიულ კონსულტაციებს , კავშირებს მედიასთან და დაინტერესებულ პირებთან როგორც ეს კონტრაქტშია მითითებული და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იურიდიული მომსახურების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ოზგურ გევრექოღლუ

01 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

თურქეთში ძაღლმა პატრონი ნადირობის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოძიების ვერსიით, 32 წლის ოზგურ გევრექოკლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს მანქანის საბარგულში დებდა, ამ დროს მისი ძაღლი საბარგულში ახტა და ჩახმახს თათი დაადგა. გევრექოგლუ ადგილზე გარდაიცვალა.

ფილიპ რიკერი

01 დეკემბერი 2022, 10:49

პოლიტიკა

ფილიპ რიკერი: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში

გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 10:47

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს 7 რეგიონში, წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო.

ფილიპ რიკერი; ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2022, 10:27

პოლიტიკა

ფილიპ რიკერი: აშშ ყველაფერს აკეთებს, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს, აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

01 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ანა ფოტიგას: რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება „სიყვარულო ძალსა შენსა“ რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული. აქაურების, კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ ათეულობით მილიონი. ამათ მო-წოდებას თუ გავითვალისწინებთ, მგზავრობისაც ეკუთვნით, სამივლინებოც და ჯიბის. ძვირფასები“, - წერს გოგა ხაინდრავა.

კრისტინ მაკვი

01 დეკემბერი 2022, 10:18

კულტურა

ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

„ის მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში დღეს დილით, 2022 წლის 30 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, - დაწერეს მომღერლის ნათესავებმა.

01 დეკემბერი 2022, 10:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს, ნილს შმიდს შეხვდა.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:08

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დღეს არავინ ამბობს, რომ სააკაშვილს აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და მას ყოველდღე ჰყავს მნახველები

„იმედი-LIVE“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს არავინ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ან მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: გამოდის, რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განმარტებით, სახელმწიფო და იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. მინისტრის თქმით, ეს იმ ჰუმანური მიდგომის გაგრძელებაა, რასაც ადგილი ჰქონდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით.

01 დეკემბერი 2022, 09:50

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაკარგულია ათობით მოქალაქე

სამხრეთ ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ტალახის ნიაღვარი ჩამოვიდა BR-376 გზატკეცილზე პარანას შტატში და დაფარა სულ მცირე 16 მანქანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2022, 09:39

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა.