www.imedi.ge /  09 აგვისტო 2022, 14:24 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი იარაღით ვაჭრობის სქემაზე: ამ კომპლექსურ სიბინძურეს შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური - საქართველოსა და უკრაინას ჩამოუყალიბდა. ორივე - რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ორივე NATO-ს ასპირანტი და EU-ს წევრობის მაძიებელია, მაგრამ გაუგებარი „მეგობრობა“ აკავშირებს ერთმანეთთან. ამის რეალური მიზეზი დაკავშირებულია 17 წლის წინ დაწყებულ ისტორიასთან, რომლის გარშემო, უკრაინელებმა ჯერ დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, ხოლო შემდეგ უკრაინაში პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ამ ეტაპზე მუშაობა გაჩერებულია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან.

მისი თქმით, მხოლოდ ქართული საგამოძიებო უწყებების ჩართულობით, საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში, ამ ყველაზე ბინძური ერთობლივი დანაშაულის სამართლებრივი რეალიზება გაჭირდება.

„დამეთანხმებით, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური - საქართველოსა და უკრაინას ჩამოუყალიბდა. ორივე - რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ორივე NATO-ს ასპირანტი და EU-ს წევრობის მაძიებელია, სუამ-ის წევრი და ა.შ. - მაგრამ გაუგებარი "მეგობრობა" აკავშირებს ერთმანეთთან. ჩემი უკრაინელი მეგობრების მოსაზრებით, ამის რეალური მიზეზი დაკავშირებულია 17 წლის წინ დაწყებულ ისტორიასთან, რომლის გარშემო, უკრაინელებმა ჯერ დაიწყეს თავისი ჟურნალისტური გამოძიება, ხოლო შემდეგ - მისი რაიმე ლოგიკურ შედეგამდე მიყვანაში ეჭვის გაჩენისა და უკრაინაში ამაზე პოლიტიკური ნების არარსებობის გამო - ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, მუშაობა გაჩერებულია. ამჟამად ამ თემის "პედალირებას" რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომიც აფერხებს, გარდა ამისა ამ საქმეში ჩართული უშუალო ფიგურანტები, დღეს გაქცეულები არიან საკუთარი ქვეყნებიდან და ემალებიან მართლმსაჯულებას. თუმცა არაა გამორიცხული რომ ამ მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანის პოლიტიკური ნება ადრე თუ გვიან გაჩნდება უკრაინის სახელისუფლებო დონეზე. ამის გარეშე კი, მხოლოდ ქართული საგამოძიებო უწყებების ჩართულობით, საქართველოსა და უკრაინის უახლოეს ისტორიაში, ამ ყველაზე ბინძური ერთობლივი დანაშაულის სამართლებრივი რეალიზება გაჭირდება.

თავის დროზე, გარკვეული, უკრაინელი ჟურნალისტების ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ ნაწილობრივ გამიზიარეს. ის ეხებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტებს და პირდაპირ იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან. უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებში, რომლის სანდოობაში მე არანაირი ეჭვი არ შემაქვს - მე შევეცადე დამემატებინა ზოგიერთი მნიშვნელოვანი შტრიხი, რომელიც პირადად ჩემთვის არის ცნობილი კონკრეტულ მოწმეთა ბაზის ჩათვლით. უკრაინაში და საქართველოში მოპოვებული ინფორმაცია, ჩვენთანაც როგორც მინიმუმ ჟურნალისტური გამოძიების საგნად შეიძლება განიხილებოდეს.

უკრაინელი ჟურნალისტების მონაცემებით, 2005 წელს უკრაინაში პრეზიდენტად ვიქტორ იუშენკოს არჩევის შემდგომ, შემუშავებული იქნა პროგრამა კოდური სახელწოდებით „გრიფი პრეზიდენტი“, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინიდან საქართველოში იარაღის მიწოდებას (პროგრამა გაწერილი იყო 2005-2010 წ.წ. პერიოდზე). უკრაინულ მხარეს ამ პროგრამის განხორციელებაში წარმოადგენდა იუშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული, СБУ-ს პოდპოლკოვნიკი, „ჩვენი უკრაინის“ პარტიიდან რადას სახალხო დეპუტატი - სერგეი ბონდარჩუკი.

სწორედ მისი უშუალო პატრონაჟით, 2005-2008 წ.წ. უკრაინის ტერიტორიაზე გახსნილი იქნა 180-მდე მაღარო, სადაც კონსერვირებული იყო ძირითადად ვადაგასული და გამოყენებისათვის უვარგისი, საბჭოთა წარმოების სხვადასხვა ტიპის შეიარაღება: ცეცხლსასროლი (მათ შორის მსხვილკალიბრიანი) იარაღი, „გრადები“, ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და ა.შ. საქართველოს მხრიდან ამ პროგრამაზე პასუხისმგებელი პირის, თემურ ალასანიას მითითებით, 2006 წელს ამ სქემების განხორციელებას მოაშორეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც არ დაივიწყა ეს პირადი წყენა და 2007 წლის სექტემბერში, „იმედის“ ღამის შოუში ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში ამხილა მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები იარაღის უკანონო ვაჭრობაში - რის შემდეგ დააპატიმრეს კიდეც.

უკრაინელების ინფორმაციით, ქართულ ტექნიკურ მხარეს ამ პროგრამაში დავით კეზერაშვილი წარმოადგენდა. მხოლოდ სამი წლის განმავლობაში, საერთაშორისო დონორების მხრიდან მიღებული თანხებიდან - მილიარდ 200 მილიონი დოლარი უკრაინული სამხედრო ჯართის შესყიდვებზე დაიხარჯა. ტექნიკურ ფინანსურ მხარეს უკრაინული მხრიდან უზრუნველყოფდნენ ვინმე ციბულიაკი და ელმანდიევი, ხოლო ქართული მხრიდან - მამუკა მუჯირი. 2005 – 2008 წ.წ. ამ არხებით მიღებულ იარაღზე გაკეთებულმა შიდა ტექნიკურმა აუდიტმა დაადასტურა, რომ მისი მთლიანი ოდენობიდან 90 პროცენტი არაკონდიციურ მდგომარეობაში იყო.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა დანარჩენი, ვარგისი 10 %-ის გაყიდვის საჭიროება. უკრაინული მხარის წარმომადგენელმა ციბულიაკმა და თემურ ალასანიამ ამ მისიის შესასრულებლად შეარჩიეს იარაღის უკანონო ვაჭრობის ბაზარზე ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კანდიდატი, ოდესის მკვიდრი ლეონიდ მინინი, რომელიც იმ მომენტისთვის ისრაელში ცხოვრობდა და აშშ/ევროპის მიმართულება მისთვის სამუდამოდ ჩაკეტილი იყო. ეს ის ლეონიდ მინინია, რომელიც თავის არანაკლებ ცნობილ „კოლეგასთან“ ვიქტორ ბუტთან ერთად ჰოლივუდური გახმაურებული ფილმის „იარაღის ბარონის“ მთავარი გმირის (ნიქოლას ქეიჯის შესრულებით) პროტოტიპებს წარმოადგენდნენ.

სწორედ ლეონიდ მინინის რეკომენდაციით, ბათუმის აეროპორტის ბაზაზე დარეგისტრირდა კერძო ავიაგადაზიდვების კომპანია (ხელმძღვანელი - ნოდარ კაკაბაძე), რომელიც უკრაინული სატვირთო ბორტ „ილ-76“-ით ახორციელებდა კონდიციური იარაღის მიწოდებას აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ცხელ წერტილებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავიც და ეკიპაჟიც უკრაინული იყო, ფრენებს ახორციელებდნენ ქართული დროშით.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2009 წელს აღნიშნული იარაღის აფიორების შესახებ ვაშინგტონიდან თბილისში მძაფრი სიგნალები წამოვიდა - სააკაშვილი იძულებული გახდა დაესრულებინა ეს პროგრამა. მან ძმებ ახალაიებს დაავალა კიდეც, რომ შესაბამისი მოჩვენებითი "სანქციები" განეხორციელებინათ ნოდარ კაკაბაძის ფირმასთან მიმართებაში. ამ პერიოდიდან ასევე მოჩვენებით "ჩრდილში" იქნა გაყვანილი დავით კეზერაშვილიც, რომლის მაგივრად სააკაშვილის კარზე ფავორიტების ადგილი სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაიკავეს.

ამავე პერიოდში გასკდა საქმე უკრაინაშიც. „უკრსპეცექსპორტის“ ხელმძვანელის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რის გამოც სერგეი ბონდარჩუკი იძულებული იქნა გაქცეულიყო დიდ ბრიტანეთში, სადაც დავით კეზერაშვილის კავშირების დახმარებით, შეძლო პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება და დღემდე იმყოფება ლონდონში ამ იპოსტასში.

სერგეი ბონდარჩუკის ბოლო ოპერაცია, პროგრამა „გრიფ პრეზიდენტის“ ფარგლებში, ფინანსურადაც წარუმატებელი აღმოჩნდა - 2009 წელს ქ. ნიკოლაევის პორტიდან (სამხედრო ნავსადგური ოჩაკოვი) ტანზანიის მიმართულებით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების ჯავშანტექნიკითა და სათადარიგო ნაწილებით დატვირთული სატვირთო გემი „ფაინა“ სომალიელი მეკობრეების ხელში ჩავარდა.

გაცილებით იღბლიანი გამოდგა ლეონიდ მინინის შემდგომი ბედი - მადლიერების ნიშნად, თემურ ალასანიამ და მიხეილ სააკაშვილმა დართეს მას უფლება, საქართველოში განეხორციელებინა თავისი შავი ფულის გათეთრების ოპერაციები. ამ მიზნით მას თბილისის მახლობლად (თელეთში) სიმბოლურ თანხებში 32 ჰექტარი მიწა გადაეცა, მიეცა უფლება მსხვილი საწარმოო კომპლექსები აეშენებინა, ზოგადი პატრონაჟი მასზე დაეკისრა ვანო მერაბიშვილს, ხოლო ფინანსური წილი (10%-ის ოდენობით) ლეონიდ მინინის ბიზნეს/პროექტებში გია ყარამანიშვილს გადაეცა, იმ მომენტისთვის „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ უკანონო მფლობელს.

თუმცა სამართლიანობა ითხოვს, რომ აღვნიშნოთ - ლეონიდ მინინი, თავისი ბინძური ბექგრაუნდით და უბინძურესი პიროვნული თვისებებით (ბოლო-ბოლო მანიაკური სექსუალური მიდრეკილებების მქონე ბისექსუალი იყო), გია ყარამანიშვილის „მორალისთვისაც“ იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მან 2011 წლის თებერვალში თავისი კუთვნილი 10% გაყიდა სოლიდურ თანხად და მინინს განეშორა. 2008 – 2015 წ.წ. ლეონიდ მინინის ცხოვრება თითქმის თანაბრად იყო განაწილებული ისრაელსა და საქართველოს შორის. პირადად ჩემთვის მისი თბილისური ცხოვრების კვალი ქრება 2016 წლიდან, თუმცა ეს სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის დღესაც საქართველოში არ იმყოფებოდეს.
თუ ზემოაღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ნარატივი ნაწილობრივ მაინც მოიცავს სიმართლეს, გამოდის რომ სწორედ ამ კოპლექსურ სიბინძურეს შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 2008 წელს. გამოდის, რომ ამას შეეწირა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაც - სამშვიდობო ხიდი გაებათ თბილისთან სოხუმსა და ცხინვალიდან. გამოდის, რომ ამას შეეწირა მტრის ზურგში საზარბაზნე ხორცად მიტოვებული ჩვენი გენოფონდის განადგურება. რომ სწორედ ამას შეეწირა ათობით ათასობით ახალი იძულებით გადაადგილებული პირი. შეეწირა იმისთვის - რომ ჯართში გადახდილ მილიარდ 200 მილიონ დოლარს რუსეთთან ომით ჩამოწერა სჭირდებოდა. და თანხის სოლიდური რაოდენობიდან გამომდინარე - მსხვერპლის ოდენობაც სოლიდური უნდა ყოფილიყო, იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობაც და ომით გამოწვეული სხვა დანაკარგის მასშტაბიც.

ამ „ტექნიკური მხარის“ დასარეგულირებლად, რუს გენერლების მძღოლების ფუნქციას ასრულებდნენ სააკაშვილის გუბერნატორები - ხოლო სამხედრო კომისარიატებთან იბარებდნენ პატარა ბიჭების სულ უფრო დიდ ნაკადებს, რათა მათი სისხლით გადაეფარათ, კოდექსიდან მათ მიერვე ამოღებული „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პასუხგასაცემი თემა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების დონეზე მაინც გამოსაძიებელია. თორემ, რუსეთი რომ ოკუპანტია და პუტინი - ჩვენი დაუძინებელი მტერი, ამ აქსიომაზე არ დავობენ“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:09

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას

ტელეკომპანია „პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა.

29 სექტემბერი 2022, 01:09

მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამომრჩეველმაც იცის

ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამომრჩეველმაც იცის. ამ ნიღბების გამოცვლის მიუხედავად ამომრჩეველი ხედავს ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად ის ძალიან მკაცრიც გახდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: კეზერაშვილს სურს ალიბი. თუკი მის წინააღმდეგ კვლავ აღიძვრება გარკვეული საქმიანობა, ის იტყვის: „მდევნიან იმის გამო, რომ მე ვეხმარები ტელევიზიას, ან პარტიას“

„მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა წაგლიჯონ მას, ფიქრობენ, რომ ამისთვის უნდა დაუმტკიცონ ერთგულება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცოტა გაუგებარი არის როგორ შეიძლება ენდო იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც ვერაფერი მოახერხეს, ვერცერთი შეკვეთა და დაპირება ვერ შეასრულეს და დღეს ცდილობენ მის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად მის ინტერესშიც არის, თან მას არ მოსწონს ადამიანების მეორე კატეგორია - ვინც უკვე დახარჯა მისი ფული, მაგრამ დაპირება არ შეუსრულეს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2022, 00:49

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ

ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 00:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა

ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან მის მიმართ, რამე სახის წინააღმდეგობა, სიცრუეა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმში საქმის ერთგულება ნიშნავს იმ სიწმინდის ერთგულებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგაბარა. ეს არ ნიშნავს ჩემი ან 41-ის ერთგულებას

თეა წულუკიანმა მუზეუმებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებებს უპასუხა. კულტურის მინისტრმა ამ თმაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმების თანამშრომლებს შორის არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, თუმცა ამის გამო სამსახურს არ კარგავენ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმების ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მიხედვით, 2600-ზე მეტი ექსპონატი უკვალოდ არის გამქრალი, ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება

ჩვენ მიერ დასახელებული რიცხვი არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის, შუალედური რიცხვი. 2600-ზე ექსპონატი არის დაკარგული. ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში ვერ შემცირდება, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე: კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს

ოპოზიცია, რომელიც არ შემოდიოდა პარლამენტში, ბოლოს შემოვიდა და დღეს დეპუტატები ჰქვიათ, მათი ლიდერი არის მაჭუტაძე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის ძალები, ვისაც რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა უნდათ.

29 სექტემბერი 2022, 00:03

მსოფლიო

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ

„როგორც ოპოზიცია და მათი ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, აღარ მოეწონათ ეს თემა. ეს პირდაპირ იმის სიმპტომია, რომ ზედაპირულები არიან, არ მუშაობენ, არ უღრმავდებიან საკითხებს და რეალურად, ალბათ გარიყეს ყველა, ვინც მათ ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი

მაშინ, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ. ერთადერთი, რაც მან მოახერხა არის ის, რომ გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, როგორც თავდაცვის მინისტრმა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ანდრიუს კალინდრა

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ბელარუსის რეჟიმის ლიდერის დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას

ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ლუკაშენკოს დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას, - განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

28 სექტემბერი 2022, 23:43

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს. მისი თქმით, ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენს საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე

ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე რაც არ უნდა მეორე მხარეს კილომეტრიანი რიგები იდგეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ საქმე იმაშია, რომ რუსი არ უნდა გაჭაჭანდეს აქ, უნდა გავიხსენოთ მაგალითად აშშ, ევროკავშირი, რომელთა პოლიტიკის მიმდევრებად მოიაზრებენ საკუთარ თავს ისინი, ვინც დღეს ისტერიკას თესავს

უკვე მესამედ, გარკვეული ჯგუფები აწყობენ ისტერიკას, რომ რუსები შემოგვესივნენ. არის მუდმივი მცდელობა იმის, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინდეს, დაიზაფროს. თუ გვაქვს იმის შიში, რომ კრიმინალი გაიზრდება - წინა შემთხვევებში, როდესაც გაიზარდა შემომსვლელთა რიცხვი, არავითარი კრიმინალის ზრდა ჩვენ არ გვინახავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნედ პრაისი

28 სექტემბერი 2022, 23:31

პოლიტიკა

ნედ პრაისი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.