imedi /  10 აგვისტო 2022, 17:08 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი ლევან ბიძინაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ იარაღზე მისი „დნმ“-ის კვალი დაადგინა ექსპერტიზამ, მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ამა თუ იმ რაიონში გამოაშკარავებული გარკვეული სისუსტეების მატარებლები, არ უნდა იყვნენ დასაქმებული მთელ რიგ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პოზიციებზე. მაგალითად, ალექსანდრე ლომიძე - მოსამართლის სავარძელში, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველ ადამიანს აქვს...ასე ვთქვათ, სისუსტე. ზოგ ადამიანს - ე.წ. „სამარცხვინო“ სისუსტე. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სისუსტე დისონანსში შედის საზოგადოებაში აპრობირებულ წარმოდგენებთან, ტრადიციებთან თუ ქრისტიანულ მორალთან, ხოლო ამ სისუსტის მატარებელი ადამიანი მალავს მას, რცხვენია მისი - მაშინ იქცევა ეს სისუსტე ამ ადამიანის მოწყვლად წერტილად. მაგრამ, თუ საზოგადოებრივი ან ქრისტიანული წარმოდგენები ამა თუ იმ სისუსტის მიმართ არ შეცვლილა, ხოლო მოხდა ამ სისუსტის გამოაშკარავება ან თავად პიროვნების, ან საზოგადოების მიერ - ადამიანს რჩება ცხოვრების გაგრძელების სამი სავარაუდო გზა: 1) შეეგუოს და ჩვეულებრივ გააგრძელოს, საზოგადო გაკიცხვისა თუ მიუღებლობის მიუხედავად, 2) შეეცადოს მედიცინის, ფსიქოლოგის თუ ეკლესიის მეშვეობით დაძლიოს იგი საკუთარ თავში ან 3) გაბოროტდეს საზოგადოებაზეც, ეკლესიაზეც და თუნდაც მოქმედ ხელისუფლებაზე. ამ მესამე ვარიანტში, ასეთი ადამიანის მოწყვლადობა საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათოა და ასეთი პიროვნება, უპრიანია, რომ მოწყდეს ამა თუ იმ საქმიანობის სფეროს, მაგალითად "შეწყალების კომისიას" ან "მოსამართლის" პოზიციას, რამეთუ პირადი გაბოროტების ფაქტორი, კრიმინალური სამყაროს მხრიდან დაშანტაჟების მაღალი ალბათობის გათვალისწინებით - შესაძლოა მრავალი გამოუსწორებელი და დანაშაულებრივი ქმედებების გამომწვევი გახდეს. სიღნაღის რაიონის სოფ. წნორის მკვიდრს, ლევან ბიძინაშვილს რაიონში და მის ფარგლებს გარეთ ყველა იცნობს, როგორც კანონიერ ქურდ გიორგი ხატიაშვილის (,,ჯეკოს") მარჯვენა ხელს, მისი დავალებების შემსრულებელს, ხორბლის სეზონზე გლეხების დამ-რეკეტ-ებელს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებაზე იყო დაჭერილი. და მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღზე მისი "დნმ"-ის კვალიც დაადგინა ექსპერტიზამ - სიღნაღის მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მისი მხრიდან ასეთი პარადოქსალური გადაწყვეტილების მიღება, პირველი როდია. ამიტომაც ვთვლი, რომ ამა თუ იმ რაიონში გამოაშკარავებული გარკვეული სისუსტეების მატარებლები, არ უნდა იყვნენ დასაქმებული მთელ რიგ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პოზიციებზე. მაგალითად, ალექსანდრე ლომიძე - მოსამართლის სავარძელში“- წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

ნათია თოდუა

29 სექტემბერი 2022, 11:10

კულტურა

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

რიინა კალიურანდი

29 სექტემბერი 2022, 11:03

პოლიტიკა

ესტონეთის ელჩი: პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - წერს დიპლომატი.

29 სექტემბერი 2022, 10:59

საზოგადოება

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

29 სექტემბერი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს აქტიურად მოუწოდებს მთავრობებს,

ვიაჩესლავ ვოლოდინი

29 სექტემბერი 2022, 10:58

მსოფლიო

ვიაჩესლავ ვოლოდინი: სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს სამხედრო კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, შესაბამისად, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

29 სექტემბერი 2022, 10:48

სამართალი

ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

შვედეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენიდან გაზმა კიდევ ერთგან გაჟონა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე, რომლითაც რუსული გაზი ევროპისკენ მიედინება, მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს, - ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის სანაპიროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

29 სექტემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს

„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - „გირჩი შარვალჩახდილები“. ფლანგებზე - „ლიაკა რაზმითურთ“ და „ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა“ უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - „ლელო“. გვეშველა მეგობრებო! ურაა!“ - წერს ხაინდრავა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 10:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე: როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი

„ფაქტია, რომ მოცემული პერსონა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკისად – მაქსიმუმ, პერსონაჟად. საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსებს, გვაინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელიც მას უკავშირდება – ვის ინტერესებს ატარებს ის საქართველოში? ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი. ეს არის ასახსნელი. ამიტომ, რას ფიქრობს ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ პრინციპში საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაძაბულობა, შფოთი, რაც არ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

29 სექტემბერი 2022, 10:16

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ზურაბ აზარაშვილმა წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს, პირველი ლაბორატორია ექნება სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიახლე მიმოქცევაში არსებულ ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 10:12

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: მიშიზმი ვენერული დაავადებაა. როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?!

„მიშიზმი - ვენერული დაავადება. „ევროპული საქართველოს“ აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.

29 სექტემბერი 2022, 10:11

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და ევროკავშირის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, ლაურა კოვეშმა, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

გია გეწაძე

29 სექტემბერი 2022, 10:09

პოლიტიკა

გია გეწაძე: როცა ომია და ოკუპანტი გკლავს, ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენ გვკლავს

საქართველოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე, ყოფილი დეპუტატი გია გეწაძე, რომელიც შემდეგ უკრაინაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი გადაიხადონ.

29 სექტემბერი 2022, 09:58

საზოგადოება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, 29 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, 29 სექტემბერს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ქულიო

29 სექტემბერი 2022, 09:51

მსოფლიო

რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მენეჯერის განცხადებით, რეპერი ლოს-ანჯელესში, მეგობრის სახლში გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

29 სექტემბერი 2022, 09:41

საზოგადოება

მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.

29 სექტემბერი 2022, 09:30

რეგიონი

რიკოთის საუღელტეხილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა წლის ბოლოს გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც 4 მონაკვეთადაა დაყოფილი, ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოები 51-ვე გვირაბზე მიმდინარეობს. მათ შორის, 34 გვირაბი უკვე გაჭრილია, საიდანაც 3 ექსპლუატაციაშია შესული. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 90 ხიდზეც, საიდანაც 40 უკვე აშენებულია, ხოლო 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

29 სექტემბერი 2022, 09:17

მსოფლიო

ფლორიდას ქარიშხალი იანი დაატყდა თავს

ფლორიდის სანაპიროს ქარიშხალი იანი დაატყდა თავს. ქარის სიჩქარე საათში 150 კმ-ს შეადგენს. შედეგად, ორ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 09:06

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება

ტელეკომპანია “პოსტვ” -ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

29 სექტემბერი 2022, 08:47

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 217-ე დღეს

ომის 217-ე დღე. უკრაინა რუსეთის იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება 11 მიმართულებით მოხერხდა. პარალელურად, ოკუპანტები მოკოლაევის, კრივოი როგისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებს ბომბავენ. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 სექტემბერი 2022, 08:26

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს

უკრაინა ვერ და არ შეეგუება რუსეთის მიერ ჩვენი მიწის რომელიმე ნაწილის წართმევის მცდელობებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.