12 აგვისტო 2022, 11:30 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი დიდი ისტორიისა და დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ; დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 9 საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ,,ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.

„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

05 ოქტომბერი 2022, 20:21

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ ყოფნისას ისეთ თემებზე ვმუშაობდი, რაც ემსახურებოდა ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგამს, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას

როდესაც ქართულ ოცნებაში ვიყავი, მთელ რიგ ისეთ თემებზე ვმუშაობდი, რომელიც ემსახურებოდა ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგამს, იყო ეს სხვადასხვა კანონპროექტები, ევროდირექტივების და ა.შ. მე რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას.

05 ოქტომბერი 2022, 20:14

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „განკარგულებას“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაცემის შესახებ.

05 ოქტომბერი 2022, 20:02

რეგიონი

6 ოქტომბერს სემეკი ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ავარიული წყვეტების შემცირებაზე „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმას განიხილავს

6 ოქტომბერს, საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს ქ. რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების აღმოფხვრის მიზნით შპს „რუსთავის წყალის“ მიერ წარდგენილ საინვესტიციო გეგმას.

05 ოქტომბერი 2022, 20:01

პოლიტიკა

აბაშის მერია: ბაღის ატრაქციონებთან დაკავშირებით ალექსანდრე მოწერელია ტყუის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებით პასუხობს მაჟორიტარ დეპუტატს, ალექსანდრე მოწერელიას და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

05 ოქტომბერი 2022, 19:59

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდადებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა

არსებობს მართლაც რაღაც ძალა და ინტერესი, რომელიც იმდენად დიდია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა რაზეც იდგა, ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, ამ ბანკის რეპუტაცია მეასეხარისხოვანი გახდა და ინგრევა, აქციების ფასი მცირდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს განცხადების კომენტირებისას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ყველაზე დიდი პარადოქსი არის ის, რომ პოლიტიკურ კონტექსტს ბანკი იყენებს არდაბრუნების, თუ დროის გაწელვის ერთ-ერთ არგუმენტად.

05 ოქტომბერი 2022, 19:53

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა იმ ოჯახებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს იფარებენ, ყოველთვიურად 150 ევროს გადაუხდის. ამის შესახებ ქალაქებისა და საბინაო საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ოლივიე კლაინმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

05 ოქტომბერი 2022, 19:30

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

სატელეფონო საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას.

05 ოქტომბერი 2022, 19:26

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დომაგოი ჰაიდუკოვიჩთან შეხვედრა გამართა.

სერგეი გაიდაი

05 ოქტომბერი 2022, 19:15

მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

მამუკა მდინარაძე

05 ოქტომბერი 2022, 19:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

მე გუშინ ვთქვი და კიდევ განვაცხადებ, რომ არანაირი თეორიული საფრთხე უმრავლესობას არ ემუქრება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟოზეფ ბორელი

05 ოქტომბერი 2022, 19:04

მსოფლიო

ბორელი: უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გულუხვობის საკითხი არ არის - ის, რაც იქ გადაწყდება, ჩვენი მომავალიც იქნება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომელიც უდავოდ სახიფათო ფაზაა.

05 ოქტომბერი 2022, 19:00

ეკონომიკა

დაზღვევის კულტურის ამაღლების მიზნით, ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის“ შეიქმნა

დაზღვევის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ცნობადობის გაზრდა, მისი მნიშვნელობისა და სარგებლიანობის სრულფასოვნად გააზრებაში საზოგადოების სხვადასხვა წრეებისთვის დახმარების გაწევა, სადაზღვევო ბაზრის ჯანსაღი განვითარების ზრდის ხელშეწყობა, სოციოლოგიური კვლევებისა და სხვა საშუალებებით სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვება და მათი ანალიზი. – ეს ის ძირითადი მიზნებია, რის გამოც დაფუძნდა ახალი, ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაცია – „ალიანსი დაზღვევის კულტურის განვითარებისთვის, – ნათქვამია, სამოქალაქო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაშა დარსალია

05 ოქტომბერი 2022, 18:50

პოლიტიკა

ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე: პროცესი საკმაოდ რთული იყო

„მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკეთა პროცესი საკმაოდ რთული იყო. გვქონდა გარკვეული წყვეტა რაუნდებს შორის და გართულებულია უსაფრთხოების გარემო ჩვენს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. თანათავმჯდომარეების მხრიდანაც განსაზღვრული იყო, რომ რაუნდი კონცენტრირებული ყოფილიყო მთლიანად 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ყოველთვის ამ საკითხს ვაყენებთ დღის წესრიგში. განვიხილეთ პუნქტების მიხედვით თუ სად ვართ. ყველა საკითხი დავაყენეთ , რაც დაკავშირებულია ქართულ- რუსულ კონფლიქტთან. ეს ეხება პირველ რიგში დევნილთა დაბრუნებას, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია რაიმე სახით პოზიტიური გამოხმაურება რუსული მხრიდან, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

მილოშ ზემანი

05 ოქტომბერი 2022, 18:47

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთი უნდა გააფრთხილონ, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ სამხედრო რეაქციაც მოჰყვება.

გივი მიქანაძე

05 ოქტომბერი 2022, 18:41

პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს.

ტოივო კლაარი

05 ოქტომბერი 2022, 18:34

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: გეოპოლიტიკური ვითარება მძიმეა, მაგრამ ამ რთულ კონტექსტში მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიის გაგრძელება

„ბევრ ადამიანს ვხვდები, მაგალითად გალში და მათთვის ჟენევის მოლაპარაკება უსაფრთხოების განცდას ქმნის, რომ არ იქნება შეიარაღებული კონფლიქტი. ეს მომენტი თანათავმჯდომარეებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ რაუნდის დასანიშნად. პროგრესია რომ შეხვედრა შედგა და ღიად გვქონდა აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. ეს სასარგებლო იყო“, - აღნიშნა კლაარმა.

ვლადიმირ პუტინი

05 ოქტომბერი 2022, 18:29

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის „შესვლის“ შესახებ.

ვალერიან გობრონიძე

05 ოქტომბერი 2022, 18:29

საზოგადოება

ვალერიან გობრონიძე: 2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება

2023 წლის იანვრიდან დაახლოებით 43 500 პედაგოგის ხელფასი 125 ლარით გაიზრდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხელფასები სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალსაც გაეზრდება.

05 ოქტომბერი 2022, 18:27

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები, ხაზი გაესვა საგადასახადო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს.