imedi /  15 აგვისტო 2022, 19:38 / სანდო წყარო

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

უჩა მამაცაშვილი

უჩა მამაცაშვილი

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, შეხვედრას სთავაზობს სახალხო დამცველს და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლის 05 აგვისტოს, სასამართლომ, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და ვასო ურუშაძის, ასევე ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ყველა სადავო განცხადება ცილისწამებად იქნა აღიარებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაეკისრათ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა საჯაროდ. ასევე თითოეულ მათგანს დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაცია 5000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რის გამოც თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური, მხოლოდ ფაქტებზე და სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაფუძნებული ინფორმაცია.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვები გაგრძელდა გონივრულ ვადებში, ოთხ თვეზე მეტხანს და ჩატარდა 6 ძალიან ვრცელი, რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომა, რაც მსგავსი კატეგორიის დავებისათვის იშვიათია და ასახავს საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის თვალსაზრისით სასამართლოს აშკარა დაინტერესებას. შესაბამისად სრული სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსამართლე ცდილობდა პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროებულ ვადებში ჩაეტარებინა.

საქმეზე დაიკითხა სულ 6 მოწმე, საიდანაც ჩვენი, როგორც მოსარჩელის მიერ დასახელებული იყო 2 მოწმე, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული იყო 4 მოწმე. რაც შეეხება მოწმის სახით პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწვევის შესახებ შუამდგომლობას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოპასუხე მხარე ვერ უთითებდა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, ან გარემოებას, თუ რა უნდა დაედასტურებინათ მითითებულ მოწმეებს. სასამართლო სხდომაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოწვევა, იმთავითვე მიმართული იყო პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევისკენ, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა.

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ მოპასუხეებზე მორალური ზიანის სახით კომპენსაციის დაკისრებასა და მის ოდენობაზე. როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტით, ცილისწამების სარჩელზე, როგორც წესი, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ სადავო განცხადებების ცილისწამებად აღიარების შემთხვევაში, ხდება, მეორე სასარჩელო მოთხოვნის, ანუ მორალური ზიანის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან თავისი არსით, საჯარო ცილისწამება და განსაკუთრებით დანაშაულის დაბრალებით ცილისწამება, თავისთავად წარმოქმნის მორალური ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად ამ მხრივ სასამართლოს რაიმე ახალი, განსაკუთრებული, ან მითუმეტეს, „პრეცედენტული“ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გაცნობის შემთხვევაში. ზიანის ოდენობად 5000 ლარის დაკისრება კი ისეთი წინასწარგანზრახული, კამპანიური ხასიათის ცილისმწამებლური ბრალდებების ფონზე, რასაც თვეების განმავლობაში ორკესტრირებულად ახორციელებდნენ მოპასუხეები, არის აშკარად სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი ლოიალობის აქტი მოპასუხეების მიმართ, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორც თავიდანვე მივუთითებდით (ეს შავით თეთრზე წერია სარჩელში), მატერიალური ნაწილი არ წარმოადგენდა ჩვენს ინტერესს და ნებისმიერი თანხა, რაც არ უნდა დაჰკისრებოდათ მოპასუხეებს, მიემართებოდა ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, რომელსაც პატრონაჟს უწევს ბატონი უჩა მამაცაშვილი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხე მხარის სპეკულაციური განცხადებები, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების მათზე გადაკისრების თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ხარჯების განაწილების ამგვარ პრინციპს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს და სასამართლომ იმოქმედა სწორედ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

და ბოლოს, არ შეგვიძლია წუხილი არ გამოვთქვათ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ სრულიად არაკომპეტენტური განცხადების გამო, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში. თან იმ დროს, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მხარეებსაც კი არ ჩაბარებიათ და შესაბამისად გარეშე პირისათვის შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტური შეფასება. “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიზებული, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის სურვილის შემცველი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მისწრაფებას, სასამართლო დავა გამოიყენონ მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისათვის. ეს პროცესი ასევე საბოლოოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული კერძო პირების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც მის სპიკერებს, არაფერი აქვთ საერთო არც არასამთავრობო სექტორთან და მითუმეტეს, ადამიანის უფლებების დაცვასთან.

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას შეხვედრას და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ, ჩვენი აზრით, მიკერძოებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.

ჩვენ, როგორც ბატონი უჩა მამაცაშვილის ადვოკატები ვადასტურებთ მზადყოფნას შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი და ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, თუ მედიის წარმომადგენელთან. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს შეთავაზება ეხება საზოგადოებისთვის შესაძლო საინტერესო სხვადასხვა საკითხსაც და არა მხოლოდ მიმდინარე სასამართლო დავას, რომელიც სრულიად გამჭვირვალედ, ობიექტურად და არსებული ეროვნული, თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად იქნა წარმართული.“

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მიერ, მის მიმართ გაჟღერებული ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5000 ლარი დაეკისრა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით მოხუცებულთა თავშესაფარს გადაერიცხება", - აცხადებს მამაცაშვილის ადვოკატი.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:09

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას

ტელეკომპანია „პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა.

29 სექტემბერი 2022, 01:09

მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამომრჩეველმაც იცის

ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამომრჩეველმაც იცის. ამ ნიღბების გამოცვლის მიუხედავად ამომრჩეველი ხედავს ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად ის ძალიან მკაცრიც გახდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: კეზერაშვილს სურს ალიბი. თუკი მის წინააღმდეგ კვლავ აღიძვრება გარკვეული საქმიანობა, ის იტყვის: „მდევნიან იმის გამო, რომ მე ვეხმარები ტელევიზიას, ან პარტიას“

„მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა წაგლიჯონ მას, ფიქრობენ, რომ ამისთვის უნდა დაუმტკიცონ ერთგულება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცოტა გაუგებარი არის როგორ შეიძლება ენდო იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც ვერაფერი მოახერხეს, ვერცერთი შეკვეთა და დაპირება ვერ შეასრულეს და დღეს ცდილობენ მის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად მის ინტერესშიც არის, თან მას არ მოსწონს ადამიანების მეორე კატეგორია - ვინც უკვე დახარჯა მისი ფული, მაგრამ დაპირება არ შეუსრულეს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2022, 00:49

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ

ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 00:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა

ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან მის მიმართ, რამე სახის წინააღმდეგობა, სიცრუეა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმში საქმის ერთგულება ნიშნავს იმ სიწმინდის ერთგულებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგაბარა. ეს არ ნიშნავს ჩემი ან 41-ის ერთგულებას

თეა წულუკიანმა მუზეუმებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებებს უპასუხა. კულტურის მინისტრმა ამ თმაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმების თანამშრომლებს შორის არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, თუმცა ამის გამო სამსახურს არ კარგავენ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმების ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მიხედვით, 2600-ზე მეტი ექსპონატი უკვალოდ არის გამქრალი, ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება

ჩვენ მიერ დასახელებული რიცხვი არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის, შუალედური რიცხვი. 2600-ზე ექსპონატი არის დაკარგული. ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში ვერ შემცირდება, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე: კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს

ოპოზიცია, რომელიც არ შემოდიოდა პარლამენტში, ბოლოს შემოვიდა და დღეს დეპუტატები ჰქვიათ, მათი ლიდერი არის მაჭუტაძე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის ძალები, ვისაც რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა უნდათ.

29 სექტემბერი 2022, 00:03

მსოფლიო

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ

„როგორც ოპოზიცია და მათი ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, აღარ მოეწონათ ეს თემა. ეს პირდაპირ იმის სიმპტომია, რომ ზედაპირულები არიან, არ მუშაობენ, არ უღრმავდებიან საკითხებს და რეალურად, ალბათ გარიყეს ყველა, ვინც მათ ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი

მაშინ, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ. ერთადერთი, რაც მან მოახერხა არის ის, რომ გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, როგორც თავდაცვის მინისტრმა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ანდრიუს კალინდრა

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ბელარუსის რეჟიმის ლიდერის დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას

ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ლუკაშენკოს დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას, - განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

28 სექტემბერი 2022, 23:43

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს. მისი თქმით, ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენს საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე

ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე რაც არ უნდა მეორე მხარეს კილომეტრიანი რიგები იდგეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ საქმე იმაშია, რომ რუსი არ უნდა გაჭაჭანდეს აქ, უნდა გავიხსენოთ მაგალითად აშშ, ევროკავშირი, რომელთა პოლიტიკის მიმდევრებად მოიაზრებენ საკუთარ თავს ისინი, ვინც დღეს ისტერიკას თესავს

უკვე მესამედ, გარკვეული ჯგუფები აწყობენ ისტერიკას, რომ რუსები შემოგვესივნენ. არის მუდმივი მცდელობა იმის, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინდეს, დაიზაფროს. თუ გვაქვს იმის შიში, რომ კრიმინალი გაიზრდება - წინა შემთხვევებში, როდესაც გაიზარდა შემომსვლელთა რიცხვი, არავითარი კრიმინალის ზრდა ჩვენ არ გვინახავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნედ პრაისი

28 სექტემბერი 2022, 23:31

პოლიტიკა

ნედ პრაისი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.