imedi /  01 სექტემბერი 2022, 19:59 / სანდო წყარო

ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია არსებობს, მაგრამ თვალსაჩინოა, რომ პოლარიზაციის მიუხედავად ხელისუფლება არ შეჩერებულა - რეფორმების გატარების თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია არსებობს, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა, რომ პოლარიზაციის მიუხედავად ხელისუფლება არ შეჩერებულა, ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი შედეგები რეფორმების გატარების თვალსაზრისით და კონკრეტულად ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, „ქრონიკას“ განუცხადა.

„ხელისუფლებამ დეპოლარიზაციისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური პარტიების მიმართ გაკეთებული შეთავაზება უგულებელყოფილი იქნა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რეფორმებზეა ორიენტირებული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ოპოზიციური პარტიების სრულყოფილი ჩართულობა იყოს, მაგრამ გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში მისაღებია ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.

მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯებისა, ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას გავაგრძელებთ . ჩვენ გვაქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და ამ ვალდებულებას ვუპასუხებთ კონკრეტული რეფორმებით და კანონების მიღებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:56

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე კეზერაშვილზე: პოლიტიკოს-ბიზნესმენის პოლიტიკაში ჩართულობის მცდელობასა და დაფინანსებას იმისთვის, რომ ხელისუფლებაში გავლენიანი გახდეს, ჰქვია ოლიგარქია

პოლიტიკოს-ბიზნესმენის პოლიტიკაში ჩართულობის მცდელობასა და დაფინანსებას იმისთვის, რომ ხელისუფლებაში გავლენიანი გახდეს, ჰქვია ოლიგარქია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2022, 17:51

პოლიტიკა

ნინო თანდილაშვილმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 800 ჰექტარ ფართობზე, რაჭის ეროვნული პარკი შეიქმნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

28 სექტემბერი 2022, 17:46

პოლიტიკა

საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის გამო განმარტებები მოსთხოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა.

ბაჩო დოლიძე

28 სექტემბერი 2022, 17:38

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე კეზერაშვილზე: შეიძლება, ვიღაცას აფინანსებდეს, ფაქტი არ ვიცი

„არ ვიცი, მე ეს ინტერვიუ არ წამიკითხავს. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, პირადად მე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ალბათ, ლევანს სხვა ინფორმაცია აქვს, რაზეც ლევანი უფრო ზუსტად იტყვის“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ანა წითლიძე

28 სექტემბერი 2022, 17:37

პოლიტიკა

ანა წითლიძე: პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო, როდესაც ნიკა მელია კეზერაშვილს შეხვდა და მაშინაც, როცა ისაუბრა იმაზე, რომ კეზერაშვილთან არანაირი კონტაქტი არ სურს

ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც იყო, როდესაც შეხვდა და მაშინაც, როცა ბოლოს ისაუბრა იმაზე, რომ არანაირი კონტაქტი არ სურს კეზერაშვილთან. ამაზეც და იმაზეც, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო პარტიაში, -

28 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიჭვინთაში ლუკაშენკოს ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდა. ლუკაშენკო ბიჭვინთაში დეფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბერი 2022, 17:29

პოლიტიკა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შსს-მ აქციის გამართვის ადგილად მათ გველეთი შესთავაზა. შესაბამისად „დროას“ წარმომადგენლები და აქტივისტები გველეთში, იმ გვირაბთან განლაგდნენ, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძალიან ძლიერია

„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც საგარეო პოლიტიკა კარგად ესმით. რა თქმა უნდა, ამ ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურდათ საქართველოს მხრიდან უკრაინის ომზე უფრო ძლიერი პასუხი მოესმინათ, ასევე, არსებობს იმედგაცრუება დემოკრატიის ნელი ტემპის გამო, თუმცა ამ საკითხებში არაფერია ისეთი, რომლის გამოც შესაძლოა ძლიერ პარტნიორობას საფრთხე თუნდაც ოდნავ დაემუქროს“, - განაცხადა მიტჩელმა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ

„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:22

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს გახლავთ ის, რასაც ჩვეულებრივ ყველა პარტია ცდილობს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:19

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ პროტესტის გამოსახატად ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ჩასვლა აუცილებელი იყო

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც“.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტები დეპუტატებმა ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:04

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: მესმის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია

„ამ გლობალურ სურათში საქართველოს როლზე რომ ვისაუბროთ, ომის დასაწყისში, „ქართული ოცნება“ შეეცადა რთული საკითხის გადალახვას - ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციებსა და უკრაინას დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი, არ გაატარა ისეთი ხისტი რიტორიკა, როგორც სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, მიზეზი კი რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შიში იყო. კოლუმბიის უნივერსიტეტში ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მაშინ საქართველოსთვის ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. ამიტომ, მესმის, რომ დღეს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% დღესაც ოკუპირებულია. მით უმეტეს, მარტივად შეიძლებოდა უკრაინისგან ყურადღება საქართველოსკენ გადაეტანა. ეს დღესაც რეალური შიშია, შესაძლოა ერთ დღესაც მოსკოვში თქვან, თუ უკრაინაში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ, სადღაც უნდა მოვიპოვოთ ის. ამიტომ საქართველოს მთავრობის ამოცანა არ უნდა იყოს რუსეთის შეჭრა ქვეყანაში“, - აცხადებს მიტჩელი.

28 სექტემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

28 სექტემბერი 2022, 16:59

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

28 სექტემბერი 2022, 16:57

საზოგადოება

გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან - კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

28 სექტემბერი 2022, 16:46

საზოგადოება

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიტნი სპირსი და ელტონ ჯონი

28 სექტემბერი 2022, 16:38

კულტურა

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გამოუშვეს

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა მათ ახალ დუეტზე Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვეს. DW-ს ინფორმაციით, ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომ Glory-ს შემდეგ. ვიდეო მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.

28 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.