imedi.ge /  08 სექტემბერი 2022, 16:16 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: უმრავლესობა უარს ამბობს სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებაზე, ამის საპირისპიროდ, არ გვინდა, უმცირესობას მივცეთ შესაძლებლობა, უმრავლესობა მოაქციოს გვირაბში, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთი მხრივ, უმრავლესობა უარს ამბობს სახალხო დამცველის თავისი კანდიდატის დასახელებაზე, მეორე მხრივ კი, ოპოზიციას უზღუდავს შესაძლებლობას, აიძულოს უმრავლესობა, დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს ან წინადადებას.

„რატომ შვიდი – ეს საკითხი იყო. მგონი, ცხადია და აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. ბატონმა დავითმა თქვა, თქვენ ამით გვიზღუდავთო, რომ ოპოზიცია შევთანხმდეთ ერთ კანდიდატზეო და შემდეგ იმას დავუჭიროთ მხარიო. დიახაც, ამას ვზღუდავთ. ისე არ უნდა იყოს, რომ უმრავლესობა თქვენ მოაქციოთ გვირაბში, რომლიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია და შემდეგ თუ არ დაეთანხმება იმ ერთ კანდიდატს, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. არაერთხელ მითქვამს ჩემი ნეგატიური პოზიცია კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რომ რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნას შერჩეული, არამედ პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოთ,დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს ან წინადადებას. რა თქმა უნდა, ამის პრევენცია არის.

ერთი მხრივ, უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე, ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, უმცირესობას მივცეთ შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალია და მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. მრავალფეროვნება ხომ არის ღირებულება და როცა ოპოზიციის მიერ კანდიდატის შერჩევაზეა საუბარი, ეს აღარ არის ღირებულება? ამიტომაც, მინიმუმ შვიდი, რადგან დიახ, უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი, რომ საბოლოო ჯამში ეს იყოს თანაბრად მისაღები. არ უნდა იყოს ოპოზიციის, თუ უმცირესობის, თუ მისი ნაწილის მისაღები კანდიდატი, რომელზეც ის დაითანხმებს შემდეგ უმრავლესობას, ეს ზუსტადაც ანტიდემოკრატულია. გამოდის, რომ უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს უმრავლესობას და იცით, ამას რა ქვია სახელმწიფო მმართველობის თეორიაში. მრავალფეროვნება რომ კარგია, ვფიქრობ, ამაზე სხვა აზრი არ არსებობს, მგონი, ზეპირად ვთანხმდებოდით და არ მგონია, პრობლემა იყოს. ეს პრინციპი იწერებოდა ბრძანებაში, კიბატონო, ჩავწერთ რეგლამენტში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიჭვინთაში ლუკაშენკოს ჩასვლის გამო საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ისაა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდა. ლუკაშენკო ბიჭვინთაში დეფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

28 სექტემბერი 2022, 17:29

პოლიტიკა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა

პარტია „დროასა“ და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციამ ლარსის პუნქტთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შსს-მ აქციის გამართვის ადგილად მათ გველეთი შესთავაზა. შესაბამისად „დროას“ წარმომადგენლები და აქტივისტები გველეთში, იმ გვირაბთან განლაგდნენ, რომელიც ლარსის სასაზღვრო პუნქტს უკავშირდება.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა ძალიან ძლიერია

„პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც საგარეო პოლიტიკა კარგად ესმით. რა თქმა უნდა, ამ ადმინისტრაციაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურდათ საქართველოს მხრიდან უკრაინის ომზე უფრო ძლიერი პასუხი მოესმინათ, ასევე, არსებობს იმედგაცრუება დემოკრატიის ნელი ტემპის გამო, თუმცა ამ საკითხებში არაფერია ისეთი, რომლის გამოც შესაძლოა ძლიერ პარტნიორობას საფრთხე თუნდაც ოდნავ დაემუქროს“, - განაცხადა მიტჩელმა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 სექტემბერი 2022, 17:28

პოლიტიკა

ალექსანდრე დარახველიძე: ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ

„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე იყო შემომსვლელი, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული“.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:22

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება

„ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგია ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს გახლავთ ის, რასაც ჩვეულებრივ ყველა პარტია ცდილობს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ახლა რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ლინკოლნ მიტჩელმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:19

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველო ყველა კრიტერიუმით სწორედ იქ გახლავთ, სადაც დღეს მოლდოვა და უკრაინა არიან

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ისევე, როგორც უკრაინა და მოლდოვა.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მგონია, რომ პროტესტის გამოსახატად ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ჩასვლა აუცილებელი იყო

„საპროტესტო აქციის მიზანი რა იყო? – დასანანია, როდესაც ფიქრობენ, რომ ამის სათქმელად აუცილებელი იყო ლარსზე წასვლა. პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ სხვაგანაც“.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებათა პროექტები. კანონპროექტები დეპუტატებმა ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ლინკოლნ მიტჩელი

28 სექტემბერი 2022, 17:04

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: მესმის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია

„ამ გლობალურ სურათში საქართველოს როლზე რომ ვისაუბროთ, ომის დასაწყისში, „ქართული ოცნება“ შეეცადა რთული საკითხის გადალახვას - ერთი მხრივ, საერთაშორისო სანქციებსა და უკრაინას დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი, არ გაატარა ისეთი ხისტი რიტორიკა, როგორც სხვა ქვეყნებს ჰქონდათ, მიზეზი კი რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიის შიში იყო. კოლუმბიის უნივერსიტეტში ხშირად ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მაშინ საქართველოსთვის ბევრმა დასავლურმა სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. ამიტომ, მესმის, რომ დღეს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია რუსეთისგან სამხედრო აგრესიის მსხვერპლი აღარ გახდეს ქვეყანა, რომლის 20% დღესაც ოკუპირებულია. მით უმეტეს, მარტივად შეიძლებოდა უკრაინისგან ყურადღება საქართველოსკენ გადაეტანა. ეს დღესაც რეალური შიშია, შესაძლოა ერთ დღესაც მოსკოვში თქვან, თუ უკრაინაში გამარჯვებას ვერ ვახერხებთ, სადღაც უნდა მოვიპოვოთ ის. ამიტომ საქართველოს მთავრობის ამოცანა არ უნდა იყოს რუსეთის შეჭრა ქვეყანაში“, - აცხადებს მიტჩელი.

28 სექტემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროჯასტის პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი, გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

28 სექტემბერი 2022, 16:59

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

28 სექტემბერი 2022, 16:57

საზოგადოება

გერმანიის ელჩმა საერთაშორისო კონფერენცია „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“ გახსნა

კონფერენცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ორგანიზებით მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებს ზრდასრულთა განათლების 100-მდე ექსპერტი, მკვლევარი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და DVV International-ის პარტნიორი რეგიონებიდან - კავკასია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, უკრაინა, მოლდოვა და ცენტრალური აზია.

28 სექტემბერი 2022, 16:46

საზოგადოება

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყო. არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ბრიტნი სპირსი და ელტონ ჯონი

28 სექტემბერი 2022, 16:38

კულტურა

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა დუეტი ჩაწერეს და ვიდეორგოლი გამოუშვეს

ელტონ ჯონმა და ბრიტნი სპირსმა მათ ახალ დუეტზე Hold me Closer გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვეს. DW-ს ინფორმაციით, ეს სპირსის პირველი მუსიკალური ნამუშევარია 2016 წლის ალბომ Glory-ს შემდეგ. ვიდეო მეხიკოშია გადაღებული, მისი რეჟისორი ტამუ მუინოა, ქორეოგრაფი კი ჯეიკობ ჯონასი.

28 სექტემბერი 2022, 16:34

სამართალი

კაცი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ შეურაცხადად ცნო

მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის და ოჯახური ძალადობის ჩადენისთვის ბრალდებულის მიმართ, შეურაცხადობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და მას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განესაზღვრა

28 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.

28 სექტემბერი 2022, 16:31

საზოგადოება

თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

28 სექტემბერი 2022, 16:27

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო ვაქცინაციას ატარებს

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას ატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აცრის ღონისძიებები 28-30 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება (ლოკაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხათუნა ბურკაძე

28 სექტემბერი 2022, 16:21

პოლიტიკა

ხათუნა ბურკაძე: აუცილებელია უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა და რუსეთიდან წამოსული მოქალაქეთა ნაკადების თანმდევ საფრთხეებთან გამკლავების გეგმის შემუშავება

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპულ სახელმწიფოებთან, გაეროსა და ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების ნაკადების მართვის საკითხები.

28 სექტემბერი 2022, 16:20

პოლიტიკა

ლაშა დარსალია და ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთს ეწვივნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.