imedi.ge /  08 სექტემბერი 2022, 16:28 / სანდო წყარო

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის პრობაციის ბიუროს ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრობაციის ბიუროს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ.

პრობაციის ბიუროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და ბექა ძამაშვილი. მინისტრის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს; კერძოდ, პრობაციონერთა კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა „PROBBOX“-ის დანერგვაზე, რომლის საშუალებით პრობაციონერთა კონტროლი და მომსახურება პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე გახდა შესაძლებელი. მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. „PROBBOX“-ის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს.

რატი ბრეგაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, როგორიცაა: ალტერნატიული სასჯელების მოქმედებისა და შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა; შრომამისჯილი პირების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

26 სექტემბერი 2022, 20:32

მსოფლიო

მაკრონი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგი უნდა აღდგეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგი უნდა აღდგეს. „მოლაპარაკებები უნდა განახლდეს“, - განაცხადა მაკრონმა პარიზში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის წინ.

26 სექტემბერი 2022, 20:30

საზოგადოება

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

„თბილისობა 2022-ის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის 23:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მაიკ პომპეო

26 სექტემბერი 2022, 20:22

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ვულოცავ ჯორჯია მელონის - იტალიას სჭირდება ძლიერი კონსერვატიული ხელმძღვანელობა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჯორჯია მელონის იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

26 სექტემბერი 2022, 19:59

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი პრესსამსახური ავრცელებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

26 სექტემბერი 2022, 19:51

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას მხარს უჭერს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებას მხარს უჭერს.

მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი 2022, 19:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: დღევანდელ სიტუაციაში, ამის განხორციელება საზღვართან პროვოცირებასa და შუღლს იწვევს. ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირშია აშშ-ს საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს

წერილი, რომელიც საზოგადოებას გავაცანი, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, თუ რა იგეგმება და ვინ გეგმავს ამ ყველაფერს. ,,ევროპული საქართველო“ - ეს არის ერთ-ერთი ფავორიტი ორგანიზაცია აშშ-ს საელჩოში. თითქოს, ისინი გეგმავენ აფხაზეთის ომის თემატიკასთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებას, მაგრამ კარგად უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოება, რა მოიაზრება მათ ქმედებაში. ეს არის პროვოცირება, რომ, კიდევ ერთხელ, გამოიწვიონ გაღიზიანება, დაძაბულობა და მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა, – ასე გამოეხმაურა ,,ხალხის ძალის’’ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას.

ვიქტორ ორბანი

26 სექტემბერი 2022, 19:12

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო - ველოდებით პასუხს ბრიუსელისგან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი უნდა მოემზადოს მეზობელ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.

26 სექტემბერი 2022, 18:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და გერმანიას ტრადიციულად მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლის იუბილეს მნიშვნელობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 სექტემბერი 2022, 18:46

მსოფლიო

ზელენსკი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ვლადიმირ პუტინის მუქარა შესაძლოა რეალური იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ვლადიმირ პუტინის მუქარა შესაძლოა რეალური იყოს.

ირაკლი ზარქუა

26 სექტემბერი 2022, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე: ხაბეს ხელი არ მოხვდეს!

უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ მომხდარ ჩხუბის ფაქტს. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას უკან, ბუმერანგივით დაუბრუნდა, ის რასაცა ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანას უწყობდნენ.

26 სექტემბერი 2022, 18:24

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქიმიური ნივთიერების მართვის შესახებ იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ქიმიური ნივთიერების მართვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარი

26 სექტემბერი 2022, 18:22

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: მიხეილ სააკაშვილის სიტყვას რა პოლიტიკური ფასი აქვს, ეს არაერთხელ გვინახავს

მიხეილ სააკაშვილის სიტყვას როგორ შეიძლება ენდოს ადამიანი და რა პოლიტიკური ფასი აქვს, ეს არაერთხელ გვინახავს. ამას რომ თავი დავანებოთ, მისი ერთადერთი განცხადების შემდეგ, რომ ის დისტანცირდება და ვეღარ ხედავს თავს ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ის პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2022, 18:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს ლიდერები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებულები, ეს პარტია ჩამოყალიბდა როგორც დესტრუქციული, ანტისაზოგადოებრივი და ანტიპოლიტიკური მოძრაობა

„ეს არის გავლენების გადანაწილების პროცესი, მინიმუმ სამ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. როცა ვამბობთ გავლენას, ამაში იგულისხმება პარტიული ფული და მედია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. ამ გადანაწილების პროცესის მომსწრეა ჩვენი საზოგადოება. თუ დანაშაული გაქვს ჩადენილი ან უნდა ამოეფარო პარტიას, ან უნდა ამოეფარო მედიას და ჰგონიათ, რომ ასე უფრო დაცულები იქნებიან. არ არის გამორიცხული, რომ კეზერაშვილის საკითხის გააქტიურება ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაგეგმილი პროცესი და რა თქმა უნდა კეზერაშვილის გადანაწილებაზეც მიდის ამ ჯგუფებს შორის „ბრძოლა“, სინამდვილეში ბრძოლა გავლენებისთვის უკავშირდება პარტიულ ფულს და პარტიულ მედიას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 სექტემბერი 2022, 18:19

მსოფლიო

ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქ იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში კიდევ ორი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც ასობით ცხედარია.

გიორგი ამილახვარი

26 სექტემბერი 2022, 18:17

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი „ნაცმოძრაობაზე“: იმ ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომელსაც სახელმწიფოს წარმატება არ უნდა

ძალა, რომელსაც არ უნდა სახელმწიფოს წარმატება, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის. ასეთ ძალასთან ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ნებისმიერი სხვა ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ერთ მაგიდასთან ვერ დაჯდება სახელმწიფოებრივ საკითხებზე სალაპარაკოდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.

ჰერმან საბო

26 სექტემბერი 2022, 18:16

პოლიტიკა

ჰერმან საბო: ჩვენ არ გვგონია, რომ რაიმე კანონი უნდა მივიღოთ საერთოს, იქნება ეს კეზერაშვილის თუ ივანიშვილის წინააღმდეგ

შეიძლება კეზერაშვილ ვიღაცები მოსწონდეს ნაციონალურ მოძრაობაში და ფულს აძლევდეს, ან არ მოსწონდეს და არ აძლევდეს და მათი დამოკიდებულება კეზერაშვილის მიმართ ამით იყოს განპირობებული. ზოგადად ამ ოლიგარქიზაციის კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, ჩვენ არ გვგონია, რომ ამ მიმართულებით რაიმე კანონი უნდა მივიღოთ საერთოს, იქნება ეს კეზერაშვილის თუ ივანიშვილის წინააღმდეგ - ამის შესახებ პარტია „გირჩის„ წევრმა ჰერმა საბომ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ჰერმან საბო

26 სექტემბერი 2022, 18:15

პოლიტიკა

ჰერმან საბო: თუ სააკაშვილი მმართველ ვერტიკალს ჩამოსცილდება, იქ ძალაუფლების გადანაწილება, ერთმანეთთან დაპირისპირება დაიწყება. ამის შემდეგ ხელისუფლებას არანაირი ინტერესი არ რჩება, რომ ის აუცილებლად საქართველოში ჰყავდეს

თუ სააკაშვილი მართლაც გულწრფელი იქნება იმაში, რომ მას სურს პოლიტიკიდან წასვლა, ამის პირდაპირი მაჩვენებელი იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც ცვლილებები. მათ შორის ის, რომ თუ ის მმართველ ვერტიკალს ჩამოსცილდება, დაიწყება იქ ძალაუფლების გადანაწილება, ერთმანეთთან დაპირისპირება და ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ სააკაშვილმა სერიოზულობა უნდა შესძინოს თავის განაცხადს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრის, დეპუტატ ჰერმან საბომ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

26 სექტემბერი 2022, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე

ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ჰერმან საბო

26 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ჰერმან საბო: მე მგონი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩვენზე უკეთ აცნობიერებენ, რომ ბუნებრივი დაშლისკენ მიდიან

„კეზერაშვილის წარმოჩენა, ის განხეთქილება, რასაც ახლა ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პასიურობა ბოლო პერიოდში - ჩემი აზრით ეს არის წინასამშობიარო ტკივილებივით, იმის რომ როცა სააკაშვილი დამაჯერებლად იტყვის, რომ აღარ აინტერესებს ქართული პოლიტიკა და მზად იქნება გავიდეს ქართული პოლიტიკიდან, [პარტია დაიშლება]. ის თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, პირდაპირ გვაჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განწყობა პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით, უფრო და უფრო სერიოზულია. იმიტომ რომ აქამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასეთი ძვრები არ გამოდიოდა. ყოველ შემთხვევაში ახერხებდნენ, შიგნით მოეგვარებინათ. მაგრამ მას მერე, რაც უფრო მეტი დამაჯერებლობა ეძინება სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ეს ურთიერთდაპირისპირება, რომელიც აქამდე შიგნით იხარშებოდა, უფრო მეტად გამოვა გარეთ“, - აცხადებს საბო.

26 სექტემბერი 2022, 18:07

მსოფლიო

აშშ უკრაინას 457 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას 457 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.