09 სექტემბერი 2022, 14:56 / სანდო წყარო

გია გაბრიჭიძე: მედასავლეთეებმა საქართველოში დაამკვიდრეს ჰომოფობიის ახალი ტალღა, რომელიც მიმართულია ყოველგვარი რუსულის წინააღმდეგ

გია გაბრიჭიძე

გია გაბრიჭიძე

ხალხი იმდენად ჩაეფლო თავიანთ მანიაკურ ვნებებში, რომ იმ გიენას მსგავსად, რომელმაც სისხლის სუნი იყნოსა, აღარაფერს დაგიდევთ და ყველა საშუალებით ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას. უბრალოდ მინდა მივმართო პროკურატურას, რომ გამოიკვლიონ ლიეტუვას მოქალაქის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის წარმომადგენლის გატაცების და ამ ფაქტის გარშემო განხორციელებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. ასევე ინფორმაცია ამ ფაქტის დამახინჯებული ფორმით გამავრცელებელი მედიასაშუალებების შესახებ მიეწოდოს აშშ და ლიეტუვის საელჩოებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

„ე.წ. თავისუფალმა მედიამ აიტაცა და საზოგადოების ფორსირებული დაბომბვა განახორციელა ინფორმაციით, რომ „მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსისტი, რომელმაც პუტინისტი რუსები გომბორზე დატოვა“.
„მოკლედ, ისტორია ასეთია: ტაქსის მძღოლს მანქანაში ორი პუტინისტი რუსი ჩაუჯდა, თბილისის აეროპორტში. მძღოლიც ადგა და უკრაინული სიმღერები ჩაურთო. შეკამათდნენ. მძღოლმა ისეთ ადგილზე მიგიყვანთ იქიდან უფრო მარტივად მიხვალთ ფეხით სასტუმრომდეო. სასტუმრო თბილისშია. წაიყვანა გომბორის უღელტეხილზე, ჩამოსვა და აბა თქვენ იცითო. პუტინისტები გაბრაზდნენ და უჩივლეს ტაქსის მძღოლს, ოღონდ ტაქსის კომპანიაში კი არა, პროკურატურაში, გაგვიტაცა და თავისუფლება უკანონოდ შეგვიზღუდა, თან ეთნიკური ნიშნითო" - წერს ადვოკატი ირაკლი კუპრაძე.
რა მოხდა სინამდვილეში:
გთავაზობთ ამონარიდს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან:
- საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას - 23 ლარს.
აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა. გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქის ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.
2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
არ დავიწყებ იმის განხილვას, თუ როგორ ექცევიან ტაქსის მძღოლების საკმაოდ დიდი ნაწილი ქართველ მგზავრებს და რას იზამენ უცხოელებთან მიმართებაში, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით.
არც იმაზე ვიმსჯელებ, თუ როგორ დაადგინა მძღოლმა, რომ მისი მგზავრები „პუტინისტი რუსები იყვნენ“ (გულზე Z ეწერათ, თუ სიმღერა „ტიჟ მენე პიდმანულა“ შეაწყვეტინეს და მძღოლის შეძახილზე „პუტინ ხუილო“, ჩხუბი დაუწყეს.
უბრალოდ ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ უკუღმა- მედასავლეთეებმა საქართველოში დაამკვიდრეს ჰომოფობიის ახალი ტალღა, რომელიც მიმართულია ყოველგვარი რუსულის წინააღმდეგ და საკმარისია ამის შესახებ არამც თუ ხმამაღლა განაცხადო, ან თუნდაც გაჩუმდე, მაშინვე იწყება ბულინგი და გეწებება „პუტინისტის“ იარლიყი (ბულინგის შემთხვევას ახლაც ვხედავთ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზე).
ის ხალხი იმდენად ჩაეფლო თავიანთ მანიაკურ ვნებებში, რომ იმ გიენას მსგავსად, რომელმაც სისხლის სუნი იყნოსა, აღარაფერს დაგიდევთ და ყველა საშუალებით ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ქვეყანას.
უბრალოდ მინდა მივმართო პროკურატურას, რომ გამოიკვლიონ ლიეტუვას მოქალაქის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის წარმომადგენლის გატაცების და ამ ფაქტის გარშემო განხორციელებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
ასევე ინფორმაცია ამ ფაქტის დამახინჯებული ფორმით გამავრცელებელი მედიასაშუალებების შესახებ მიეწოდოს აშშ და ლიეტუვის საელჩოებს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას.
ჩემის მხრივ კი უბრალოდ ვიტყვი, რომ ასეთი ხალხის გვერდით ცხოვრება უკვე მართლაც საშიშია.“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში NGO-ბი

ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 3-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ და 21-ჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემებია აღმოფხვრილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:50

რეგიონი

ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას

ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:34

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა 27 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 72 მილიარდი ლარი იქნება

„2012 წელს ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. 27 მილიარდი ლარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ წლის ბოლოს კი იქნება 72 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტზეც და გადასახადებზეც აისახება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ორი კრიზისი, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ამ 10 წლის განმავლობაში. პირველი იყო 2015 წლის საყოველთაო კრიზისი, რომელიც ევროპის კონტინენტზე იყო განსაკუთრებით საგრძნობი, რაც მოყვა უკრაინის წინა ომს და მეორე იყო პანდემია. ამის მიუხედავად ჩვენ 27 მილიარდი ლარიდან ავედით 72 მილიარდ ლარზე. ეს არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

01 ოქტომბერი 2022, 21:07

პოლიტიკა

წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68% ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი - მამუკა ტუსკაძემ

სენაკში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რასაც ოპოზიცია გვთავაზობს არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა ამას არცერთ შემთხვევაში არ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან 12-ვე პუნქტი აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ და ზაფხულშიც კი ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარლამენტი ამ კუთხით, მთლიანად ხელისუფლება და დღეს კიდევ უფრო ინტენსიურია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მოაწერა ხელი კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები

წინა ხელისუფლებების შედეგი იყო ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ასევე რუსეთს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები. კომუნალური მომსახურება ფაქტობრივად მთლიანად რუსულ ხელში იყო 2012 წლამდე. ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს იყო მათი პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამ 10 წლის განმავლობაში, მშვიდობის შენარჩუნება იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება 30-წლიან ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც რეალურად ომი არ ყოფილა და მშვიდობა შენარჩუნდა. ეს არის განსაკუთრებული მიღწევა, მით უმეტეს, რომ რისკები ამ წლების განმავლობაში არანაკლები იყო, განსაკუთრებით ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს

„ერთი საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება გაგეზარდოს საფრთხე და მეორე საგარეო პოლიტიკის პირობებში შეიძლება შეგიმცირდეს. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით სწორედ იმას მივაღწიეთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 20:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი

„რომ არა „ქართული ოცნების“ გამარჯვება 2012 წელის არჩევნებში, ეს რეპრესიული რეჟიმი კიდევ უფრო მეტად დამძიმდებოდა და ამისთვის ჩანდა უკვე კონკრეტული ნიშნები ჩანდა. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“, ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით გამარჯვება მოიპოვა და ეს გამარჯვება გახდა ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლის საწყისი წერტილი და საფუძველი.

01 ოქტომბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ქალაქ ლიმანში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ ლიმანში შევიდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ღონისძიება საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა და ყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

01 ოქტომბერი 2022, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა

„მისასალმებელია ყველაფერი ის, რასაც თქვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მთავარია, ჩვენთან, თბილისში სასიამოვნო დღეები გაატაროთ - ქალაქში, რომელსაც აქვს უდიდესი ტრადიცია და ისტორია. სხვადასხვა პროექტის სახით, ჩვენთან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება, რათა ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული, მიმზიდველი და საინტერესო გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

01 ოქტომბერი 2022, 18:05

რეგიონი

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

01 ოქტომბერი 2022, 17:57

რეგიონი

სენაკის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.8%-ია

„საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც ყველა არჩევნებზე, ახლაც უზრუნველყოფილი იყო ყველა პირობა არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქებისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმის შესახებ, რომ დამკვირვებლები აქტიურად არ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მათი უფლებაა, გადაწყვიტონ, კონკრეტულად რა დროს და რომელ უბანზე დააკვირდებიან არჩევნებს. ამ თემით მანიპულირება დაუშვებელია და აზიანებს საარჩევნო გარემოს“.

ბექა ოდიშარია

01 ოქტომბერი 2022, 17:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ

„რაც სრულწლოვანი გავხდი, არ მახსენდება მას შემდეგ, რომ იარაღის ჟღარუნი არ ყოფილიყო ყოველ წელს და ტანკების გრუხუნი, როგორც საზღვრებზე, ასევე საზღვრებს შიგნით, ქალაქში და ტრიალებდა უბედურება. ჩვენ ამისგან განთავისუფლებული ვართ. ხედავთ, რომ მთავრობას, მმართველ პარტიას, მართლაც და კბილებით, უჭირავს ეს მდგომარეობა, რათა როგორმე შიდა და გარე გამცემებმა არ მოახერხონ და ეს მთავარი მონაპოვარი არ შეგვირყიონ“, - განაცხადა ოდიშარიამ.

კახა კალაძე

01 ოქტომბერი 2022, 17:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ხდებოდა

ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ძალადობას, უთხრა არა იმ უმძიმეს რეჟიმს, რაც ყოველდღიურად ხდებოდა ქვეყანაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ზარქუა

01 ოქტომბერი 2022, 17:25

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და უფრო მეტი ევროპა

„ასევე მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ბიზნესისთვის უფრო მეტად გაიხსნა კარი და დღეს საგარეო ვაჭრობის 20%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე მოდის. ეს ყველაფერი მოიტანა 1-ელმა ოქტომბერმა“, - განაცხადა ზარქუამ.

თეა წულუკიანი

01 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება

10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

01 ოქტომბერი 2022, 16:38

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომავალი წლის თავდაცვის უწყების ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდას და სამხედროებს განუმარტა, რომ ხელფასების მატება განგრძობითი პროცესი იქნება.