26 სექტემბერი 2022, 18:12 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს ფული მოჰპარა, გაიტანა ქვეყნიდან, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ პროცესებმა, რაც ახლა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, კერძოდ, მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და მათ რეალურ დამფინანსებელ დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში ნამდვილად გამოწვევაა.

„ერთის მხრივ, ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, გაიტანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ახლა ცდილობს ამ ფულით კონტროლი მოიპოვოს ოპოზიციურ სპექტრზე, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“. აქვს თავისი ტელევიზია, აფინანსებს ამ ტელევიზიას და თავისივე დაფინანსებული ხალხით აუმხედრდა ნიკა მელიას, რომელსაც თავის მხრივ რა პოლიტიკური თუ სამართლებრივი წარსული აქვს... ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილი იძახის, რომ მას აღარ უნდა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა, უნდა დისტანცირდეს და მეორეს მხრივ, მისი მიმდევრები პირდაპირ თავს ესხმიან ნიკა მელიას“, - აღნიშნა ამილახვარმა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:32

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას, 400-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტის თანაავტორია, ამაზრზენია იმის კითხვა, თუ ვის უჭერს მხარს საქართველო

იმ ფონზე, რომ საქართველო ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარს უჭერს უკრაინას და 400-ზე მეტ მხარდამჭერ დოკუმენტს უერთდება ისე, რომ თანაავტორია, თქვენ კი სპეკულაციას მიმართავთ, კითხულობთ თუ ვის უჭერს საქართველო მხარს, ეს არის ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერი ქართველისათვის,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა რუსეთი, საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

ნიკა მელია

08 დეკემბერი 2022, 17:31

პოლიტიკა

ნიკა მელია: მოხარული ვარ, რომ როგორც პარტიაში, ასევე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სრული ერთობა არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად როგორც საკუთრივ „ნაცმოძრაობაში“, ისე მთლიანად ოპოზიციაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით სრული ერთობა არსებობს.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვა არ ხდება, ამას აქვს თავისი პროცედურები

მოქალაქეობის ავტომატური დაკარგვა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს შეიძლება ტერმინად გამოიყენო, მაგრამ არც ავტომატური დაკარგვა არსებობს და არც ჩამორთმევა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

08 დეკემბერი 2022, 17:23

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ შემთანხმებელ სამუშაო ფორმატებში „ქართულ ოცნებას“ არ შეხვედრია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან ტექნიკურ საკითხებზე ესაუბრეს, რომ ვენეციის კომისიის ჩამოსვლამდე არ ჩაეგოთ ოპოზიციის ვერსია.

ანა ნაცვლიშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:18

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ასეთი გაღიზიანება კოლეგების მხრიდან - ვაჭრობის სურვილი რომ იყოს, ამას როგორმე მოახერხებდნენ ადამიანები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით საარჩევნო რეფორმას განიხილავს. საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტებში ცვლილებები შევიდა. სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციები გაითვალისწინა. კრიტიკის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ„ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამუშაო ჯგუფს ბოიკოტი მაინც გამოუცხადეს, თუმცა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო რეფორმაზე ინდივიდუალურ შეხვედრები მმართველ გუნდთან გამართა, რაც ჯგუფში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის არასწორი და უცნაური საქციელია.

08 დეკემბერი 2022, 17:12

რეგიონი

იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი აშშ-ის ელჩს შეხვდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე, განათლების მიმართულებით განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, ტურისტულ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, მხარის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში, აშშ-ს საელჩოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:06

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18%-მდე, ეს არის სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი

როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 17:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომში საქართველოს არანაირი სამხედრო დახმარება არ მიუღია უკრაინისგან და ამას მათ არც არავინ საყვედურობს

საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა . მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

08 დეკემბერი 2022, 16:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას და არ უხსნიან, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 83 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო.

ანდრი ოხანაშვილი

08 დეკემბერი 2022, 16:41

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია, ჩვენ ვსაუბრობთ კანონმდებლობით

ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამას კანონი ამბობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, არსებობს საფუძველი, რა შემთხვევებში შეიძლება, არსებობდეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

08 დეკემბერი 2022, 16:25

ეკონომიკა

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1-ლი იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით 39.9%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.71% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:21

რეგიონი

აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება.

08 დეკემბერი 2022, 16:19

ეკონომიკა

საპენსიო სააგენტო: 2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მლრდ ლარია

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

08 დეკემბერი 2022, 16:10

ეკონომიკა

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

სურსათის განვითარების სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანი ფერმერებისათვის ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი შემცირება და მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ხელშეწყობაა.

08 დეკემბერი 2022, 16:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს კოენ ლენარტს შეხვდა.

08 დეკემბერი 2022, 15:53

სამართალი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, მარკ სპეისერს და ადვოკატს, რობერტ თრექმანს შეხვდა.

08 დეკემბერი 2022, 15:25

სპორტი

სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმენეს. მომხსენებლის, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ კოსტავას ინფორმაციით, 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, რომელიც გადანაწილებული იქნება ორ მთაზე კოხტასა და დიდველზე.

08 დეკემბერი 2022, 15:11

რეგიონი

მზია გიორგობიანი: სამინისტრო აგრძელებს სამუშაოებს, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტების გაძლიერებისათვის

დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც გავეცანით იმ სიახლეებს და ტენდენციებს, რომლებიც მუნიციპალურ სტატისტიკას, აქტივების აღრიცხვას და ელექტრონული სისტემების დანერგვას ეხება, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

08 დეკემბერი 2022, 15:10

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: არც სამართლებრივი, არც სამედიცინო და არც მორალური არგუმენტები არ წარმოუდგენიათ. მთელი ეს მსჯელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, ერთი მიზეზით, რომ ეს ადამიანი საპატიმროდან როგორმე გაეყვანათ

„მთელი ამ ხნის განმავლობაში დასახელდა მხოლოდ ერთი გარემოება - სტრესი, იმის გამო, რომ საპატიმროში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ არც სამართლებრივი, არც სამედიცინო და არც მორალური არგუმენტები მათ არ წარმოუდგენიათ. მთელი ეს მსჯელობა იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, ერთი მიზეზით, რომ ეს ადამიანი საპატიმროდან როგორმე გაეყვანათ. გუშინ ახალი თემა გაჩნდა, რომ თურმე, ერთ-ერთი დღეს რაც ესაჭიროება, ეს არის ფიზიოთერაპია და მასაჟი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე

08 დეკემბერი 2022, 15:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ანდრეი კასიანოვს: ვიცით რომ ღებულობთ უზარმაზარ და თან მზარდ დახმარებას და ამ დროს გენერატორებს და იარაღს ითხოვთ პატარა საქართველოსგან

იმ ფულით რასაც დასავლეთი იძლევა, უკრაინას თავისუფლად შეუძლია იყიდოს გენერატორები მწარმოებელი ქვეყნებიდან და რამდენადაც ვიცი, მათ ისედაც ჩუქნიან და არა მხოლოდ გენერატორებს - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების შესახებ.