27 სექტემბერი 2022, 16:02 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პროექტის - „მონაწილეობითი პოლიტიკა და უმცირესობები“ - ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს და საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოქალაქეებთან ურთიერთობას და კონკრეტულად საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელსაც ახალგაზრდობა წარმოადგენს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, როდესაც მისი მონაწილეები არიან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები. ამ ახალგაზრდებთან საუბარი და დისკუსია, რაც შეიძლება უშუალო ურთიერთობის მეტი ფორმის შესაძლებლობის შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესო იყო იმ ხედვის გაცნობა, რომელიც ამ რეგიონების წარმომადგენლებს აქვთ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2022, 12:05

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი საერთაშორისო კომპანია ASBC გახდა

ASBC არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც IT სექტორში ნერგავს სერვისებსა და პროდუქტებს. კომპანია მუშაობს 3 ბიზნეს მიმართულებით, როგორიცაა კორპორატიული ბიზნესი, საცალო ბიზნესი და ელექტრონული კომერცია.

ჩანგპენგ ჟაო

01 დეკემბერი 2022, 11:47

ეკონომიკა

ჩანგპენგ ჟაო: ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე

„ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე. საქართველოს არ ეშინია ახალი ტექნოლოგიების გამოყენების. ამის გათვალისწინებით, გავზრდით ადგილობრივ გუნდს და მეტ საგანმანათლებლო ძალისხმევას ჩავდებთ რეგიონში“, - განაცხადა ჩანგპენგ ჟაომ.

01 დეკემბერი 2022, 11:37

ეკონომიკა

მრავალ ახალ ნივთს! -ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1 იანვრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ირაკლი ბერაია

01 დეკემბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული

საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული. ეს ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციას ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ისაუბრა.

01 დეკემბერი 2022, 11:30

სამართალი

სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული.

ირაკლი შატაკიშვილი

01 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი: შეხვედრების მთავარი თემაა 12-პუნქტიანი გეგმის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესრულება და ასევე, ჩვენი ძალიან მჭიდრო პარტნიორის, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა

შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრებს კომიტეტებში გამართავს. მთავარი თემა ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა. ქართულმა მხარემ უკვე მიიღო პოზიტიური გზავნილები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

01 დეკემბერი 2022, 11:23

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

01 დეკემბერი 2022, 11:20

რეგიონი

ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გიული ალასანია

01 დეკემბერი 2022, 11:10

პოლიტიკა

„ქრონიკის“ ექსკლუზივი - გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას

„გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი როგორც თანხმობა ვიმუშაოთ თქვენი სახელით, მოგაწვდით სტრატეგიულ კონსულტაციებს , კავშირებს მედიასთან და დაინტერესებულ პირებთან როგორც ეს კონტრაქტშია მითითებული და ასევე მოგაწვდით ინფორმაციას იურიდიული მომსახურების შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

01 დეკემბერი 2022, 11:10

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება. ასევე, ლაბორატორიაში ახლად დანერგილ პარამეტრების ანალიზებზე შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო.

ოზგურ გევრექოღლუ

01 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

თურქეთში ძაღლმა პატრონი ნადირობის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

გამოძიების ვერსიით, 32 წლის ოზგურ გევრექოკლუ ნადირობის შემდეგ დატენილ თოფს მანქანის საბარგულში დებდა, ამ დროს მისი ძაღლი საბარგულში ახტა და ჩახმახს თათი დაადგა. გევრექოგლუ ადგილზე გარდაიცვალა.

ფილიპ რიკერი

01 დეკემბერი 2022, 10:49

პოლიტიკა

ფილიპ რიკერი: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებასა და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში

გასულ წელსაც ვიმყოფებოდი აქ და მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მეზობელ ქვეყნებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მედიატორის როლი შეგვესრულებინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 10:47

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მონიშნა

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოს 7 რეგიონში, წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ-ის სიგრძის საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო.

ფილიპ რიკერი; ირაკლი ღარიბაშვილი

01 დეკემბერი 2022, 10:27

პოლიტიკა

ფილიპ რიკერი: აშშ ყველაფერს აკეთებს, რაც დაგეხმარებათ, მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგან ეს არის ის მომავალი, რომელიც ხალხს სურს

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს, აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა, ელჩმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

01 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ანა ფოტიგას: რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას ეხმაურება „სიყვარულო ძალსა შენსა“ რა უჯდებათ ნეტა ამ ჩვენ „დაუძინებელ მეგობრებს“ ეს სიყვარული. აქაურების, კაპიტან გიგაურით თუ ვიმსჯელებთ ათეულობით მილიონი. ამათ მო-წოდებას თუ გავითვალისწინებთ, მგზავრობისაც ეკუთვნით, სამივლინებოც და ჯიბის. ძვირფასები“, - წერს გოგა ხაინდრავა.

კრისტინ მაკვი

01 დეკემბერი 2022, 10:18

კულტურა

ჯგუფის Fleetwood Mac სოლისტი კრისტინ მაკვი გარდაიცვალა

„ის მშვიდად გარდაიცვალა საავადმყოფოში დღეს დილით, 2022 წლის 30 ნოემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ“, - დაწერეს მომღერლის ნათესავებმა.

01 დეკემბერი 2022, 10:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს, ნილს შმიდს შეხვდა.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:08

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დღეს არავინ ამბობს, რომ სააკაშვილს აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და მას ყოველდღე ჰყავს მნახველები

„იმედი-LIVE“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეს არავინ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ ან მის მიმართ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: გამოდის, რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განმარტებით, სახელმწიფო და იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. მინისტრის თქმით, ეს იმ ჰუმანური მიდგომის გაგრძელებაა, რასაც ადგილი ჰქონდა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით.

01 დეკემბერი 2022, 09:50

მსოფლიო

ბრაზილიაში მეწყერს 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაკარგულია ათობით მოქალაქე

სამხრეთ ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. ტალახის ნიაღვარი ჩამოვიდა BR-376 გზატკეცილზე პარანას შტატში და დაფარა სულ მცირე 16 მანქანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.