27 სექტემბერი 2022, 21:48 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: 27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი არის როგორც ტრაგედიის, ისე გმირობის და მომავლისკენ ოპტიმიზმით გახედვის დღე. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანად გააგრძელებს იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა. გზა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ადგას, არის ძალიან რთული, მაგრამ ამავე დროს ერთადერთი ადამიანური გზა ერთმანეთის დასაბრუნებლად. ყველა ვხვდებით, რომ არ არის იოლად გასავლელი, მაგრამ ამავე დროს ყველა ვხვდებით, რომ ეს არის სწორედ ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და საზოგადოებამ ქართულმა, აფხაზურმა, ოსურმა უნდა გაიაროს იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, 27 სექტემბრისთვის საგანგებოდ მოწყობილ ექსპოზიციაზე შალვა პაპუაშვილმა ჟიული შარტავას გმირობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის დღე არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც ამავე დროს გმირობის არაერთი მაგალითი მისცა ქვეყანას და ამის დასტური არის ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირობა, რომელიც ერთდროულად ტრაგედიას და გმირობას აერთიანებს.

მისი თქმით, დარბაზი, რომელსაც ჟიული შარტავას სახელი ჰქვია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პარლამენტისთვის.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემის დღე, რომელიც ყველას მოგვყვება, როგორც ერთი მხრივ დღე დიდი ტრაგედიისა, რომლითაც რეალურად იწყება რუსეთის მხრიდან საქართველოს ახალი ოკუპაცია, და ამავე დროს დღე, რომელმაც გვაჩვენა გმირობის მაგალითები. ეს დარბაზი ჟიული შარტავას დარბაზია და ატარებს სახელს საქართველოს გმირისა, რომელიც ერთი მხრივ ტრაგედიას და მეორეს მხრივ გმირობის ისტორიას აერთიანებს. გმირობა სწორედ ამას ჰქვია, როდესაც ამ ადამიანთან დაკავშირებულია არა მხოლოდ მისი პერსონალური ისტორია და პერსონალური გმირობა, არამედ, როდესაც ადამიანი ხდება განსახიერება სხვა ბევრი გმირობებისა და ტრაგედიებისა, რომლებიც მაშინ მოხდა და ამით არის ჟიული შარტავა გამორჩეული, როგორც ისტორიული პერსონა. პარლამენტის შენობაში ამ დარბაზის არსებობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საქართველოს პარლამენტისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას და აქტიურობს.

„ჩვენ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, სადაც რუსეთი იყო ჩართული. კარგად ვიცით რა არის აგრესია, ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა. ეს არის ჩვენი ისტორია. ჩვენ ამას წლებია ვუყვებით მსოფლიოს და ვფიქრობ, მსოფლიო ახლა სხვანაირად მომზადებული ყურით და გახსნილი თვალით უყურებს და აღიქვამს ამ ყველაფერს და ჩვენ გვესმის მათ შორის, ბევრი უცხოელი პოლიტიკოსის სინანულის განცხადება, რომ როდესაც საქართველო აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ რისკების შესახებ ნაწილობრივ თუ სრულად დახშული იყო ეს ყური და არ იყო საქმის მზაობა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას, აქტიურობს და ბევრი რამე წყდება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს და საერთაშორისო საზოგადოების ეს რეაქციები ჩვენთვისაც დამაიმედებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

ნინო ფოჩხუა

09 დეკემბერი 2022, 16:52

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ბრაზდებიან უკრაინაში წასულ ზოგიერთ მოხალისეს, „ნაცებს“, ზონდერებს და კრიმინალებს რომ ეძახის ხალხი. აბა ვინ არის გიორგი ფარცვანია, კრიმინალი და „ნაცი“ არ არის?

„ტვ პირველი“ ნაკლები ზონდერების ტელევიზია ხომ არ გგონიათ, სასწრაფო წესით რომ გაუსაჯაროებიათ ფარცვანიას მდინარაძესთან მიმოწერა? მომკალით და იმ ბინძური „ბლექ“-ნოდარას დაკვეთა იქნებოდა. რა თმენის ვალდებულებაზე მელაპარაკებიან, ასეთ დროს, როგორ წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა კაცმა მოითმინოს - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

დავით ქართველიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მამუკა მდინარაძემ ყველა ჩვენგანის ღირსება დაიცვა და ჩვენი სახელით "საკურთხი" უკან დაუბრუნა

თუ შენი ოპონენტი საკუთარ თავს აღარ თვლის შენს თანამემამულედ, ხოლო "ქართული მენტალობის" მთავარ ატრიბუტად დედის გინებაღა აქვს შენარჩუნებული - მასთან სხვა ტიპის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, სამწუხაროდ, არც შენ გრჩება - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის წევრი“ დავით ქართველიშვილი მამუკა მდინარაძის მისამართის განხორციელებულ პროვოკაციას.

თამთა მეგრელიშვილი

09 დეკემბერი 2022, 16:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერმა კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა

„ტვ პირველის" ბინძური ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მამუკა მდინარაძემ უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს და ასევე ზუგდიდის მერს აგინა! სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, ამავე პარტიის ზონდერმა, კრიმინალმა გიორგი ფარცვანიამ, რომელიც გასამართლებულია ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით, მამუკა მდინარაძისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ბაჩო ოდიშარია

09 დეკემბერი 2022, 16:36

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ეკა გიგაურზე: ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს

ეკა გიგაურს მოუროშავს მორიგი ფანტასმაგორია, ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კორუფციული გარიგებები და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობაო. ანუ, ვანო მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი, რომელსაც საკუთარი კვლევებითვე, ხალხის ნდობის ერთი პროცენტი გააჩნია, შესაბამისად, საერთოდ მოწყვეტილია სამოქალაქო სექტორს და მის საჭიროებებს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებს კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.

დავით მაღრაძე

09 დეკემბერი 2022, 16:29

პოლიტიკა

დავით მაღრაძე ოპოზიციაზე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს საერთოდ აღარ აინტერესებს მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში

ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ აღარ აინტერესებთ მათი მოსმენა, არც მათი სულიერი მდგომარეობა. უბრალოდ, ეს ყველაფერი გადარჩენილია იმ ტელევიზიის ყუთში სადღაც და არა რეალურ ცხოვრებაში. ტელევიზიის ყუთს აქვს ის მოჩვენებითობის შექმნის ძალა, რომ ვთქვათ მოაჩვენოს მოსახლეობას, რომ ეს არის ძალიან აქტუალური თემა, რომ ამას იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ არის სინამდვილეში ასე, - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 16:23

პოლიტიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

09 დეკემბერი 2022, 15:56

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:50

საზოგადოება

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 15:45

რეგიონი

აჭარაში სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო სპორტის მიმართულებით აქტუალურ საკითხებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:40

საზოგადოება

დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 15:36

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მანქანის გაქირავების სერვისი ამოქმედდება

14 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი სერვისი - ე.წ. CAR RENTAL - მანქანის გაქირავება ემატება. აეროპორტის მგზავრებს შესაბამის სერვისს საერთაშორისო კორპორაცია Enterprise გაუწევს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ქვებრენდით იქნება წარმოდგენილი.

09 დეკემბერი 2022, 15:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურის შეხვდა

ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ მალაურისთან. თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

09 დეკემბერი 2022, 15:24

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 15:16

ეკონომიკა

საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკური პარამეტრები ზუსტდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ცვლილებებით ეკონომიკური პარამეტრების ზუსტდება.

09 დეკემბერი 2022, 15:01

მსოფლიო

მოსკოვში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 18 000 კვ.მ-ზეა გავრცელებული. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

09 დეკემბერი 2022, 14:59

პოლიტიკა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, გიორგი ბურჯანაძესა და გიორგი გზობავს მოუსმინეს

მოსმენაზე, კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემას, ასევე საბჭოში დანიშვნის შემდეგ მათ გეგმებსა და ხედვებს შეეხებოდა .

09 დეკემბერი 2022, 14:58

რეგიონი

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 14:51

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებებით ხდება ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტება.

რატი იონათამიშვილი

09 დეკემბერი 2022, 14:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარაა დარჩენილი

„ჩვენი მხრიდან ცხადია, კანონის განმარტებასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ამაზე აქცენტის გაკეთება არ უნდოდათ და მხოლოდ კანონიდან ამონარიდებისა და ციტატების დასურათებით, ოპონენტის სახეებით სცადეს სიძულვილის კამპანიის წარმოება. აქედანაც ჩანს, რომ მათი რეალური ბუნება დაცლილია ყველანაირი ღირებულებებისაგან და ფაქტობრივად, სიძულვილის ტირაჟირების ამარა არიან დარჩენილები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

09 დეკემბერი 2022, 14:48

სამართალი

პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.