28 სექტემბერი 2022, 18:28 / სანდო წყარო

პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა კოლეგებს, ნდობის გამოცხადებისა და ახალი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მან კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მიმართ, ორი წლის განმავლობაში კომიტეტში გაწეული საქმიანობისთვის, მადლიერება გამოხატა.

სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მისი და რამდენიმე კოლეგის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებზე ისაუბრა.

ცვლილებების თანახმად, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლობის სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება 2024 წლის 1 მარტამდე შეჩერდება და შესაბამისად, აღნიშნულ დრომდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.

ამასთანავე, კანონპროექტით, უქმდება სერტიფიცირებული ექსპერტის სტატუსი და მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო.

კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით, კოდექსის 141-ე მუხლს დაემატება მე-161 ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 3 დეკემბრამდე დამტკიცდა ან/და რომლებიც 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული დავალების საფუძველზე იქნა მიღებული.

საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ მზად არ არის ქალაქმშენებლობითი გეგმები, ადგილი აქვს ქაოტურ მშენებლობებს, რაც გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის.

„უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ მუნიციპალიტეტებს უფრო მეტი და ეფექტური ბერკეტი უნდა მიეცეს. აღსანიშნავია, რომ თბილისში, უკანონო მშენებლობებისთვის საკმაოდ სოლიდური ფინანსური სანქციები მოქმედებს და აღნიშნული მექანიზმები სხვა მუნიციპალიტეტებშიც უნდა დაინერგოს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ახალ კანონპროექტზე - „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, რაჭის ეროვნული პარკის შექმნაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო და 2016 წლიდან აღნიშნულ საკითხზე განახლდა კვლევები. მისივე თქმით, რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ 50 ათას ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, შორის სასესხო შეთანხმებას“ გაეცნენ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 5 აპრილის განკარგულების საფუძველზე დაიწყო კონსულტაციები რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან (EBRD) „შენობებში მწვანე ინვესტირების პროექტი“ დაფინანსების მიზნით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სკოლების ენერგო ეფექტურ განახლებას სრულ, ყოვლისმომცველ რეაბილიტაციას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია ახალი სკოლების მშენებლობა.

„პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების (KFW) ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, საიდანაც KFW -ის მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 40 მლნ ევროს ოდენობით სესხის სახით და 15.35 მილიონი ევრო გრანტის სახით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა წარმოდგენილ სარატიფიკაციო შეთანხმებას, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ, საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომიტეტს შერჩეული სკოლების სია უნდა წარუდგინოს და თუ საჭიროება იქნება, შესაძლოა სკოლების ჩამონათვალში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

სხდომაზე განხილულ საკითხებს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.

ყველა სიახლე

ბაჩო დოლიძე

07 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოზიცია იმ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ახლა პარტიაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა საჭირო.

07 დეკემბერი 2022, 10:53

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

07 დეკემბერი 2022, 10:52

ტექნოლოგიები

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება. სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.

07 დეკემბერი 2022, 10:51

რეგიონი

ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა. ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი

07 დეკემბერი 2022, 10:28

მსოფლიო

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს და ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლომ მას ასევე სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

07 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

07 დეკემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

07 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

ნინო ლომჯარია

07 დეკემბერი 2022, 08:21

სამართალი

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა, სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გაასაჯაროვა

დასკვნაში ნათქვამია, რომ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და ექსპრეზიდენტი სხვა ქვეყნის კლინიკაშია გადასაყვანი. კონსილიუმის წევრები მისთვის გარემოს შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შალვა პაპუაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ვიზიტით ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთანაც.

07 დეკემბერი 2022, 08:08

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეტალურად განიხილავენ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნას.

ნედ პრაისი

07 დეკემბერი 2022, 01:04

მსოფლიო

ნედ პრაისი: ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას თავის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად სჭირდება - ეს თავდაცვითი იარაღია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუწოდებია უკრაინისათვის იარაღი, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიის შიგნით უნდა გამოიყენოს.