imedi /  29 სექტემბერი 2022, 00:35 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან მის მიმართ რამე სახის წინააღმდეგობა, სიცრუეა.

„კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან რომ იყო ჩემდამი რამე წინააღმდეგობა, სიცრუეა. ჩვენ გვყვანან მოკრივეები, რომელი ასაკისაც გნებავთ, არიან ერთი მეორეზე ღირსეული არა მხოლოდ თავიანთი დიდი მიღწევებით, არამედ თავიანთი ქცევით. გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემ გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე. მათ იმხელა შედეგები აჩვენეს წელს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი ახალგაზრდა მოკრივეები დავაფინანსეთ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია, მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ.

მქონდა იმედი, რომ რაღაც ტიპის ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული, რომ მე ასეთი რაღაც დავაშავე და მოდი, არ დავაზიანებ ჩემი ხელმძღვანელად არსებობით სპორტის სახეობას. მან ეს ვერ გაიგო, მაგრამ ჩვენ ამის გამო ვერ გავჩერდებით. აუცილებელი იქნება, ვიპოვოთ ფორმა. გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, ვიპოვეთ, რომ მაინც დავაფინანსოთ კრივი და არა კონკრეტული პირის ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს. როცა მიიღო პასუხი, რომ ეს ახლა შეუძლებელია, ვიმუშაოთ, გამოაგზავნეთ, რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის… ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი. მაგრამ რაც ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, მე როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ამ ასეთი რაღაცის წინაშე. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში, რომ წარმოუდგენელი პირობები იყო. ყველა იყო თანასწორი. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი, მაგრამ ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა იყო, მაინც შენი ბრალი იქნება. ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები და არ შევეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტახანში, სად იქნება ის, სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს, რომ მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი რომ არ დაიღუპება, ამას ვაჩვენებ. მეტიც, უფრო მეტად განვითარდება, ვიდრე მისი ხელმძღვანელობის პირობებში. რეალურად მისი სახე მან წარმოაჩინა. მე ვარ პირნათელი. მე ხომ პარლამენტში მისვლამდე არ მისაუბრია ამაზე. არაერთი თვე გავიდა, რადგან ისევ და ისევ ვუფრთხილდებოდი რაღაცებს, რომ იქნებ ისე გავიდეს ეს ადამიანი აქედან, რომ დარჩება როგორც ყოფილი ხელმძღვანელი და არავის ეცოდინება, დიდად რა მოხდა. არავინ არ უნდა გაჩერდეს. ყველა ქალმა უნდა თქვას, რომ ჩემი შეურაცხყოფა სცადა, ვინ სცადა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და უნდა ვიცოდეთ, რომ დაგვჭირდება მტკიცება, რადგან აგრესორი იტყვის, რომ მე არა, გამომიწვიაო. ეს არის ქცევის მოდელი“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2022, 15:31

ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ისრაელში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე ისრაელელ ბიზნესსექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე, ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია.

შალვა პაპუაშვილი
ბერბელ ბასი

30 ნოემბერი 2022, 15:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს შეხვდა

„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის“.

30 ნოემბერი 2022, 15:26

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინა სიუ ჩოი

30 ნოემბერი 2022, 15:24

ტაბლოიდი

მის დედამიწა-2022 სამხრეთკორეელი მინა სიუ ჩოი გახდა

გამარჯვებისთვის მსოფლიოს 86 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა. ტიტული „მის ჰაერი“ შვეიცარიელმა ჰერიდან მორტლოკმა მოიპოვა, „მის წყალი“ პალესტინელი ნადირ აიუბი გახდა, „მის ცეცხლი“ კი კოლუმბიელი ანდრეა აგილერა.

30 ნოემბერი 2022, 15:13

ეკონომიკა

კობა გვენეტაძემ სსფ-ის რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა რეგიონში არსებულ იმ გამოწვევებსა და ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური გუნდი წარმატებით უმკლავდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაღალი დოლარიზაცია მრავალი განვითარებადი ქვეყნის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნების საერთო პრობლემაა და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

30 ნოემბერი 2022, 15:09

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „დირსის“ დასახლებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

არჩილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2022, 15:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის

„რადიკალურ ოპოზიციას რომ არ მოსწონს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ახალი არ არის. მათ რომ არ მოსწონთ ეკონომიკური ზრდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარების ის პროცესი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი პასუხი ამაზე არის ის, რომ განვაგრძობთ საქმის კეთებას, იმაზე მუშაობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება და ნაკლებ დროს დავუთმობთ იმას, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს ოპოზიციას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

30 ნოემბერი 2022, 15:04

სამართალი

„ტვ პირველსა“ და ტელეწამყვან მაია მამულაშვილს, კახა კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრათ

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცედენტი. ჩვენ ვართ კმაყოფილი, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მეშვეობით ჟურნალისტმა, მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ, ყალბი ინფორმაცია, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს მეშვეობით. ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა ცნობის უარყოფა, კონკრეტულად 60 მილიონის მოპარვასთანდაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი“.

ოთარ გრიგოლია

30 ნოემბერი 2022, 15:01

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: მშვიდობა არის მთავარი გამოწვევა და მშვიდობა არის მთავარი სურვილი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, თბილისი ყოველ წელს ახალი სლოგანით ხვდება და ამაში გასაკვირი არაფერია. ოპონენტებს კი ყოველთვის აქვთ სურვილი, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 14:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მიმართულებით იზრდება დაფინანსება, რადიკალური ოპოზიცია კი მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვის ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას

,,ეს ძალიან სასიამოვნო ამბავია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ვინც ამაში ოდნავ მაინც გაერკვევა. ბევრს ვერც კი წარმოედგინა, შარშან, შარშანწინ, რომ 25 მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვეძლო, რაღაც სოციალური პაკეტების გაზრდაზე და ასეთი თამამი გადაწყვეტილებებზე გვეზრუნა და გვეფიქრა“, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

30 ნოემბერი 2022, 14:49

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი ერთადერთი გამოსავალია, თავიანთ მხარდამჭერებს დაუმტკიცონ, თუ ვინ უფრო მეტად იცავს და ვის უფრო მეტად აწუხებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით, ჯგუფებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, ამ კანდიდატებს რეალურად არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი, არ აქვთ გეგმა, თვითონაც არ არიან მომავლის ლიდერები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ. ამის საპირისპირო განცხადებაც კი არ გაკეთებულა

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „იმედს ვიტოვებ, სააკაშვილთან დაკავშირებით მოსამართლე ჰუმანურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყება სწორედ სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ“.

ხატია დეკანოიძე

30 ნოემბერი 2022, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილი დავიწყებული არავის ჰყავდა

„დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში ორივე მხარიდან, ძალიან აწუხებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 14:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი

არის რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდა მშვიდობის დარღვევა, მეორე ფრონტი. ასეთი საუბრების უკან შესაბამისი ინტერესები და სურვილები დგას - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებების შესახებ კითხვის პასუხად.

30 ნოემბერი 2022, 14:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 14:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, ხან ომი უნდათ, უტევენ მშვიდობას, ეკლესიას

„ჩვენ შემთხვევით არ ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. დავალება არის ერთი მიმართულებიდან, რომელიც ჩაიშლება შემდგომ აქაურ ომის პარტიაში, გარეთ მათ ლობისტებში, დავალების მიმცემები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, იქ გონჩარენკო, აქ მსგავსი ვინმე, ოღონდ ქართული სახელითა და გვარით, ომის მოსურნე და საქართველოს მტერი შესაბამისად. ესენი მოქმედებენ კომბინირებულად, უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან საქართველოს, ხან ომი უნდათ, მშვიდობას უტევენ, ეკლესიას და ა.შ. მარტივად დალაგებული, პრიმიტიული გეგმაა, რომელიც არ ჭრის საქართველოზე.

30 ნოემბერი 2022, 14:16

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ

დავიწყეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - უკვე შენდება ახალი საჩოგბურთო კომპლექსი; მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა; ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია რაგბი და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალ სარაგბო ბაზას პირველ რიგში სჭირდებოდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომ მისი მშენებლობა დაიწყოს - ჩვენ პროექტის მოსამზადებლად საჭირო დაფინანსება მოვიძიეთ. ამის შემდეგ, მოვამზადებთ პროექტის ხარჯთაღრიცხვას და გვეცოდინება ვადები, რომელშიც შევძლებთ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 14:12

ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა

2022 წლის 30 ნოემბერს, კორეის დედაქალაქ სეულში, შეხვედრა გაიმართა კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

30 ნოემბერი 2022, 14:09

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2022, 14:08

მსოფლიო

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.