imedi /  30 სექტემბერი 2022, 21:08 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები, საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებს და კომიტეტების წევრებს, საბერძნეთისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მასპინძლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საბერძნეთი ურყევად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრებისას, განიხილეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები; ასევე, ტურიზმის, ხალხთაშორისი კავშირების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
საუბარი ასევე შეეხო ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ასევე, გამართა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) პრეზიდენტთან, EPLO-ს ქართველ სტიპენდიანტებთან და უცხოელ სტუდენტებთან.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ჰერმან საბო ასევე, დაესწრნენ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ქართველი მხატვრების გამოფენის გახსნას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

10 დეკემბერი 2022, 01:56

სპორტი

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი გახდა. ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

10 დეკემბერი 2022, 00:58

სპორტი

ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2024 წლის ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, აღნიშნულ ასაკებში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

ტიტე

10 დეკემბერი 2022, 00:29

სპორტი

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

10 დეკემბერი 2022, 00:14

მსოფლიო

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

საპატრიარქო

10 დეკემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

საპატრიარქო: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.

პოლ უილანი

09 დეკემბერი 2022, 23:55

მსოფლიო

CNN: რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემა მოითხოვა

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ამერიკელი ყოფილი ქვეითის, პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

09 დეკემბერი 2022, 23:53

საზოგადოება

ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 10 და 11 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები.

09 დეკემბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეკა სეფაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“. ეკა სეფაშვილმა სტუდენტებს საქართველოს მედიასივრცეში ზიზღისა და სიძულვილის ენის აღკვეთის მიზნით „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო.

09 დეკემბერი 2022, 22:20

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფრანგეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით სონღულაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრები, საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ყოფილ წევრებს და კახეთი-იონის ფრანგული სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

09 დეკემბერი 2022, 21:49

სპორტი

ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ქალაქ ალ-რაიანში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.

დენის შმიგალი

09 დეკემბერი 2022, 21:08

მსოფლიო

უკრაინის პრემიერი: ამ ზამთარს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად იცხოვრებს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში.

ანდრია გვიდიანი

09 დეკემბერი 2022, 21:05

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებია, რომელიც მზარდია. წინა წელსაც, გასული წლებისგან განსხვავებით ინვესტიციების მოცულობა ასევე მაღალი იყო“, - განაცხადა გვიდიანმა „ქრონიკას“.

09 დეკემბერი 2022, 20:45

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა არის გამოხატულება იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა

ეკონომისტის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არის სტაბილურობა, ხელისუფლებისგან მომდინარე გზავნილები კი ინვესტორების შემოდინებას უწყობს ხელს.

საახალწლო ნაძვის ხე

09 დეკემბერი 2022, 20:13

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართა და მთელს საქართველოს მომავალი ახალი წელი მიულოცა. მერმა განაცხადა, რომ საჭიროა ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში მრავალი გამოწვევაა.

09 დეკემბერი 2022, 20:10

საზოგადოება

Ritter Sport – ფერებით გამოხატული ჯადოსნური გემოები

ნამდვილი შოკოლადის გემო, კვადრატული ფორმა და ცისარტყელაზე უფრო ფერადი – ეს Ritter Sport-ის მთავარი მახასიათებლებია, ბრენდის, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და რომელიც ყველას განსაკუთრებით უყვარს. მისი ისტორია უკვე 110 წელს ითვლის, რომლის განმავლობაშიც ბევრი კრიზისული მდგომარეობა დაძლია, განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები და, რაც მთავარია, მოახერხა შეენარჩუნებინა ხარისხი და განსაკუთრებულობა.

09 დეკემბერი 2022, 20:04

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა თავდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები განიხილეს.

09 დეკემბერი 2022, 20:00

ეკონომიკა

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.

09 დეკემბერი 2022, 19:54

საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევას განცხადებით ეხმიანება

„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას, რომელიც შეგნებულად ეფუძნება არასრულ და სახელმწიფო უწყებებთან გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შესაბამისად, არ ასახავს რეალობას. ის, რომ ორგანიზაციამ არ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია აბასთუმანში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი უწყებებიდან და კვლევა დაარქვა მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაციის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას, ადასტურებს მის ერთადერთ განზრახვას - შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება კონკრეტული პირების და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.

ვლადიმირ პუტინი

09 დეკემბერი 2022, 19:31

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დაამტკიცებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასზე ზედა ზღვარს დაამტკიცებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თეა წულუკიანი

09 დეკემბერი 2022, 19:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დიდი იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, სააკაშვილმა შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მისივე ჯანმრთელობის წინააღმდეგ. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, თუ სამედიცინო სისტემა, მიმართულია იქითკენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს ბოლომდე დაცული.