04 ოქტომბერი 2022, 13:17 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჯერა „ქართული ოცნება“ ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„3 დღის წინ 10 წელი შესრულდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1 ოქტომბერს და მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პერიოდში საქართველოში იყო უმძიმესი პოლიტიკური რეჟიმი - დანაშაულებრივი ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური პრაქტიკა.

„ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. მთლიანად მოშლილი იყო დემოკრატიული სისტემა, ქვეყანას ჰქონდა სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, ქვეყანას ჰქონდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ კონტროლირებული და მართული სასამართლო სისტემა, მედია მონოპოლია, იჭრებოდნენ ტელევიზიებში, ჩამოაყალიბეს სრულად მონოპოლიზებული მედია გარემო და ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ასევე ჩააბარეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები. მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად გაჩერდა წინსვლა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც პრაქტიკულად გაუფორმეს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციას და საკუთარი ჯარი დაადანაშაულეს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ ღალატს ქართველი ხალხი მათ არასდროს აპატიებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ისინი ვერცერთ არჩევნებში ვერ აღწევენ წარმატებს 2012 წლიდან მოყოლებული. ასევე შეგახსენებთ, რომ მათ ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებდა, 1 150 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და შექმნილი არ იყო არავითარი ქმედითი სოციალური გარანტიები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს იყო ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წლისთვის და მას შემდეგ იყო მნიშვნელოვანი გარდატეხა, როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე. მან იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა საქართველოში.

„ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა. მხოლოდ ციხეებში 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ პრაქტიკაზე, რომელიც ადრე იყო ჩამოყალიბებული და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. აღმოიფხვრა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაზეც მხოლოდ სტატისტიკაც ძალიან ცხადად მეტყველებს, ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლურალიზმი. პრაქტიკულად, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი იმდროინდელ პარლამენტში მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში.

მედია პლურალიზმი იყო სიახლე, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლიდან და რაც შეეხება ტერიტორიებს, ოკუპაციას, რუსეთის წინსვლა საქართველოში გავლენების გაფართოების კუთხით მთლიანად გაჩერდა 2012 წელს. ნულოვანი წინსვლა ტერიტორიების ოკუპაციის კუთხით, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული და ოთხი ქვეყანა დარჩა ოთხად და სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის არცერთი პრეცედენტი აღარ ყოფილა მას შემდეგ. 2 გლობალური კრიზისის მიუხედავად ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მლრდ და წელს უკვე გადასცდება 70 მლრდ-ს, ანუ აქაც გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა. მარტო ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4200 დოლარიდან 6000 დოლარამდე გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი. სიღარიბეს რაც შეეხება, უკვე გასული წლის მაჩვენებლები სიღარიბის შემცირდა 30%-დან 17, 5%-მდე. ეს ნიშნავს, რომ 450 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე ამოვიდა სიღარიბიდან და ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს გადასცდება უკვე ამ წლის ბოლოს, რა თქმა უნდა, მეტი არის გასაკეთებელი.

და ბოლოს, ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას - ჩვენ გვქონდა მშვიდობის 10 წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის 10 წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, და სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს, იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ 10 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წვერი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული 10 წლის მანძილზე. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჯერა ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: არევის ერთადერთი ინტერესია ისევ ხელისუფლების შეცვლა, საბოლოო მიზანი - მეორე ფრონტის გაჩაღება

ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ყველაფერს. არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ამ ქვეყანაში რაიმე ააგონ, რადგან საზოგადოება ხედავს ყველაფერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე განაცხადა. კითხვაზე აქციების შემთხვევაში, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში რადიკალურმა ოპოზიციამ „ომისკენ მიმართული რიტორიკა დაბლა დაწია“.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე: ის პირდაპირ იყო შესული პოლიტიკაში და მიჰყვებოდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს - ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამით ჩვენ რეალურად ვერაფერი დაგვაკლო

ნინო ლომჯარიას საქმიანობამ 5 წელი უსახელოდ ჩაიარა.დღეს ვსაყბრობდით იმაზე, რა უნდა იყოს სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმები. ესენი უნდა იყოს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა, რაც ორივესთან არის კავშირში, - ლომჯარიას არც ერთი არ ჰქონდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფაქტორი, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს

„ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფაქტორი, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დიდი შავი ლენტი დაიკიდება აუცილებლად ყველა იმ ადამიანის ოფისზე, რომელიც ქვეყანას მტრობს.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა

შავი ლენტები შემოახვიონ „ნაცმოძრაობის“ ოფისს ყველამ ერთად, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმა, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ, ვაშაძემ და სხვებმა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

09 დეკემბერი 2022, 00:35

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა კანონი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის კონგრესმა კანონი მიიღო, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი

ჩადენილია დანაშაულები, შეფარდებულია სასჯელი და სამართალს სჭირდება აღსრულება. ეს არის მარტივი ლოგიკა - სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, იქ არ არის არც ევროპა, არც ევროკავშირი და არც არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ტაივანური მედიაც კი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ლობისტური კონტრაქტით პირდაპირ დაამტკიცეს, რასაც ვამბობდით, არაფერი სამართალთან და ასეთ თემებთან საერთო არ აქვს ამ კამპანიას

ტაივანური მედიაც კი დაინტერესდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. რეალურად გაშიფრეს ყველაფერი ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური პიარული კამპანია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს არათუ არ უწევს ისეთ სისტემაში ყოფნა, როგორიც თვითონ შექმნა თავის დროზე, არამედ ის არის პრივილეგირებულიც კი, სხვა პატიმრებთან შედარებით

პატიმარს, პაციენტს უნდა უმკურნალო - ეს არის ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ექიმი ქალბატონი, რომელიც ემოციურად საუბრობდა სააკაშვილის გადარჩენაზე, დღეს გაირკვა, რომ არის იმ სისტემის ერთ-ერთი ზონდერის, გეგეჭკორის და

დღეს, მაგალითად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ერთ ექიმი ქალბატონი, რომელიც ემოციურად საუბრობდა, რომ სააკაშვილი გადასარჩენია, არის იმ სისტემის ერთ-ერთი ზონდერის, გეგეჭკორის და, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში ,,იმედი LIVE’’ განაცხადა.

ემანუელ მაკრონი

09 დეკემბერი 2022, 00:08

მსოფლიო

მაკრონის ინიციატივით, 2023 წლიდან საფრანგეთის აფთიაქებში 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით, 2023 წლიდან საფრანგეთის აფთიაქებში18-25 წლის ახალგაზრდებისთვის პრეზერვატივი უფასო გახდება.

ირაკლი კობახიძე

09 დეკემბერი 2022, 00:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქმე ეხება დიდი სიმძლავრის გენერატორებს, რაც საქართველოში არც იწარმოება

გენერატორებს რაც შეეხება, ხალხი მართლა კითხულობდა, რა გახდა ეს გენერატორებიო და ეს ჰგონიათ, 90-იანი წლებში რაც გვქონდა „დვიჟოკები“ სახლში, ეს ჰგონიათ გენერატორები. საქართველოში არც იწარმოება ასეთი გენერატორები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კასიანოვი რომ ითხოვს იარაღის მიწოდებას, ირიბი ფორმით, ეს იგივე მოთხოვნაა

ნუ, უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს ამას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ სააკაშვილი ღირსეულად შეხვდებოდა სასჯელს - პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა

ეს არის პირდაპირი ზემოქმედება მოსამართლეზე, რაც კანონით დასჯადიც არის ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის სასამართლლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა, რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია

პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის. საქართველოში ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია. ადამიანის ყველა ტრაგიკული გარდაცვალება, მათ შორის ეს იყო ბოლო შემთხვევა „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის. სიკვდილი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთმანეთისგან განუყოფელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

08 დეკემბერი 2022, 23:42

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მათ უნდათ, რომ ეს იყოს საქართველოს ომი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი

ჩვენ მოვისმინეთ ფრაზები, რომ უკრაინის ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ: ომი ნახევრად შენი ვერ იქნება, ან შენია ომი, ან არ არის. შეიძლება პოზიცია გქონდეს დაკავებული სხვის ომთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ - პოლიტიკური მხარდაჭერა ჰააგით დაწყებული, ეუთოთი დამთავრებული, ყველგან გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და ამისთვის საკომისიოს იღებენ

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე - იღებენ საკომისიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

08 დეკემბერი 2022, 23:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები - ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში

მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

08 დეკემბერი 2022, 23:03

მსოფლიო

გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს

გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ჟურნალისტები პროფკავშირებთან ერთად ხელფასის გაზრდასა და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

08 დეკემბერი 2022, 22:39

საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.